Home ახალი ამბები საქართველო “კატიუშა” რუსთაველის თეატრში – რას აცხადებს თეატრის დირექტორი რუსებისთვის სცენის დათმობაზე: “კიდევ მივაქირავებთ...

“კატიუშა” რუსთაველის თეატრში – რას აცხადებს თეატრის დირექტორი რუსებისთვის სცენის დათმობაზე: “კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”

სკან­და­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში – ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ 14 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რუ­სე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტებ­მა კონ­ცერ­ტი გა­მარ­თეს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 81-ე წლის­თავს მი­ე­ძღვნა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ში რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა… კად­რებ­ში ჩანს, რუს­თვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე რო­გორ ას­რუ­ლე­ბენ რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რებს, მათ შო­რის “კა­ტი­უ­შას”.

წარ­მოდ­გე­ნის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა თამ­თა მი­ქე­ლა­ძემ გა­ა­კე­თა და და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან 35 წლის თავ­ზე ამ პროგ­რა­მის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ჩა­ტა­რე­ბა “გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია”.

“მგო­ნი ბევ­რს გა­მოგ­ვრჩა, მეც მხო­ლოდ ახლა ვნა­ხე და ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოხ­და.

კრემ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვით წარ­მოდ­გე­ნი­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გა­მოც­დი­ლე­ბას ასე პირ­და­პირ უნდა იღებ­დეს და მო­იხ­მარ­დეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?!

მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც კონ­ცეფ­ცია “დიდი სა­მა­მუ­ლო ომი” მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა აღარ არის და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო იდე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრა­ლურ ელე­მენ­ტად იქცა. პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ტრი­უმფს აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს რო­გორც მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის, იმ­პე­რი­უ­ლი გავ­ლე­ნი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გა­მარ­თლე­ბის ინ­სტრუ­მენტს.

უფრო მე­ტიც, პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დის­კურ­სი უკვე აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც ის­ტო­რი­ის რთუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ის გა­და­იქ­ცა სა­ხელ­მწი­ფო კულ­ტად, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც რუ­სე­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი მი­სი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ხოლო კრი­ტი­კუ­ლი რეფ­ლექ­სია თით­ქმის ღა­ლა­ტად ით­ვლე­ბა. “დიდი გა­მარ­ჯვე­ბის” კულ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში არა მხო­ლოდ წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბას, არა­მედ მუდ­მი­ვი სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და იმ­პე­რი­უ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რუ­სე­თი “სა­ერ­თო ის­ტო­რი­ის” იდე­ას ასე­ვე იყე­ნებს “Русский мир” სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად. ფრა­ზე­ბი, რო­გო­რი­ცაა “ჩვე­ნი სა­ერ­თო ის­ტო­რი­ის გმი­რუ­ლი ფურ­ცლე­ბი”, ნე­იტ­რა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ენა არ არის. ეს არის იმ­პე­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, სა­დაც რუ­სე­თი კვლავ ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრად, ხოლო პოსტსაბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი ერ­თი­ან “ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ სივ­რცედ” არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

თან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი ხომ უბ­რა­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცე არ არის. ეს არის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი, რო­მელ­საც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა საბ­ჭო­თა ტე­რო­რი­სა და რეპ­რე­სი­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

არ აქვთ სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს და რა­ტომ არ ის­მის მათი ხმა?!” – წერს მი­ქე­ლა­ძე.

წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ რუს­მა სტუ­დენ­ტებ­მა “TV პირ­ველ­თან”კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნის თქმით, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღეს… “თით­ქოს ეს სხვა ქვე­ყა­ნა არ არის, ეს არ არის რა­ღაც სხვა ქა­ლა­ქი. თით­ქოს, არ­სად არ წავ­სულ­ვართ სი­ნამ­დვი­ლე­ში, თით­ქოს ჩვენც სულ აქ ვი­ყა­ვით და თით­ქოს ვიქ­ნე­ბით, ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან მშობ­ლი­უ­რია ჩვენ­თვის”.

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, რუსი სტუ­დენ­ტე­ბის მიერ გა­მარ­თულ სპექ­ტაკლზე პირ­ველ გან­მარ­ტე­ბას “TV პირ­ველ­თან” გა­ა­კე­თა.

გია თევ­ზა­ძე ამ­ბობს, რომ სცე­ნის დათ­მო­ბის სა­ნაც­ვლოდ, თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ფული აიღო. “რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის” დი­რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ 9 მა­ი­სის თე­მა­ტი­კა მას უხერ­ხუ­ლო­ბას არ უქ­მნის.

“ჩვენ იჯა­რით მი­ვე­ცით დარ­ბა­ზი, მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა ავი­ღეთ, იქ ისე­თი არა­ფე­რი არ იყო, სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ ГИТИС-ის. ჩვენ არა­ვინ დაგ­ვი­კარ­გავს ამ ომში? [მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში]… ჩვენ ყვე­ლა­ზე მეტი დავ­კარ­გეთ ამ ომში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კი­დევ რომ დას­ჭირ­დეთ, თე­ატ­რის დარ­ბაზს კი­დევ მი­ვა­ქი­რა­ვებთ ფუ­ლის გამო”, – თქვა გია თევ­ზა­ძემ.

წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ რუს­მა სტუ­დენ­ტებ­მა “TV პირ­ველ­თან­ვე” კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნის თქმით, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღეს: “თით­ქოს ეს სხვა ქვე­ყა­ნა არ არის, ეს არ არის რა­ღაც სხვა ქა­ლა­ქი. თით­ქოს, არ­სად არ წავ­სულ­ვართ სი­ნამ­დვი­ლე­ში, თით­ქოს ჩვენც სულ აქ ვი­ყა­ვით და თით­ქოს ვიქ­ნე­ბით, ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან მშობ­ლი­უ­რია ჩვენ­თვის”.

https://www.ambebi.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here