Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე თუ სტრატეგიული მტერი

საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე თუ სტრატეგიული მტერი

კელი დეგნანთან ეპისტოლარული ბრძოლა უნიჭო კლოუნადას ემსგავსება

312

ქათამს კვერცხი რომ მოადგება, კაკანს მოჰყვებაო, _ ნათქვამია ისეთ ადამიანზე, რომელიც მხართეძოზე წამოწოლილი უდარდელად უყურებს მის გარშემო მიმდინარე ისეთ საზოგადოებრივ თუ საყოფაცხოვრებო მოვლენებს, რომლებიც პირადად მას არ ეხება და მხოლოდ მაშინ იწყებს იმ ქათამივით კაკანსა და პოზის შეცვლას, როდესაც უდარდელობის შედეგად ის საზოგადოებრივსაყოფაცხოვრებო პრობლემები, რომლებიც ადრე ფეხებზე ეკიდა, თუ ხატოვნათ ვიტყვით, მის კარზეც დააკაკუნებს. დაახლოებით ასე ვუყურებქართული ოცნებიდან” „გასულიდეპუტატების მიერ ეპისტოლარულ (თუ ასე თქმა, უპრიანია) შეტევას აშშის საელჩოზე და პირადად ელჩ კელი დეგნანზე.

დღე არ გავა, კომპრომატი არ დადოს “ოცნებიდან” „გასულმა“ უკვე კვარტეტად ქცეულმა „ტროიკამ“ საქართველოს მიმართ ამერიკის საელჩოს მიერ წლების განმავლობაში  ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ და, აქედან გამომდინარე, აშშ-ს თამამად შეიძლება, სტრატეგიული მოკავშირე კი არა (როგორც მიღებულია საქართველოს ისტებლიშმენტში), სტრატეგიული მტერი ვუწოდოთ, მაგრამ ამაზე ქვემოთ… მანამდე კი ერთი სტაბილურად ხშირი უბედურების შესახებ, რომელსაც ტყეში გაჩენილი ხანძარი ჰქვია _ სტაბილურად, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვერ ვიხსენებ ზაფხულს, რომ მაინცდამაინც ბორჯომის უნიკალურ ხეობაში საქართველოსთვის დიდი მასშტაბის ტყე არ გაენადგურებინოს სტიქიას. 

საქართველოს მათთვის გავუსვი ხაზი, ვინც ჩემ მიერ ზემოთქმულში ე.წ. შეთქმულების თეორიაზე მინიშნებას დაინახავს და მის გასაბათილებლად რკინისებურ არგუმენტს მოიშველიებს, რომ ანალოგიური რამ ხდება საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ის კალიფორნიაში და ა.შ. ეს ის შემთხვევაა, როცა იმის თქმა _ ყველამ თავის მამიდას მოუაროსო, არალეგიტიმურია, რადგან ეკოლოგიამ პარტიული და პოლიტიკური ინტერესები არ იცის და მხოლოდ შლეგს შეიძლება გაუხარდეს ნებისმიერ ქვეყანაში თუნდაც მხოლოდ ერთი ხის დაწვა.

წერილზე მუშაობისას ერთ-ერთი ტელევიზიიდან საგანგაშო ინფორმაცია „წამომეწია“ _ სტიქიამ, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის ლიკვიდირებული, 10 დღის განმავლობაში ნაცარტუტად აქცია რამდენიმე ათასი ჰექტარი ტყე, რომლის აღდგენას ათეულობით წელი დასჭირდება. რაც შეეხება სახანძრო-საამაშველო ტექნიკას, სად მათი ეკიპირება-აღჭურვილობა და სად ჩვენი.

„მოძმე“ თურქეთი დაგვეხმარა საჰაერო აპარატით, რომელსაც თურმე ერთ ჯერზე წყლის „გიგანტური“ რაოდენობის _ 8 ტონის _ გადატანა შეუძლია. ეს მაშინ, როდესაც რუსეთის მსოფლიოში უძლიერესი სახანძრო-სამაშველო სამსახურის თვითმფრინავებს 10-ჯერ მეტი წყლის გადატანა შეუძლიათ. მაგრამ უკრაინაში ომისა და გაშმაგებული რუსოფობიის ფონზე მოსკოვს ვინ სთხოვდა დახმარებას _ ეს ხომ თეორიულადაც კი გამორიცხული იყო. თუმცა ისიც კარგად მახსოვს, როცა უკრაინაში ომი არ იყო, მსგავს სიტუაციებში, რომლებიც თითქმის ყოველ წელიწადს მეორდებოდა, აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის დახმარების თხოვნის უფლებას არ აძლევდა (იმედია, ამ ფაქტსაც გაიხსენებენ “ოცნებიდან” „გასული“ დეპუტატები მორიგ ღია წერილში). მართალია, იმხანად კელი დეგნანი არ იყო ელჩი, მაგრამ პიროვნებას რა მნიშვნელობა აქვს _ აშშ-ის ელჩის პოზიცია აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომელიც რუსეთის გავლენების ნიველირებას ნიშნავს და რომლის გამოც ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირეები“ (ყველაფერ ქართულის, მართლმადიდებლობის მტრები) ყველაფერზე არიან წამსვლელნი _ ოღონდ რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეებს დაეპატრონონ და ბორჯომის ხეობის დაფერფლვა კი არა, სიმონიკა ბერეჟიანის ცნობილი ლექსის ბოლო სტრიქონის პერიფრაზით ვიტყვი: ფერფლად ქცეული დაენახოთ მთელი სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მთელი კოლექტიური დასავლეთი ებრძვის ჯერჯერობით, უკაცრავად პასუხია და, ფეხები ვერ მოჭამეს… ანგლოსაქსებს რა ენაღვლებათ _ სლავი ძმები ერთმანეთს ხოცავენ, კიევის რეჟიმის თავკაცები კი, ებრაელი ზელენსკის მთავარსარდლობით, ოკეანისგაღმელ ე.წ. ომის პარტიასთან ერთად წარმოუდგენლად დიდძალ ფულს შოულობენ. ანგლოსაქსებმა ბოლო ხანს, რომ იტყვიან, თავი წაგვჭამეს, ე.წ. ლენდ-ლიზი რომ არა, სსრკ გერმანელ ფაშისტებთან ომს ვერ  მოიგებდაო, არადა, როდესაც სსრკ-ის მრავალეროვანი წითელი არმია (მათ შორის 700 ათასი ქართველი) მოსკოვთან, სტალინგრადთან თუ კურსკში სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ გერმანელ ფაშისტებს, ამერიკელი ჯაზმენები _ ბენი გუდმენი, ელა ფიტცჯერალდი, ლუი არმსტრონგი და სხვები, ძველებურად „უბერავდნენ“. ანუ, როდესაც მთელი ევროპა ცეცხლის ალში იყო გახვეული, ანგლოსაქსები მდიდრდებოდნენ. ხომ ძალიან ჰგავს ამჟამინდელ ვითარებას, არა?

რაც შეეხება წერილის დასაწყისში ხსენებულ კაკანს, ჯერ ერთი, კარგად გვახსოვს, როგორ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამ თითქმის ყოველწლიურ ხანძრებს ხელოვნურობის, ანუ „წაკიდების“ სუნი ასდისო. ხელისუფლებას  ვეკითხები: რა გააკეთეთ წლების განმავლობაში, ამ ხელოვნურობის სათავისთვის რომ მიგეკვლიათ? _ არაფერი

რაც შეეხება ღია წერილებს, უკვე იმდენი და ისეთი სიმძიმის კომპრომატი გამოამზეურა ოცნებიდანგასულმაკვარტეტმა, რომ საკმარისია, არა მხოლოდ ნონ გრატად გამოცხადნენ აშშის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, არამედ სრული საფუძველია იმისა, რომ მათ მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ესენი კი რას შვრებიან: ახალ-ახალ ღია წერილებს გვპირდებიან, ანუ ულუფებით აპირებენ ჩვენს  ინფორმირებას, რაც ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფაა. რაც იცით, ერთიანად გამოამზეურეთ, თორემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ეპისტოლარული ბრძოლა უნიჭო კლოუნადას ემსგავსება…

რუსეთი, ამერიკასთან ომში „დამარცხებული“ რუსეთი რომ არის კულტურული საზოგადოებისა  და მართლმადიდებლობის მომავალი, ზელენსკის მსგავსი კრეტინების გარდა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here