Home ახალი ამბები საქართველო ქალბატონო პრეზიდენტო, არ დაივიწყოთ თქვენი  „არა და არასოდეს“!

ქალბატონო პრეზიდენტო, არ დაივიწყოთ თქვენი  „არა და არასოდეს“!

256

„ჩვენ, არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ვართ ის, რა სულიერებითაც მოვედით ამ მადლიან, მაგრამ „შარიან“ მიწა-წყალზე, პლუს ის, რაც ევროპა-აზიისგან „ვისესხეთ“ და გავიქართულეთ _ ჩვენ ქართველები ვართ!“

 წინამდებარე წერილის სათაურში ქართველ საზოგადოებას ქალბატონ სალომეს  ფრაზა იმიტომ შევახსენე, რომ, როგორც დრომ გვიჩვენა, მისი სიმკაცრე, უბრალოდ,  წამოცდენა ყოფილა და  მეტი არაფერი, რადგან სამშობლოს მოღალატე და მხდალი მენშევიკების შთამომავალი, თამამად შეიძლება ითქვას, დღეს კაპიტან გიგაურსა და მიშას პირად დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად ფანჩატურის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც სანდრო გირგვლიანის დედის თვალები დავიწყნია და ახლა „მომაკვდავ“ მიშიკოს შესციცინებს თვალებში…

რაც შეეხება სათაურის მომდევნო აბზაცს, რომელიც შეიძლება ეპიგრაფადაც გამოდგეს, ეს დიდი ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევია. ჭაბუა ამირეჯიბს, რომელთანაც (მეგობრობას, ვერ გავკადნიერდები და, მთაწმინდის უკანასკნელ ღირსეულ ბინადარზე ვერ ვიტყვი) ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, ერთხელ ვკითხე: ერთმა „გენიოსმა“ ლიბერასტმა რომ ბრძანა,  „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელიო“, ამაზე რას იტყვით, ვინ ვართ ჩვენ – ევროპელები თუ აზიელები? დიდმა ჭაბუამ, რომელიც უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, წერილობით ის მიპასუხა, რაც ზემოთ მოგახსენეთ – „ჩვენ ქართველები ვართ“ (დიდი მწერლისა და მოაზროვნის წერილს  თქვენი მონა-მორჩილი  უძვირფასეს რელიკვიად ვინახავ)!

ეს იმ ახალგაზრდების გასაგონად, რომლებიც „შინ, ევროპაში“ მიდიან, ამ ლოზუნგით აგერ უკვე მესამე საპროტესტო აქცია გამართეს და სამივეზე ევროპაში კი არა, ნაცების აქციაზე აღმოჩნდნენ მიტყუებულნი ლოზუნგით „თავისუფლება მიშას“.

პირველად მაშინ მოატყუეს, როდესაც ნაცების მიერ მოსყიდულმა  308 ევროდეპუტატმა უკრაინაში ომი ფეხებზე დაიკიდა და სპეციალურად საქართველოსთვის გამართულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნაცები, რომ იტყვიან, ცაში აიყვანეს და „მომაკვდავი“ „პოლიტპატიმრის“ – სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას. მერე რა, რომ ეს სადისტი შიზოიდი 9 წლის განმავლობაში ქართველი ერის სისხლსა და ცრემლში ვასვასებდა; იგი ხომ „დემოკრატიის შუქურაა“ და, ციხეში რომ გიზით (თუ 5-ვარსკვლავიან აპარტამენტებს ციხე შეიძლება ვუწოდოთ), აგრეთვე, მეორე ფრონტს რომ არ უხსნით რუსეთს, ამიტომ არ გაძლევთო ევროკანდიდატის სტატუსს – „ააგდეს“ ქართველი ახალგაზრდები, რომელთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა  ზემოხსენებულ რეზოლუციაში საქართველოს შეურაცხყოფა ვერ დაინახა.  ლიბერასტული იდეოლოგიით მოწამლულმა გოგო-ბიჭებმა რუსთაველზე მართლაც დიდი აქცია გამართეს და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როდესაც ევროპის სახალხო პარტიის ნაბიჭვრებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა.

შემდეგ იყო ოპოზიციის სადუმლო სერობა ბაკურიანში ვინმე აკერმანის ხელმძღვანელობით, რომელიც ,,ფერადი რევოლუციების“ მოწყობის ოსტატად იყო ცნობილი და, რომელიც აღნიშნული სერობის შემდეგ მალე გავიდა გაღმა, მარილზე, თუმცა რევოლუციური ინსტრუქციების მიცემა მაინც მოასწრო ამ ოპოზიციად წოდებული არარაობებისთვის.

სულო ცოდვილო და, როდესაც ,,ოცნებიდან“ 3 დეპუტატის გასვლა შევიტყვე, ვთქვი: ფუი, თქვე მოღალატენო-მეთქი. შეიძლება ,,ოცნება“ არც მე მეხატებოდეს გულზე, მაგრამ იმ მოცემულობაში, როდესაც მთელი კოლექტიური დასავლეთი და მათ შორის „მოძმე“ უკრაინა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ღია ტექსტით გვაწვება, მსგავსი დემარში ზურგში ხანჯლის ჩაცემად, ღალატად მივიჩნიე. განსაკუთრებით დიმიტრი ხუნდაძისგან გამიკვირდა, რადგან სწორედ მან პირველმა სასტიკად გააკრიტიკა ჩვენი „მეგობრები“ ევროპის პირველი რეზოლუციის გამო.

რა თქმა უნდა, ე.წ. შეთქმულების თეორიების მოყვარულებმა „სამეულის“ ამ ნაბიჯს ბიძინასთან შეთანხმებული უწოდეს, რასაც არ ვიზიარებ, მაგრამ, ასეც რომ იყოს, სიმართლე შევიტყვეთ. თურმე 2 თვის წინათ იცოდნენ, რომ,  რაც უნდა გაგვეკეთებინა, სტატუსს  მაინც არ მოგვცემდნენ და არც წლის ბოლოს მოგვცემენ. არც გვინდა, რადგან არაფრის მაქნისი სტატუსის ფასი მეორე ფრონტია!

ასე იყო თუ ისე, აკერმანის რეცეპტით მეორე აქცია გამართეს, რომელზეც პირველზე ნაკლები ხალხი მივიდა, რადგან უპარტიო ხალხი ნელ–ნელა ხვდება, რომ „სირცხვილია“ ნაცების სატელიტია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ აქცია ტუალეტის მწერალ ლაშა ბუღაძეს მიჰყავდა და ხელმოცარული 2-კაციანი პარტიების ოდიოზური ფიგურები ტრიბუნაზე ასვლას ვერ ბედავდნენ, ,„სირცხვილია“ ვერ ელევა ისეთ ბანერებს, როგორიც არის   „თავისუფლება მიშას“, და მესამე, გადამწყვეტი აქცია დააანონსეს, რომელიც 3 ივლისს, კვირა დღეს გაიმართა ჩვეული სცენარით და ნაკლები წარმატებით, რადგან,  ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, „სირცხვილიას“ „ქათამმა“ ლიდერმა სამოქმედო გეგმა ვერ წარმოადგინა.

ერთადეთი,რაც გააკეთეს, იყო  ის, რომ 1-2 ათასი კაცი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა, სადაც პოლიციის კორდონი დახვდათ… ერთი სიტყვით, კრება დარჩა მხიარული. რაც შეეხება ე.წ. თბილისი-პრაიდს ლგბტ-ებმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს – შსს–ს ცნობით, პრაიდის მოწინააღმდეგე 17 პირი დააკავეს…

12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთი-ერთი პუნქტი, ე.წ. დეოლიგარქიზაცია,  ბიძინა ივანიშვილს რომ გულისხმობს,  აღარც შინ მალავენ და აღარც გარეთ. იქამდეც კი, რომ ივანიშვილის საქართველოში  ცხოვრების უფლების ჩამორთმევაზე სერიოზულად საუბრობენ დასავლეთის ლიბერასტი პოლიტიკოსები… წერილის დასაწყისში ქალბატონ პრეზიდენტზე ბევრი იმიტომ ვისაუბრე, რომ არ არის გამორიცხული,  მან  „მომაკვდავი“ სააკაშვილი შეიწყალოს, რომელიც სასწაულებრივად ისე გამოჯანმრთელდება, რომ  მსოფლიოს გააოცებს… იმავეს გააკეთებს „პოლიტპატიმარ“ ნიკა გვარამიას მიმართაც და, რომ იტყვიან, მაშინ მოგვეცემა ლხენა…

დასასრულ, ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების აგრესიული დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ აშკარად თვალში საცემია. იგივე ხდება უკრაინაში. საერთოდ, რუსეთს სხვადასხვა ფორმით 40-მდე სახელმწიფო ებრძვის. ეს, პრაქტიკულად, მართლმადიდებლობასთან ომია, რომელშიც რუსეთი მესამე რომია და სწორედ ამიტომ ჩვენი ადგილი ერთმორწმუნე რუსეთის გვერდითაა.

მინდა, საზოგადოებას  შევახსენო 30 წლისწინანდელი ამბავი. ზვიად გამსახურდიას „მრგვალ მაგიდას“ უპირისპირდებოდა ე.წ. ეროვნული კონგრესი. იმის გასარკვევად, ვისკენ იყო ქართველი ხალხის უმრავლესობა, ეროვნულმა კონგრესმა და მრგვალმა მაგიდამ ერთ დღეს დანიშნეს რეფერენდუმის მსგავსი ღონისძიება. კონგრესმა შეკრების ადგილად „ დინამოს“ სტადიონი აირჩია, ხოლო „მრგვალ მაგიდას“ გაცილებით პატარა „ლოკომოტივი“ ერგო.  აბა, სად უფრო მეტი ხალხი მივიდოდა? ეროვნულმა კონგრესმა “დინამოს“ მეოთხედიც ვერ შეავსო,  „ლოკომოტივზე“  კი  ხალხის ტევა არ იყო…

ჩვენც მსგავსი რამ უნდა გავაკეთოთ დღეს – ვისაც საქართველო  ლგბტ პრაიდების გარეშე  უნდა, „მიშა მესხზე“ მივიდეს; და ვისაც პირიქით – კოლჰოტიანი „მამაკაცების“ საქართველო სურს, „ დინამო არენაზე“ მიბრძანდეს და ვნახოთ, რას აირჩევს საქართველო, რადგან ახალგაზრდებით გაჭედილი რუსთაველის პროსპექტი  სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ ნიშნავს.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here