Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს ძლიერი მფარველი, ანუ რუსეთი სჭირდება და არა პედერასტული „მოკავშირე“ აშშ

საქართველოს ძლიერი მფარველი, ანუ რუსეთი სჭირდება და არა პედერასტული „მოკავშირე“ აშშ

წინამდებარე წერილში მხოლოდ  საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში მართლაც  ისტორიულ  ვიზიტზე  ვაპირებდი სჯა-ბაას, მაგრამ რაჭაში, შოვში, დატრიალებულმა ენით აუწერელმა სტიქიურმა უბედურებამ ყველა და ყველაფერი გადაფარა. ულამაზესი შოვი პრაქტიკულად აღარ არსებობს…

მოულოდნელად მოვარდნილმა მეწყერმა  იმსხვერპლა უმწეო ბავშვები, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა გოგო-ბიჭები… ეს ვინც იპოვეს და ამოიცნეს. ვისაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს უწოდებენ, მათ, სამწუხაროდ, უკვე ამაოდ ეძებენ უსასოობისგან შეშლილი მამები თუ დედები,  რომელთა სანუგეშო სიტყვებს ვერც ერთი ენის ლექსიკონში ვერ იპოვით. მოკლედ, პატარა საქართველოს დიდი მასშტაბის სტიქიური უბედურება დაატყდა თავს…

  ებრაელებს აქვთ ანდაზა თუ (არ ვიცი, რა დავარქვა) თქმულება: შვილმკვდარმა მამამ გამოაცხადა, – სამძიმარზე ისეთები ნუ მოხვალთ, რომლებსაც მსგავსი სიმწარე არ გამოგიცდიათო…

ამ წერილს შვილმკვდარი მამა ვწერ და, ერთი შეხედვით, იქნებ პარადოქსია, მაგრამ  მე იმ მამებზე უბედური ვარ, რომელთა შვილებიც შოვის სტიქიამ, ანუ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა… ლეიკემიით დაავადებულ შვილს 7 თვეს ვუყურებდი, როგორ კვდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვით დაწყებული, გერმანიით დამთავრებული, ყველა ფეხზე დავაყენე (მაია ფანჯიკიძე, ჩემი ალალი დეიდაშვილი, საქართველოს ელჩი იყო გერმანიაში),  შვილს მაინც ვერ ვუშველე და  13 წლის ანგელოზს  1996 წლის 21 მაისს  მიწა მივაყარე…

რამდენჯერ მიფიქრია მას შემდეგ, თუ სასიკვდილო იყო, რამე შემთხვევას, თუნდაც ავტოავარიას ემსხვერპლა-მეთქი, რადგან  უაზრო მკურნალობის  თანმხლებ ჯოჯოხეთურ ტკივილებს აცდებოდა, მე კი – 7-თვიანი უილაჯობისგან მოგვრილ უსუსურობის განცდას ღვთის ნების წინაშე.

ალბათ, მიმიხვდით პარალელს – შვილის უეცარი, მოულოდნელი გარდაცვალების შეტყობისას შეიძლება  გული გაგისკდეს, მაგრამ, თუ პირველ ელდას გადაურჩი, მერე?..

სწორედ ეს „მერე“-ა მომდევნო რამდენიმე აბზაცის „მუზა“…

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. სუიციდის  მცდელობაც მქონდა; შუნტირებულ გულზე  ახლახან ინფარქტმაც „მგლიჯა“, მაგრამ 67  წლისას არა და არ მიღებს საიქიოს კარს მიქელ-გაბრიელი…

„დრო ყველაფრის მკურნალიაო“, – დიდი ტყუილი ყოფილა! მკურნალი კი არა, რაც დრო გადის, მით უფრო მტკივა, მენატრება… ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ ვაი მას, ვისაც, რომ იტყვიან, უდროოდ, სიჭაბუკეში მიაკითხავს მიქელ-გაბრიელი…

ცხოვრება გრძელდება, მათ შორის გეოპოლიტიკურიც და თუნდაც მხოლოდ ამიტომ ამ ეტაპზე ქოცების მიმართ საყვედური არ დამცდება, რადგან, მიუხედავად ჩასაფრებული „ექსპერტ-პრაფესორებისა“, მტკიცედ მწამს, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედია სტიქიის ბრალია და მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. და რადგან ცხოვრება გრძელდება,  წერილს გეოპოლიტიკაზე სჯა-ბაასით განვაგრძობ.

„ქართულ ოცნებას“ გასაკრიტიკებელს რა გამოულევს, მაგრამ არა ახლა, როდესაც საგარეო პოლიტიკაში, რომ იტყვიან, გვირაბის ბოლოს სხივი გამოჩნდა.

ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი იქონია შუაგულ ევროპაში  ირაკლი ღარიბაშვილის პირველმა საჯარო განცხადებამ: პირველ რიგში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვითვალისწინებ და შემდეგ – სხვებისო.

მას შემდეგ შინ თუ გარეთ, რომ იტყვიან, „პირველ ჩვენებას აწვება“  ჩვენი პრემიერი ე.წ. „ხალხის ძალასთან“ ტანდემში (თუ ასე თქმა უპრიანია) და ვიმეორებ: ამ ეტაპზე სულაც არ მაინტერესებს, მათი ასეთი მოულოდნელი ტრანსფორმაციის მოტივი ხელისუფლების შენარჩუნებაა თუ სხვა რამ…

 გლობალური მასშტაბის ლგბტ-ები  ცისარტყელიანი დროშების ფრიალითა და ფსევდოდემოკრატიულ ღირებულება-ფასეულობათა (ანუ უღმერთობა-სატანისტობის) დაცვის მოტივით იმ 51 ქვეყანას მართავენ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ეგიდით (წაიკითხე, აშშ), რომლებსაც მარტოდმარტო ეომება ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთი.

ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირე“ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან მიუერთებლობა და, რაც  მთავარია, საქართველოში უმადური უკრაინელების დასახმარებლად მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმა პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა და ნუ ვიქნებით  ჩასაფრებულნი.

ლგბტ-პედერასტიის საქართველოში გავრცელებისა და მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხის არსებობის ფონზე  სულაც არ მაინტერესებს, რას ამბობდა და აკეთებდა გუშინ „ქართული ოცნება“, რადგან ორივე ერთად თუ ცალ-ცალკე (მეორე ფრონტი და ლგბტ) საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გადაშენებას, ეროვნული იდენტობის დაკარგვას ნიშნავს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ სასიკვდილო საფრთხისგან  ირაკლი ღარიბაშვილის „კახურმა სიჯიუტემ“ იხსნა.

არც ისეთი მიამიტი ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და „ხალხის ძალა“ ერთი ხის ნაყოფნი არიან და მათ უკან ბიძინა ივანიშვილის ფინანსები დგას, მაგრამ მათ მიმართ არ დამცდება აუგი გუშინდელი ნათქვამისა თუ ქმედებათა გამო, რადგან დღეს რას ამბობს ირაკლი კობახიძე, ეგ უფრო მაინტერესებს, ვიდრე ის, რაც გუშინ წამოსცდა (თუ წამოაცდენინეს?) – „ეროვნული აზროვნება“ რას ნიშნავს, არ ვიციო…

ნუ ვიქნებით ჩასაფრებული უმადურები და გავიხსენოთ, რა დღეში ვიყავით „გუშინ“ – თუნდაც შარშან ვინმე გაბედავდა აშშ-ის ელჩთან და,  საზოგადოდ, კოლექტიური დასავლეთის  მაღალჩინოსან „მეგობრებთან“ მწვავე კრიტიკული  ენით საჯაროდ საუბარს?

რაც შეეხება ბატონ ბიძინას, არ ვიცი, რა გაკრიფა თუ გამოკრიფა, მაგრამ ავწონოთ მის მიერ გაკეთებული ავ-კარგი და ვნახავთ, სასწორის პინა ისე მაინც გადასწონის ავს, რომ ამ  კაცს ეკუთვნის მშობლიურ ჭორვილაში მშვიდი ცხოვრება…

ამასობაში, როგორც იქნა,  საბოლოოდ მოვიშორეთ ქართველთმოძულე და ლგბტ თემის პრაიდების მოყვარული აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, მაგრამ  დაბეჯითებით  შემიძლია იმის თქმა, რომ  აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დენიგანი ძველს არაფრით ჩამოუვარდება და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც, რადგან ყველა „ღირსებასთან“ ერთად იგი ცნობილია, როგორც „ფერადი რევოლუციების“ მოწყობის დიდოსტატი… თუ დენიგანსა და საფრანგეთში გაქცეული გენეტიკურად მოღალატე მენშევიკების ოჯახში აღზრდილს, ბედის ირონიით (თუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნებით) საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმედი აქვთ, რომ  ქვეყანაში მოქმედი მეხუთე კოლონის საშუალებით ,,ფერად რევოლუციას“ მოაწყობენ და „ქართული ოცნების“ დემოკრატიულად არჩეულ, კანონიერ ხელისუფლებას დაამხობენ,ეს  მეორე ფრონტის გახსნასა და საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ძირფესვიანად ამოგდება-გადაგვარებას ნიშნავს.

დავით მხეიძე                                                           

P.S. ნამდვილად არ მეგონა, თუ, ნაციონალი მიშარასტების გარდა, საქართველოს პრემიერის ისტორიულ ვიზიტს ჩინეთში ვინმე უარყოფითად შეაფასებდა, ამიტომ  შოკირებული ვიყავი, რომ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება, ბატონი დემურ გიორხელიძე.

თუმცა კრიტიკაც არის და კრიტიკაც –  მხოლოდ ხმა რომ მომესმინა, ვიფიქრებდი, რომ ავადსახსენებელი ლევან ბერძენიშვილი ლაპარაკობდა. „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში წამყვანის  მოსაზრებამ, რომ საქართველო დღემდე დიპლომატიამ, ლავირებამ მოიყვანა (რაც საყოველთაო საზოგადოებრივი აზრი, გნებავთ, აქსიომაა), ისე გააცოფა ბატონი დემური, რომ ლამის მიკროფონი გადაყლაპა: „რა უნდოდა ღარიბაშვილს, ჩინეთში რომ გავარდა…“;  მსგავსი სულელური ნაბიჯი პოლიტიკაში არც მინახავს და არც მსმენია;“ იქვე ჩვენი წინაპრების, გმირ მეფეთა სულებიც არ დააყენა საფლავში: „რა ლავირება, რის დიპლომატია, ხან ოსმალეთის სულთნებს ეხუტებოდნენ, ხან – ირანის შაჰებს“.

მოკლედ, ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა  ან დემურის სიბრძნეები.

ამიტომ მხოლოდ ერთს ვიტყვი: ჯერ ერთი, ლავირება და მით უმეტეს დიპლომატია  სულაც არ ნიშნავს ჩახუტებას; და მეორეც, რა უნდა ექნა მეფე ერეკლეს, უკანასკნელ ქართველამდე უნდა შეეკლა მტრისთვის ქართველი ერი, რომლის რაოდენობა იმჟამინდელ საქართველოში,  პავლე ინგოროყვას მონაცემებით, 650 ათასი იყო?!  ბოლოს დასძინა: ვისაც უნდა და სადაც უნდა, მეკამათოსო.

გამოწვევა მიღებულია… სადაც გინდათ და როცა გინდათ, იქ ვიკამათოთ.  ეკონომიკაში ნული ვარ, მაგრამ ისტორიაში, თანაც საქართველოს ისტორიაში, ბეჭებზე თუ არ დაგდეთ, მაშინ მოკვდეს დავით მხეიძე!..

დ.მ.                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here