Home ახალი ამბები საქართველო სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც...

სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა

147

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა.

„დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

მან სოსო გოგაშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რამდენიმე სამართალდამცავმა ნერვები ვერ მოთოკა”.

„ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

მან ასევე უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა სოსო გოგაშვილის დაკავება „სუს-იდან გამოჟონილ კრებსებს“.

„ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც არხზე სიუჟეტი გააკეთეს, რომ თითქოს, სოსო მართავს „ტვ პირველს“, „ფორმულას“, „მთავარ არხს“, სასაცილოა, მამაჩემი თუ მართავს კელი დეგნანს, ასეთ სამ ძლიერ ტელევიზიას, სოსო ყოფილა ოლიგარქი, სოსო უნდა დაასანქცირონ მათი ლოგიკით? ელჩებს მართავს, ტელევიზიებს მართავს, ახლა ამერიკაში არჩევნებს ჩაატარებს“, – აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here