Home ახალი ამბები საქართველო პუტინიზმი

პუტინიზმი

რუსეთთან ომს არც ქართველი ხალხი დაუშვებს და არც საქართველოს მთავრობა!

375

თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით  “პუტინიზმის დამარცხება!”

რა არის პუტინიზმი? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც პუტინიზმის დამარცხება თბილისში გამართული კონფერენციით გადაუწყვეტიათ? როგორ წარმოუდგენიათ მათ პუტინიზმის დამარცხება?

მათი პირიდან გაჟღერებული ეს ერთი სიტყვაც კი, რომელიც თავისუფლად შეიძლება დადებითი შინაარსის მქონე იყოს, ავტომატურად იმუხტება უარყოფითად და შემზარავად ჟღერს. ჯერ დავსვათ შეკითხვა: არსებობს ასეთი მიმართულება? რაკი არსებობს პუტინი, რომელიც ოცდასამი წელიწადი  რუსეთის ხელისუფლების სათავეშია, რუსეთი კი ბირთვული ზესახელმწიფოა, მაშასადამე, არსებობს იდეოლოგია (მოძღვრება, სწავლება), რომელსაც შესაძლებელია პუტინიზმი ვუწოდოთ?

არსებობა ძლიერი სახელმწიფოს ლიდერისა ავტომატურად არ ნიშნავს ამ ლიდერთან დაკავშირებული იდეოლოგიის არსებობას. საბჭოთა კავშირი გაცილებით დიდი და ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც თვრამეტი წელიწადი მართავდა ლეონიდ ბრეჟნევი, მაგრამ არანაირი  ბრეჟნევიზმი არ არსებობდა და არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს კლინტონიზმი, ბუშიზმი,  ობამიზმი, ტრამპიზმი ან ბაიდენიზმი. სამაგიეროდ, არსებობს მარქსიზმი, ლენინიზმი, სტალინიზმი. პირველმა ყველა სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემისგან განსხვავებული და სამართლიანი სისტემის თეორია ჩამოაყალიბა, მეორემ სოციალისტური რევოლუცია განახორციელა, მესამემ შესაბამისი სახელმწიფო ააშენა. მათ მიმართულებები შექმნეს, რომლებსაც კაცობრიობა გვერდს ვერ აუვლის, ამიტომ შესაბამისი “იზმებიც” არსებობს. პუტინი საბჭოთა კავშირის ნგრევის, ანუ განხორციელებული კონტრრევოლუციის შედეგად მოვიდა სოციალიზმის ნანგრევებზე აღმოცენებული რუსეთის სათავეში, მაგრამ მას ახალი იდეოლოგია არ შეუქმნია, უკვე კრიზისში შესული, უსაშველოდ მოძველებული და ისტორიულად დრომოჭმული კაპიტალიზმის რესტავრაციით არის დაკავებული. სად არის აქ იდეა, მოძღვრება, სწავლება? ასეთი რამ არ ჩანს. მეტიც, დღევანდელ რუსეთს საერთოდ არ აქვს არანაირი იდეოლოგია, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასეა აღიარებული და გამოცხადებული.

მაშ, რას უწოდებს ჯორჯ ბუშისა და მაკკეინის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებული კონფერენცია პუტინიზმს? ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათ უნდა ვკითხოთ.

ავიღოთ „ევრონიუსის“ მიერ კონფერენციის მუშაობის შესახებ გამოქვეყნებული მასალა და ვნახოთ, როგორ ესმით მათ ეს საკითხი: “წელს კონფერენციის ორგანიზატორებმაც მთავარ თემად პუტინის პოლიტიკა და პუტინიზმი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან ჩათვალეს რომ დღეს, ომიდან 15 წლის შემდეგ, კიდევ უფრო მეტია გასააზრებელი და კიდევ უფრო ნათლად ჩანს პუტინიზმის არსი და მისი დამარცხების მნიშვნელობა”.

მიხვდით, რა ყოფილა პუტინიზმი? რა თქმა უნდა, ვერაფერსაც ვერ მიხვდით!

გავყვეთ სტატიას, იქნებ რამე უფრო ჩამოყალიბებული გვითხრან: „ევროატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელი ბათუ ქუთელია ამბობს: „ირიბად შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად ახალი ცივი ომი ან ახალი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას თავისუფალი სამყარო მოიპოვებს, მაგრამ თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაცია და სოლიდარობა, როგორც ცივი ომის დასრულების დროს იყო მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ახლა”.

ა,  კაცი. არ დაგვაყენა სწორ გზაზე ეს დაბნეული ხალხი?! ამას ისევ იქ ეგულება “თავისუფალი სამყარო”, სადაც იმ გამოთაყვანებულ საბჭოთა დისიდენტებს ეგულებოდათ. არ ვიცი, ამ კაცს იქამდე რა ჰქონდა ნასწავლი, მაგრამ, ბოლო სამი ათეული წელიწადის განმავლობაში რომ არაფერი უსწავლია, ფაქტია. იგი ისევ აშშ-ის მიერ ათეული წლების წინათ შემუშავებული შაბლონებით გვესაუბრება – “თავისუფალი სამყარო” და “ცივილიზებული სამყარო”. ვაი, შენს პატრონს!

იმ კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართველები არ ყოფილან, მას ამ ჩვენი ბათუს ჭკუის უცხოელებიც ესწრებოდნენ. ეს “უმნიშვნელოვანესი” ღონისძიება მათი მონაწილეობის გარეშე როგორ ჩაივლიდა?! მაგალითად – დენიელ ფრიდი. ეს ის დენიელ ფრიდია, ზურაბ ჟვანიას რომ ჰქონდა ტვინი წაღებული მასთან მეგობრობით. ნახეთ, რა გველაძუაა ეს ვინმე ფრიდი თუ ფლიდი: „არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში –  იქნება ეს „ქართული ოცნება” თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში”.

ეს უნამუსო ტიპი გვეუბნება: “არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში –  “ქართული ოცნება” თუ “ერთიანი ნაციონალური მორაობა”. შე მართლა გარეწარო, რას არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლებაში მშვიდობის შემნარჩუნებელიქართული ოცნებაიქნება თუ 2008 წლის ომის გამჩაღებელი და საქართველოს რღვევისთვის სათავის დამდებინაციონალური მოძრაობა“? იქნებ არც უკრაინაში ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა უკრაინის ხელისუფლებაში – მშვიდობის შემნარჩუნებელი და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი რომელიმე პარტია თუ იუშჩენკო, პოროშენკო ან ზელენსკი, რომლებმაც უკრაინული სახელმწიფო ნაცარტუტად აქციეს, უკრაინელი ხალხის ნახევარზე მეტი კი საფლავში ჩააწვინეს?! ამ სცენარით გინდათ ხომ, საქართველოც ატაროთ და ამას უწოდებთ პუტინიზმთან ბრძოლას?!

შეხედეთ, რას გვიმტკიცებს პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე: „მოქალაქეთა უმეტეს ნაწილს სურს ევროკავშირთან დაახლოება და ევრობლოკში გაერთიანება. ასევე, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ გამართულად მუშაობენ. ეს რამდენიმე მთავრობის დამსახურებაა, დიდწილად კი მაინც გარკვეული დროის წინათ გატარებული რეფორმების დამსახურება… მაგრამ ერთადერთი კომპონენტი, რომელიც აკლია ამ ყველაფერს, არის მთავრობის ნამდვილი სურვილი და ხელის არშეშლა… ჩვენ თუ ერთმანეთის გვერდით დავაყენებთ რამდენიმე პოლიტიკურ მოვლენას, რომლებიც ქვეყნის ბოლო ექვსი თვის ისტორიაში მოხდა, დავინახავთ სრულიად საპირისპიროს”.

ამ ნათქვამში რამდენი სიტყვაც არის გამოყენებული, იმდენი სიცრუეა ნათქვამი. ვინ მოგახსენათ, რომ მოქალაქეთა უმეტეს ნაწილს სურს ევროკავშირთან დაახლოება და ევრობლოკში გაერთიანება“? ოდესღაც იქნებ მართლა ასე იყო, როდესაც ხალხმა დასავლეთი მხოლოდ რეკლამით და გარეგნული ეფექტებით იცოდა, მაგრამ ახლა, როდესაც დასავლეთის არსი გაშიფრულია და მის ვერაგ სახე უნიღბოდ ვხედავთ, როგორ გეკადრებათ, ვინ სულელი ისწრაფვის დასავლეთისა და მისი სტრუქტურებისკენ?! გარდა ამისა, ეს ბატონი რომ ბრძანებს, დასავლეთის სტრუქტურებში ჩვენს ყოფნას დღევანდელი მთავრობა უშლის ხელსო, რით –  საქართველოს ინტერესებს მთლიანად რომ არ გადაუსვა ხაზი? ეროვნული ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვა რომ სცადა? აქამდე რომ მშვიდობას ინარჩუნებს და რუსეთთან საქართველოსთვის მომაკვდინებელ მეორე ფრონტს რომ არ ხსნის? ეს არის ქართველი ხალხის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული?! როგორ არ გრცხვენიათ, ამ აბსურდის მტკიცებას როდესაც იწყებთ?! დასავლეთს ასე ძალიან თუ უნდოდა ჩვენთვის მისი მოწყალე კალთის გადმოფარება, ეს პოლიტიკური ჯართი მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისსახით აქ არ ჰყავდათ? იმ დროს რატომ არ მიგვიღეს ნატოსა და ევროკავშირში, ივანიშვილი შეუშლიდათ ხელს თუ ღარიბაშვილი?!

მათ სხვა მიზანი აქვთ. იმ მიზანს საქართველოს უკრაინიზაცია ჰქვია. მათ საქართველოს დაცვის მიზანი კი არა, საქართველოს საზარბაზნე ხორცად ქცევის მიზანი ამოძრავებთ, უკრაინული საზარბაზნე ხორცისთვის ქართული საზარბაზნე ხორცის მიმატების სურვილი ამოძრავებთ, რადგან კი, საკმაოდ ხალხმარავალი სახელმწიფო იყო დღეისთვის უკვე განახევრებული უკრაინა, მაგრამ რუსეთთან ხანგრძლივი ომისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი მისი რესურსი, ამიტომ ეს რესურსი (საზარბაზნე ხორცი) საიდანღაც უნდა შეივსოს – საქართველოდან, მოლდოვიდან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან, პოლონეთიდან… აბა, “ცივილიზებული” და “თავისუფალი სამყარო” საკუთარ (გამორჩეულ, არიულ და ა.შ.) რესურსს ხომ არ დახარჯავს რუს “ბარბაროსებთან” საომრად? ეს შეცდომა ერთხელ დაუშვეს და მის გამეორებას აღარ აპირებენ, რადგან აგერ ჰყავთ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების, მათი აზრით, ნაყარ-ნუყარი ხალხი, რომელთა შორის გარკვეული დაჯგუფებები (მაგალითად, ქართველები), მოხალისეების სახით, დღესაც იბრძვიან უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ რუსეთის წინააღმდეგ. ამის ლეგალიზაცია და სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია სჭირდებათ. აქ კი გადმომდგარა ეს ვიღაც გორდაძე და როშავს ამ სისულელეს, რომლის ტირაჟირებასაც დასავლური საინფორმაციო საშუალებები ახდენენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს კაცი საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. მეტიც, იგი უკრაინას კი არ მოუწოდებს, რომ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და პროგრამა გადაიღოს, პირიქით, საქართველოს (მის სამშობლოს) მოუწოდებს, რომ ქვეყანა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, ერთბაშად ომის ქარცეცხლში გაეხვიოს და უკრაინიზაციის ღრმა ჭაობში ჩაიძიროს. აი, ამას უწოდებენ ეს რეგვნებიპუტინიზმის დამარცხებას“.

ამ პროვოკაციულ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან სრულიად ლოგიკური მიზეზით: „ეს კონფერენცია „კოლექტიური „ნაცმოძრაობისა” და მათი მეგობრების ორგანიზებით არის ჩატარებული“ (ირაკლი კობახიძე).

მოტივი უდავოდ ლოგიკური და მისაღებიცაა, მაგრამ საქმის ვითარებას სრულად არ ასახავს. აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ დასავლეთის ის წარმომადგენლები, რომლებიც კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრები არიან, პრობლემა ისაა, რომ დასავლეთის მთელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ მომხმარებლურია და ჩვენს საზიანოდაა მომართული. მხოლოდ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისმეგობრები კი არ არიან, მთელი დასავლეთია ჩვენი მტერი. მათი სტრატეგია და ტაქტიკაა საქართველოს მიმართ მტრული, რადგან მათ ჩვენ მხოლოდ რუსეთთან დასაპირისპირებლად ვჭირდებით, სხვა ფუნქციას ვერ გვიძებნიან. ამაზე უფრო დიდი მტრობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ წარმოუდგენელია. ჩვენ მათ სტრატეგიულ პარტნიორებად ვსახავთ, მაგრამ უფრო სტრატეგიული მტერი, ვიდრე დასავლეთია, ჩვენ ისტორიულად არ გვყოლია. არც ერთი ის ისტორიული მტერი, რომლებიც ჩვენზე ცეცხლითა და მახვილით მოდიოდნენ, არ ყოფილა რუსეთის მასშტაბისა და რუსეთის სიძლიერის. ის ძალა (კოლექტიური დასავლეთი), რომელიც რუსეთთან გვაპირისპირებს და მიზნად “პუტინიზმის დამარცხებას” გვისახავს, ისევე გვწირავს გასანადგურებლად, როგორც უკრაინა და უკრაინელები გაწირა.

დასავლეთი მისი თავხედობით მსოფლიოზე გაბატონების აკვიატებული სურვილით, უზნეობითა და გარყვნილებით, ფაშიზმითა და სატანიზმით მსოფლიოსთვის უაღრესად საშიშ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც ისევე უნდა აილაგმოს, როგორც მეოცე საუკუნეში საბჭოთა ხალხმა ამერიკაინგლისის მიერ ნაკვები და წახალისებული გერმანული ფაშიზმი ალაგმა. დღევანდელ მსოფლიოში ამ საქმის გამკეთებელი ერთადერთი სახელმწიფო არსებობს, რომელსაც რუსეთი ჰქვია. ეს თუ არის ის, რასაც ისინი “პუტინიზმს” უწოდებენ, ამაში მათ ვეთანხმები. დღეს პუტინიზმი არ არსებობს თვისებრივად განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის მშენებლობის თეორიისა და პრაქტიკის, ანუ კლასიკური გაგებით, მაგრამ იმ მსოფლიო ურჩხულისგან პლანეტის ხსნის თვალსაზრისით, რომელიც კაცობრიობას აღსასრულისკენ მიაქანებს, პუტინიზმი დიახაც არსებობს.

* პუტინი უკრაინაში უკრაინელ ხალხს კი არ ამარცხებს, უკრაინის სხეულზე გაჩენილ ავთვისებიან სიმსივნეს ამარცხებს, რათა უკრაინელი ხალხი სრული განადგურებისგან იხსნას!

* პუტინი უკრაინაში მხოლოდ უკრაინულ ფაშიზმს კი არ ებრძვის და ამარცხებს, ამ საშინელი მოვლენის იქ ჩამნერგავ კერასაც ებრძვის და ამარცხებს, რომელსაც ხან ამერიკულ ლიბერალიზმს, ხან ევროპულ ფაშიზმს უძახიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დასავლური სატანიზმი მიესადაგება!

* პუტინი ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების ურთულეს პროცესს უდგას სათავეში!

* პუტინი მესამე მსოფლიო ომისგან კაცობრიობის ხსნის უკეთილშობილეს საქმეს უდგას სათავეში!

* პუტინი მსოფლიო განმათავისუფლებელ მოძრაობას უდგას სათავეში!

* პუტინიზმი ტრადიციული ღირებულებების დაცვაა; პუტინიზმი ზნეობის გადარჩენაა, პუტინიზმი კაცობრიობის სინდისის ხმაა!

* პუტინიზმი სატანის დასათრგუნად აღებული მახვილია და ღმერთის წინაშე აღვლენილი ლოცვაა!

ამ გაგებით პუტინიზმი არსებობს, მაგრამ ეს ის მოვლენა არ არის, რომელსაც თბილისში დენიელ ფრიდისა და მისი აქაური ბითური მხარდამჭერების (სატანის მოციქულების) მიერ ორგანიზებული კონფერენცია დაამარცხებს, თუნდაც ეს ღონისძიება ბუშისა და მაკკეინის “მქუხარე” სახელებს იყოს ამოფარებული.

მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს დღეს ის მთავრობა ჰყავს, რომელიც ამგვარ ღონისძიებებს ღიად ემიჯნება, როგორც მიუღებელს, უზნეოს, სამარცხვინოს…

რა სახის ბინძური კონფერენციებიც უნდა ატაროთ საქართველოში, თქვენთვის ასე საშიშ პუტინიზმს ვერ დაამარცხებთ, რუსეთთან ომს კი არც ქართველი ხალხი დაუშვებს და არც საქართველოს მთავრობა!

ვალერი კვარაცხელია                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here