კარგი, ცუდი, ბოროტი

    კარგი, ცუდი, ბოროტი

    ეზოერიკით გატაცებული არ ვარ, მაგრამ საგანებს და მოვლენებს დაფარული შინაგანი მდგომარეობაც (გარდა იმისა, რაც ჩანს) რომ აქვს, ვაღიარებ. ციფრთა საკრალურ მნიშვნელობაშიც უდავოდ არის რაღაც საინტერესო. „სამიბიბლიაში თავისთავადი მნიშვნელობით არ არის დატვირთული, მაგრამ ამ ციფრზე ხაზგასმა ხშირად ხდება: ღმერთი სამი იპოსტასით (მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა) არის წარმოდგენილი; მაცხოვარი ორ ავაზაკთან ერთად დასაჯეს ანუ ჯვარს სამნი აცვეს; ქრისტე ჯვარცმიდან მესამე დღეს აღდგა; „მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ”, – ეუბნება მაცხოვარი პეტრეს და ასეც მოხდა; იონა წინასწარმეტყველმა თევზის მუცელში სამი დღე და ღამე დაჰყო და .. „სამიგარკვეული სიმბოლოს ქონეა იმ თვალსაზრისითაც, რომ ხაზს უსვამს რაღაცის სისრულეს ან განსაკუთრებულ მნიშვნელობას (მაგალითად, „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი!“ „თფუი ეშმაკს, თფუი ეშმაკს, თფუი ეშმაკს!”). გრამატიკული დროც სამიაწარსული, აწმყო, მომავალი. ისტორიულ დროსაც სამად ყოფენდასაწყისი, შუა პერიოდი, დასასრული. მოკლედ, სამი თავისებური ციფრიაის, რაც აქამდე ვილაპარაკე, არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც ამის შემდეგ უნდა ვთქვა. დედამიწაზე სამი ზესახელმწიფოა: ჩინეთი, რუსეთი, აშშ. ამ საქმეშიც რატომღაც ციფრისამიფიგურირებს. შესალებელია, სამის ნაცვლად ოთხი ყოფილიყ ევროკავშირთან ერთად, მაგრამ რაღაც ძალამ ისე ინება, რომ მეოთხე ჩამოწერა და სამი სუბიექტი დატოვა.

    სი ძინპინი და დონალდ ტრამპი
    სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

    ჩინეთი, რუსეთი და აშშ თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალობის სამი ზესახელმწიფოა, რომელთა ურთიერთობები განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს. დანგრეული ძველი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ადგილზე ახლის აღმოცენებაც ამ სამი მოთამაშის მონდომებითა და ხელით უნდა გაფორმდეს.

    აშშ და ჩინეთი მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკითა და ტექნოლოგიებით, რუსეთი კი ყველაზე დიდი ტერიტორიით, სასარგებლო წიაღისეულითა და ბირთვული პოტენციალით გლობალური ლიდერობისთვის ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუმცა ლიდერობის ცნება ამერიკაში თვისებრივად სხვანაირად ესმით, ვიდრე ჩინეთსა და რუსეთში. არც ჩინეთი (მისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალით) და არც რუსეთი (მისი ამოუწურავი რესურსებითა და ბირთვული პოტენციალით) არ ისწრაფვიან მსოფლიო ჰეგემონიზმისკენ იმ დროს, როდესაც აშშ (მისი კოლოსალური საგარეო და საშინაო ვალებით, სისტემური კრიზისითა და ზნეობრივი კოლაფსით) სწორედ ამას ცდილობს. დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე პროცესი:

    * ზესახელმწიფოთა ფორმირების;

    * მათ შორის გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების;

    * ახალი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის შემუშავების;

    * მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების.

    სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

    საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ზესახელმწიფოს სტატუსზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დაპირისპირების ანუ დიალექტიკური ურთიერთობის ფონზე ვითარდება. ეს რთული პროცესია. ჩინეთი, რუსეთი, აშშ ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული, მაგრამ ერთმანეთზე მკვეთრად დამოკიდებული სახელმწიფოებია. მათთვის ერთნაირად უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, როგორც ერთმანეთთან მტრობას, ისე მოკავშირეობას, ანუ, როგორც ერთმანეთის დასუსტებას, ისე ერთმანეთის გაძლიერებას. ერთისთვის ნებისმიერი მეორე იმდენად იქნება მოკავშირე, რამდენადაც ის მეორე ჩაეწერება ამ პირველის სიძლიერის ფორმულაში, მაგრამ ამ პირველს ეს მოკავშირეობა იმისთვის სჭირდება, რომ, საბოლოო ჯამში, ეს მოკავშირეც (მასთან მოკავშირეობით მიღებული ხეირის გამოყენებით) დაასუსტოს. ძალიან რებუსული მსჯელობა გამომივიდა, მაგრამ ამ რებუსის გამარტივებას მაგალითის მოშველიებით შევეცდები: აშშ-ს რუსეთიც სძულს და ჩინეთიც, მაგრამ ისიც იცის, რომ ერთდროულად ორივეს დამარცხების რესურსი არ აქვს, ამიტომ ერთთანაც მოკავშირის როლს ირგებს და მეორესთანაც, რათა პირველის გამოყენებით მეორე დაასუსტოს, მეორის გამოყენებით კი – პირველი. ანალოგიურ ვითარებაში არიან ჩინეთიც და რუსეთიც. რუსეთმა ჩინეთი უნდა გააძლიეროს, რათა აშშ-თან გამკლავების ძალა ეყოს და პირიქითაც – ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას აშშ-თან გარკვეული პარტნიორობის საშუალებით უნდა შეეცადოს. ჩინეთის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა: მისთვის აშშ-დან იმდენი საფრთხე მოდის, რომ რუსეთთან მოკავშირეობით თუ შეძლებს მათ შეკავებას, მაგრამ ბოლომდე რუსეთის გაძლიერებაც არ სურს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში რუსეთს იაფი ენერგომატარებლების ბაზად ვერ აქცევს. ეს ისე ჩახლართული საკითხია, რომ მიძნელდება უფრო მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბება, ამიტომ არ ვიცი, როგორ მოვახერხე ზესახელმწიფოთა ურთიერთობის იმ დიალექტიკის ჩვენება, რომელიც ზემოთ ვახსენე, თუმცა, თუ დავუკვირდებით, ეს ნამდვილად ასეა. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს სამი ზესახელმწიფო მთავარ მოთამაშეებად საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან და, შესაძლებელია, სამომავლოდ დღევანდელი გაეროს უშიშროების საბჭოს მსგავსი ორგანოც შექმნან, რომელშიც (თანამედროვე მდგომარეობისგან განსხვავებით) დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ადგილი, ალბათ, აღარც იქნება…

    უნებლიეთ გავუსწარი მოვლენებს…

    მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, პუტინის ვიზიტმა ჩინეთში დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობისკენ ორივე სახელმწიფოს მიდრეკილება და სწრაფვა; ხელმოწერილია ორმოცზე მეტი ორმხრივი დოკუმენტი (მათ შორისაა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირების შესახებ დეკლარაცია);

    ვიზიტის საკვანძო ასპექტები ასე გამოიყურება:

    * მრავალპოლუსიანი მსოფლიო

    მხარეებმა განამტკიცეს კონცეპტუალური კავშირი დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ახალი, ალტერნატიული გლობალური ინსტიტუტების წამოსაწევად;

    * ეკონომიკა

    რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საკვანძო დარგების მინისტრები და უწყებათა ხელმძღვანელები, რომლებმაც ხელი მოაწერეს სავაჭრო დერეფნების გაფართოებას, სამრეწველო და გიგანტური მასშტაბის ახალ ენერგეტიკულ პროექტებს.

    * დიპლომატიური სინქრონიზაცია

    მოლაპარაკებებისას საკვანძო საკითხებში მიღწეული იყო შეხედულებათა ერთიანობისა და ურთიერთნდობის ისეთი დონე, რომელიც, ორივე მხარის შეფასებით, უპრეცედენტოა.

    * ვიზიტის მნიშვნელობა მხარეებისთვის

    რუსეთისთვის ეს ვიზიტი დასავლური სანქციების ვითარებაში ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. პეკინი რუსეთის ექსპორტიმპორტისთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად და ძირითად ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდა. ჩინეთისთვის კი რუსეთთან პარტნიორობა საიმედო ზურგის არსებობას და ხელსაყრელ ფასად ენერგომატარებლებით მომარაგებას ნიშნავს. ეს მის პოზიციებს ამერიკელებსა და ევროპელებთან მოლაპარაკებებისას ერთიორად აძლიერებს.

    აქვე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის შედეგებზე:

    ტრამპის ვიზიტსაც მთელ რიგ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერა მოჰყვა, რომლებიც მიმართულია სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების სტაბილურობისკენ. თეთრ სახლში ამ ვიზიტს ისტორიული უწოდეს.

    ვაჭრობა და ეკონომიკა

    მხარეები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს ეკონომიკური ურთიერთობის გადატვირთვისა და ბაზრებს შორის ნდობის ამაღლების მექანიზმები.

    უსაფრთხოება

    მიღწეულია კონსენსუსი კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობისა და დაძაბულობის ესკალაციის დაუშვებლობის შესახებ. ამაში შედის ტაივანის საკითხიც.

    შეფასებები

    შეხვედრები კეთილი განწყობის ფონზე მიმდინარეობდა. დონალდ ტრამპმა ჩინეთში მისი ეს ვიზიტი შეაფასა, როგორც „უდიდესი წარმატება”. ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, როგორც „დადებითი”.

    ერთი რამ ფაქტია: ჩინეთისა და აშშის ლიდერების შეხვედრაში გამოსჭვიოდა დაპირისპირებულთა დიალოგი, ჩინეთისა და რუსეთის შეხვედრა კი უფრო პარტნიორთა დიალოგი იყო. ამ აზრს განამტკიცებს ისიც, რომ აშშჩინეთის შეხვედრაზე ვერ გადაწყდა, ვთქვათ, ორმუზის სრუტის გახსნის საკითხი. მათ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებებს, ხოლო რუსეთისა და ჩინეთის დიალოგში გლობალური ხასიათის, სულ ცოტა, სამი საკითხი გამოიკვეთა, სადაც ერთიანობა აღინიშნა:

    წინააღმდეგობა ე.წ. ოქროს გუმბათის მშენებლობის გამო, რომელიც ამერიკული პროგრამაა და კოსმოსის მილიტარიზაციას ითვალისწინებს; ერთიანობა უკრაინის კრიზისის პირველი მიზეზების მოხსნის საკითხში, რომელსაც რუსეთი აყენებს; ერთიანობა ირანის საკითხში, რომელიც აშშ-ის აგრესიის დაგმობაში გამოიხატება. ამასთან ერთად თუ გავითვალისწინებთ კიდევ ორ საკითხს, რომლებშიც რუსეთი და ჩინეთი კონსენსუსს აღწევენ, ამ ორი სახელმწიფოს პარტნიორობა გამოკვეთილ სახეს იღებს. ეს არის წინააღმდეგობა იაპონიის მილიტარიზაციის საქმეში და ერთიანობა ტაივანის, ანუ ერთიანი ჩინეთის იდეის საკითხში, რომლის წინააღმდეგ აშშ გამოდის.

    ამ ფონზე ჩაიარა ჩინეთში ორი ზესახელმწიფოს ლიდერების ვიზიტებმა. საბოლოო ჯამში, შეხვედრებმა ვერც აშშირანის კონფლიქტი გადაწყვიტა და ვერც რუსეთუკრაინის კრიზისი. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა უახლოეს მომავალში ირანის დაბომბვის გაგრძელების შესახებ განცხადება გააკეთა. უკრაინის ტერიტორიიდან კი რუსეთისკენ კვლავ ფრინავენ დასავლური დრონები.

    ასე რომ, ზესახელმწიფოთა ლიდერები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ პლანეტაზე მშვიდობის დამკვიდრებას. ამას ის მიზეზი აქვს, რომ შეხვედრების უმთავრესიმიზანიარცმშვიდობისმიღწევაადაარცსაერთაშორისოკეთილდღეობის. მთავარმიზნადჯერკიდევისრჩება, რომერთმაზესახელმწიფომდანარჩენიორიროგორმემოატყუოსდაერთმანეთთანდააპირისპიროს: აშშ-მა- რუსეთიდაჩინეთი; ჩინეთმა- აშშდარუსეთი; რუსეთმა- აშშდაჩინეთი. ასეთია თანამედროვე მსოფლიოში ზესახელმწიფოთა ურთიერთობის დიალექტიკა. მახსენდება სერჯოლეონეს კინოშედევრი – „კარგი, ცუდი, ბოროტი”. მიუხედავად იმისა, რომ ზესახელმწიფოთა ამ სამეულში მთლად ანგელოზად არც ერთი არ გამოიყურება, ვიღაც კარგია, ვიღაც ცუდია, ვიღაც კი თავიდან ბოლომდე ბოროტებაა. დასკვნის გაკეთების პრეროგატივას, ვინ რომელია, მკითხველს სიამოვნებით ვუთმობ.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here