Home ახალი ამბები საქართველო პრეზიდენტი – არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით...

პრეზიდენტი – არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს – არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს

91

არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ, მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს… არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, პინკ-პონგის თამაში ახსენეთ, რამდენად მიზანშეწონილი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად „ქართული ოცნების“ მისამართით ასეთი მწვავე გზავნილების გაჟღერება და ეს ხომ არ აღიქმება პოლარიზაციის უფრო გაღრმავების ხელშეწყობად?” ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა. პოლარიზაციის მიმართ, მე რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა“.

„არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ, მე მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. არ გამიგია მე არსად, 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს (ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი) კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც იმიტომ, რომ სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თქვენ ფიქრობთ, რომ პრემიერის მიმართვა იყო ზედმეტი ურსულა ფონ დერ ლაიენის მისამართით, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ “არის რაღაცები დიპლომატიაში, ინსტიტუტების ურთიერთობა – ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს”.

“უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, გვეთქვა, რომ ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის მერე, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალი ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here