Home ახალი ამბები საქართველო “დღე-დღეზე დიდი წივილ-კივილი გვექნება – რუსთავში ტრასა ისევ დაკეტილია, თითო ფარაზე გვახდევინებენ...

“დღე-დღეზე დიდი წივილ-კივილი გვექნება – რუსთავში ტრასა ისევ დაკეტილია, თითო ფარაზე გვახდევინებენ 1000 ლარს”

“დღე-დღეზე დიდი წივილ-კივილი გვექნება, რუსთავში ტრასა ისევ დაკეტილია, თითო ფარაზე გვახდევინებენ 1000 ლარს” – , ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში საქმე „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, რუსთავში ცხვრის გადასარეკი გზა კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე გადის, რაშიც მეპატრონე გადასახადს, ფარის სიმრავლის მიხედვით ითხოვს.

როგორც ბექა გონაშვილი ამბობს, იმ პირობებში, როდესაც ფარას გზაც კი არ აქვს, დარგის განვითარებაში ინვესტირებას არავინ მოახდენს.

„ცხვრის ფარაზე 1000 ლარს გვართმევენ – გადასარეკი ტრასა არ გვაქვს”

“დღე-დღეზე დიდი წივილ-კივილი გვექნება, რუსთავში ტრასა ისევ დაკეტილია, თითო ფარაზე გვახდევინებენ 1000 ლარს. ვიღაცები არიან 350 მეტრი მათ ნაკვეთზე [გადის].

2011 წელს, დათო კირკიტაძე იყო მაშინ გუბერნატორი, გვითხრა, რომ ამ გზაზე ვეღარ ივლით, რადგან ავტობაზრობა უნდა აშენდესო, ახლა წახვალთ და რუსთავში რომ ჯვარია, იმასთან უნდა ააჭრათო. მაშინ ვთქვი, რომ იქ არის პატარა ნაკვეთები, რომელიც ვიღაცის საკუთრებაა, მოდი ამ ხალხს მაინც დაუკავშირდით და რადგან ჩვენ იმ გზაზე ვეღარ ვივლით, მათ ეს ადგილები გადაუნაცვლეთ. თქვენ იარეთ, ამას ჩვენ მივხედავთო.

ვიარეთ და 3-4 წლის წინ გამოჩნდა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს, ზედ ავტოდრომთან აქვს ტერიტორია, კერძო საკუთრებაა, 25 ჰექტარი. მინდორია და გვეუბნება, რომ ეს ჩემი საკუთრებაა და ფული უნდა გადამიხადოთო. ცხვარმა რომ გაიაროს, ამაში 1000 ლარს ითხოვენ. დიდი ფარა 1000 ლარია, საშუალო 700 ლარი, დაყოფილია “სერვის პაკეტები”.

ამ დროს რა უნდა გააკეთოს მეცხვარემ?! როგორ შეიძლება ვიღაცამ განვითარებაზე იფიქროს?! როგორ შეიძლება ვიღაცამ ფული ჩადოს (ან ინვესტორი ნახოს), როცა გზაც კი არ გვაქვს, გადასარეკი ტრასა?! 16 წელია ამაზე ვლაპარაკობ.

ადრე იყო ნატურით ცხვარს ართმევდნენ ხალხს, ახლა არის და – ფულს სთხოვენ პირდაპირ. ეს ცუდია და ამას მოგვარება სჭირდება”,- განაცხადა ბექა გონაშვილმა გადაცემაში “საქმე”.

https://www.bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here