Home ახალი ამბები საქართველო რა ქენი, სალომე, ეს?!

რა ქენი, სალომე, ეს?!

პრეზიდენტის დაკაწრული არაცნობიერი და განძიპარია მენშევიკური მთავრობის მემკვიდრენი

საფრანგეთში კონსტიტუციის დარღვევით ჩასულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ იტყვიან, საკუთარ თავს გადააჭარბა. ჟურნალისტის მიერ დასმულ პროვოკაციულ შეკითხვაზე, – იმედი გაქვთ, რომ პუტინი და სი ძინპინი ოდესმე გასამართლდებიან? გამაოგნებელი პასუხი გასცა: მე ჩემი შინაგანი რწმენით, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

  ეს პასუხი გამაოგნებელია არა მხოლოდ არადიპლომატიურობით, არამედ, საერთოდ, პოლიტიკოსისთვის (მით უფრო, პრეზიდენტისთვის) ყოვლად შეუფერებელი წინდაუხედაობითა და უტაქტობით, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მილიარდნახევრიანი ჩინეთი ეკონომიკური და ტექნოლოგიური სასწაულების ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოაყალიბა. პრეზიდენტის ამ ნათქვამს კი მხოლოდ დიპლომატიური უხერხულბის გამოწვევა კი არა, საქართველოსთვის ამ უაღრესად პერსპექტიული საგარეო მიმართულების დასამარებაც შეუძლია.

ფსიქოლოგიაში არსებობს წამოცდენის ცნება. ეს მიმართულება უმაღლეს მეცნიერულ დონეზე დაამუშავა ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა. ამ უდიდეს ფსიქოლოგს მიაჩნდა, რომ “ყველაზე უმნიშვნელო და აზრსმოკლებული ქცევებიც კი ფსიქიკური დეტერმინიზმის შედეგია. ისეთი მოვლენები, როგორიცაა წამოცდენა, ჰალუცინაცია, სიზმარი და სხვა, სწორედ ფსიქიკური დეტერმინიზმით აიხსნება. ლოგიკასმოკლებული ქმედება ან საუბარი გასცემს არაცნობიერ სურვილს”.

ქალბატონ სალომეს ეს დიპლომატიური ჩაფლავება ვინმემ შეიძლება ფროიდის ფსიქოანალიზიდან გამომდინარე წამოცდენით ახსნას და “გაამართლოს”, მაგრამ სწორედ ეს იქნება ამ ფაქტის ყველაზე არასწორი ახსნა და “გამართლება”. დიპლომატიაში კარგად გაწაფულსა და ახლა უკვე კონსტიტუციის ცხრა მუხლზე გადამხტარ ქალბატონს ასე ადვილად და მარტივად არაფერი წამოსცდება. მან საქართველოს მიზანმიმართულად დაარტყა იქ, სადაც, მისი ჭკუით, უნდა დაერტყა. ოცდაათი წლის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირის იდეას ხელოვნურად მიჯაჭვული საქართველოს საგარეო ვექტორში ახალი სხივი არ უნდა შემოიჭრას და ახალი მომართულება არ უნდა გაჭაჭანდეს. ეს დასავლეთის მიერ ჩვენთვის გამოტანილი განაჩენია, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ამიტომ დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსა და ჩინეთის მიერ პარტნიორობის მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯები. ჰოდა, ქალბატონმა პრეზიდენტმა ერთხელ კიდევ დაარღვია კონსტიტუცია, რათა მისი ისტორიული სამშობლოდან (საქართველოდან) ნამდვილ სამშობლოში (საფრანგეთში) ჩასულიყო და იქიდან   დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა.

სალომე ზურაბიშვილის ეს არალეგალური, ანუ კონსტიტუციის დარღვევით განხორციელებული ვიზიტი საფრანგეთში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანებაზე მეტად ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების ჩაფლავებას ისახავს მიზნად, ვინაიდან ევროკომისიის მიერ ევროკავშირისთვის გაწეული რეკომენდაცია გულზე ლახვარივით დაესო ოპოზიციას, რომლის ლიდერობისთვისაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე დაუფარავად იბრძვის. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებით ეს .. ოპოზიცია უკანასკნელი პოლიტიკური საყრდენის გარეშე რჩება და  სამომავლო პერსპექტივას კარგავს, ამიტომ ისინი (პრეზიდენტის მეთაურობით) ყველაფერზე წავლენ, უკადრებელს იკადრებენ, ისტორიულ ღალატს ჩაიდენენ და შეეცდებიან, რომ ეს სტატუსი, რომელთანაც მართლაც ასე ახლოს დგას ქვეყანა, მას ხელიდან გამოაცალონ. არა იმის გამო, რომ ეს ქვეყნის მომავლისთვის სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ ეს თავიანთთვის მიაჩნიათ სწორ გადაწყვეტილებად. ჯერ კიდევ სანამ დროა, ანუ სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ მუშაობის თეორიული შანსი კიდევ არსებობს, ისინი ფარ-ხმალს არ დაყრიან, რადგან მათ პოლიტიკურ სიცოცხლეს მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმის გაფუჭება გაახანგრძლივებს, ვინაიდან ეს ქვეყანაში არეულობის დაწყების შესაძლებლობას შექმნის და მათთვის ასე ნანატრი სახელმწიფო გადატრიალების რეალურ პერსპექტივას გააჩენს. რა წამოცდენა და რისი არაცნობიერი ფსიქიკური, ესაა მათი საქმე და საკეთებელი! მათ იმდენი იმუშავეს საქართველოს წინააღმდეგ, რომ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, სტატუსის მონიჭებაზე  ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა. შეგახსენებთ,  როგორ მსჯელობდნენ ისინი:

  •  გიგა ბოკერია:

“ამ რეჟიმის პირობებში სტატუსის მიღების ნულოვანი შანსი გვაქვს!”

*  ლევან ბერძენიშვილი:

“მე არ მჯერა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს!”

  •  მამუკა ხაზარაძე:

“ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს!”

*  ზურაბ ჭიაბერაშვილი:

“ჩვენ გვექნება უარყოფითი პასუხი. ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებთ!”

*  მიშა მშვილდაძე:

“რანაირად შეიძლება ევროკავშირის წევრობაზე ვიფიქროთ, ხომ გამორიცხულია ეს?!”

ესეც წამოცდენა და არაცნობიერი ფსიქიკურიდან აზრის უნებლიე ამოვარდნა ხომ არ არის?! ეს არამზადები იმიტომაც არწმუნებდნენ საქართველოს ასეთი მონდომებითა და ინფანტილური თავდაჯერებით, სტატუსს ვერ მივიღებთო, რომ თვითონ იყვნენ ამ სტატუსის მიღების კატეგორიული წინააღმდეგ, ვინაიდან ქვეყანა თუ სტატუსს მიიღებდა, ეს წერტილს დაუსვამდა მათ ფერად ოცნებას ქაოსის შექმნასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე. ამას მე კი არ ვამბობ, ოპოზიციის ანუ საქართველოს დაუძინებელი მტრების ისეთი “მამალი” წარმომადგენელი ამტკიცებს, როგორიცაა რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე:

*  ხათუნა სამნიძე:

ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვა გზავნილით ჩადიან დასავლეთში და ხელს უშლიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ეს ინფორმაცია, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ახლა პირველად ვამბობ ეთერში. ბოლო დღეებში ეს უფრო გაძლიერდა და ზუსტი ინფორმაციაც მივიღეთ, რომ დიახ, ეს ასე ხდება!”

ხათუნა სამნიძის ნათქვამი თუ საკმარისი არ არის, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მოუსმინეთ, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს:

*  მურმან დუმბაძე:

“ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლებას და ამ სახელმწიფოს უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი? თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რისი კანდიდატის სტატუსი? დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის!”

* შალვა ნათელაშვილი:

“მივმართეთ ევროკავშირის ლიდერებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მოხდება ივანიშვილის სრული სანქცირება. სხვა შემთხვევაში ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. იმავეს ფიქრობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციაში, მაგრამ ეშინიათ ამის თქმა”.

ამის შემდეგ კიდევ რამე მტკიცება სჭირდება, რომ ესენი საქართველოს მენშევიკური (განძიპარია) მთავრობის (1918-21 ..) ღირსეული წარმომადგენლები და მათი ვერაგული ზრახვების პირდაპირი მემკვიდრენი არიან?!

აი, რატომ გადაეშვა ასე თავდავიწყებით ამ ორომტრიალში გენეტიკური “მენშევიჩკა” სალომე ზურაბიშვილი, – ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან! სამწუხაროდ, მართალია ქალბატონი სალომე, საუკუნეზე მეტია, რაც ქაჯები მიდი-მოდიან საქართველოში! ეს მართლა ქაჯი და, როგორც უკვე ვთქვი, კონსტიტუციის ცხრა მუხლზე გადამხტარი ქალბატონი ახლა საფრანგეთში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის გადასაფარად ჩავიდა, სადაც არამხოლოდ კანდიდატის სტატუსის, არამედ ჩინეთთან პარტნიორობის პერსპექტივის დასასამარებლადაც იბრძვის.

ევროპელ სალომეს ის კი არ სურს, რომ საქართველომ ევროპის გზით იაროს, მას საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება სწყურია, ვინაიდან ზიგმუნდ ფროიდის მიერ აღმოჩენილ ქვეცნობიერს პრეზიდენტობის კიდევ ერთი ვადით გაგრძელების ვნება და დაუკმაყოფილებლობის ჟინი უკაწრავს. იმდენს კი ვერ ფიქრობს სალომე, რომ საქართველოს ისტორია შვილის მიერ ნასროლი ტყვიით კეფაგახვრეტილი დათა თუთაშხიას ამონაკვნესის ძალით და სიმწრით ჰკითხავს ოდესმე:

– რა ქენი, სალომე, ეს?!

ვალერი კვარაცხელია                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here