Home ახალი ამბები საქართველო პოლიტიკური ჩიტი

პოლიტიკური ჩიტი

ქართული ენის გრამატიკაში არსებული ბრუნვები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დასახასიათებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

475

ცნება იმპიჩმენტი” (ლათ. impeachment) დემოკრატიის არსენალიდანაა და ასეა განმარტებული: “მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების განსაკუთრებული წესი კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულისათვის“.

პრეზიდენტების იმპიჩმენტი მაინცდამაინც ხშირი მოვლენა არ არის, მაგრამ  უპრეცედენტო მოვლენადაც ვერ ჩავთვლით. აშშის პრეზიდენტების: ენდრიუ ჯონსონის, რიჩარდ ნიქსონის, ბილ კლინტონის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს წარმოებდა იმპიჩმენტის პროცედურა. ეს სერიოზული იურიდიული მექანიზმია, ომლის აუცილებლობის წინაშეც შესაძლებელია ხალხი და სახელმწიფო (სადაც ეს მექანიზმი კონსტიტუციაში გათვალისწინებულია) აღმოჩნდეს.

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს: “საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა”.

საინტერესოა, ისეთი რა დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომ მის წინააღმდეგ ასეთი მკაცრი ღონისძიების გატარება გახდა აუცილებელი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევა თუ არის, ზურაბიშვილს მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, მაგრამ აქ სხვა შეკითხვა ჩნდება: რაშია საქმე, მთავრობა რატომ არ რთავს პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების ნებას? წავიდეს, იაროს და აწარმოოს ქვეყნის სასიკეთო მოლაპარაკებები, ეგ ხომ მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია: “საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში”. პრეზიდენტის  მთავარი მოვალეობა თუ ისაა, რომ  ქვეყანას წარმოადგენდეს საგარეო ურთიერთობებში, ხოლო მთავრობა მას უცხო ქვეყნებში ვიზიტებს უზღუდავს, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი კი არა, იქნებ მთავრობა არღვევს კონსტიტუციას? საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აუცილებლად წამოიჭრება ეს შეკითხვა. რთული საკითხია. ერთადერთი არგუმენტი, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის საზღვარგარეთულ ვიზიტებს შესაძლებელია რომ ზღუდავდეს, უნდობლობაა. მას აღარ ენდობიან.

არ ვიცი, პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად რა დამატებითი საბუთები და სამხილები გააჩნია მთავრობას, მაგრამ განა ყოველმა ჩვენგანმა არ ვიცით და ვერ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტად მოყვანილმა ქალბატონმა პარტია მოხერხებულად შეიცვალა და “ნაციონალურ მოძრაობას” მიეტმასნა?!  ნაციონალური მოძრაობაკი რას წარმოადგენს? ლიბერალიზმის ნიღაბს ამოფარებულ ფაშისტურ ძალას, ომის პარტიას, რომელიც დასავლელ პატრონებთან ერთად საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინიზაციის უფსკრულში გადაჩეხოს. მესმის, რომ ეს უმძიმესი ბრალდებაა, მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის რიტორიკა და ქმედებები განა ამას არ ადასტურებს? ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია პრეზიდენტთან დაკავშირებით იმდენი უსიამოვნო მომენტის გახსენება, რომ მისი სახელი და გვარი შვიდივე ბრუნვაში ვატრიალოთ:

* უცხოეთის აგენტების დაფინანსების წესის შესახებ კანონის მიღებას წინ ვინ აღუდგანაციონალურ მოძრაობასთანერთად?რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი! აი, მისი სიტყვები: “ეს კანონი არის გასაუქმებელი!”

* აშშის კანონმდებლობიდან გადმოწერილ კანონსნაციონალურ მოძრაობასთანერთად ვინ უწოდა რუსული?რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა! აი, მისი სიტყვები: „ კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვიდან”. 

* ვის უნდოდა,  ამ კანონის გამოყენებით სახელი გაეტეხა საქართველოს მთავრობისთვის, არამხოლოდ ქართული ტრიბუნების, არამედ გაეროს ტრიბუნის გამოყენებით? – რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს! აი, მისი სიტყვები გაეროს ტრიბუნიდან: “ეს კანონი უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და, რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის”.

* ვისი ინიციატივით მიმდინარეობდა ევროპელების თვალში საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია? რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის! აი, მისი სიტყვები: „გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. გვჭირდება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგ”.

* ვინ იყო აღფრთოვანებული სალომე ზურაბიშვილით? ნაციონალური მოძრაობადა მისი სატელიტები: „პრეზიდენტი ცდილობს, დისტანცირება გააკეთოს იმ სამარცხვინო პოზიციისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას” აქვს!” (სალომე სამადაშვილი).

* ვინ არ ინატრებდა სალომე ზურაბიშვილად დაბადებას და მის ადგილზე ყოფნას? სოსო ცინცაძე, სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი და ახლა მისი ადეპტი: “არ ვინატრებდი პრეზიდენტის ადგილზე ყოფნას. დავუშვათ, გარდაიცვალა სააკაშვილი და ქალმა, დედამ, როგორ უნდა იცხოვროს, რომელსაც შეეძლო ერთი სიცოცხლის გადარჩენა და ეს არ გააკეთა”.

იმ ვიზიტის გამო, რომლისთვისაც იმპიჩმენტს უცხადებენ, ვიღაცამ ხმამაღლა შესძახა: “ბრავო, პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო!” ვინ იყო ეს? – საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.  კრილოვი არ გაგახსენდათ: “За что же, не боясь греха, Кукушка хвалит Петуха? За то, что хвалит он Кукушку!”

გრამატიკული ბრუნვები გაგვითავდა, თორემ სალომე ზურაბიშვილის ანტიქართულ ნათქვამსა და ნამოქმედარს რა ამოწურავს. სხვა რომ არაფერი, გვარამიას შეწყალება რად ღირს. ლანძღვა-გინებისა და უცენზურო სიტყვათა ის კორიანტელი, რომელიც ზურაბიშვილის მიმართ გვარამიამ ქართულ ტელესივრცეში დააყენა, რომლის  მსგავსი დედამიწის ზურგზე არც ერთ ტელეეთერში არავის გაუგონია, პრეზიდენტმა უთავმოყვარეოდ გადაყლაპა, ქართველ ხალხს კი სახეში შეაფურთხა და სააკაშვილის მარჯვენა ხელი, არამზადა გვარამია, რომელიც ერთ-ერთი ფიგურაა მომავალი სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში, დაუსაბუთებელი შეწყალების გზით საპატიმროდან გაათავისუფლა. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ქართულ სახელმწიფოსაც და ქართველ ხალხსაც საფუძვლიანი უნდობლობა გაუჩნდეს?!

გაჩნდა ეს უნდობლობა. მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის თადარიგს იჭერს, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობაში მხარდაჭერას ჰპოვებს, მაგრამ პარალელურად ჩნდება შეკითხვები, რომლებზე პასუხი ჯერ არ ჩანს. კონკრეტულად: როგორ ხდება ან რატომ ხდება, რომქართული ოცნებასაპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევაში ზედიზედ უშვებს მომაკვდინებელ შეცდომებს? პოლიტიკასა და სახელმწიფო ცხოვრებაში შეცდომებისა და ღალატისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტზე რომ არ ვილაპარაკოთ (არ ღირს არც გახსენებად და არც სალაპარაკოდ), მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავის დროზე, რა ნიშნით  შერჩ კანდიდატად? რომელ კრიტერიუმს  აკმაყოფილებდა? რა ნიშანთვისებებით გამოირჩეოდა? პრაქტიკულად უცხოელი (საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი) ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან გენეტიკის გარდა არაფერი აკავშირებდა, რატომ შესთავაზეთ ქართველ ხალხს პრეზიდენტად და უმაღლეს მთავარსარდლად, რომელი, ამავე დროს, ჩვენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებშიც უნდა წარმოადგენდეს? მაინცდამაინც სააკაშვილის ყოფილ (რეზიდენტურასა და სპეცსამსახურებში ყოფილები არ არსებობენ!) საგარეო საქმეთა მინისტრს რომ მიადექით, საქართველოში სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის პოვნა გაგიჭირდათ? არ არის ეს ქვეყნისა და ხალხის შეურაცხყოფა? არის! ჰოდა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მთლად ისე წინდაუხედავად და უკანმოუხედავად ნუ მოიქცევით, თითქოს ქართველი ხალხის ნება-სურვილით მომხდარიყოს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. თქვენ ეს ქალბატონი საარჩევნო კანონისა და მორალის დარღვევით მოახვიეთ თავს ქართველ ხალხს, ამიტომ,  სანამ სალომეს მისი უგვანი საქციელისთვის ასჯერ გააკრიტიკებთ, ერთხელ მაინც მოიხადეთ ბოდიში თქვენი შეცდმისა თუ ყოვლად გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკის გამო.

ეს ერთი.

მეორე: იმპიჩმენტის პროცედურას სანამ დაიწყებდეთ, კარგად აწონ-დაწონეთ, გყოფნით თუ არა კონსტიტუციური პროცედურით გათვალისწინებული რესურსი. ისე ნუ იზამთ, რომ ეს საზოგადოებრივი არარაობა გამარჯვებული და გალაღებული გამოიყვანოთ ვითარებიდან და იმ პოლიტიკურ ფიგურად აქციოთ, რომელიც საქართველოსთვის გაცილებით მეტი ზიანის მოტანას შეძლებს, ვიდრე დღეს ახერხებს.

მესამე: იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით მას სააკაშვილის შეწყალებისკენ ხომ არ უბიძგებთ (ჰაერში ცუდი სუნი ტრიალებს!).

მეოთხე: საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ფაქტი, შესაძლებელია, სადმე იყო კიდეც, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ. რა აუცილებლობა გვიდგას ამგვარი პრეცედენტის შექმნისა, როდესაც სხვა, იურიდიულად გამართული, მაგრამ გაცილებით ნაკლებად ხმაურიანი და ეფექტიანი მეთოდებით შეიძლება მისი დაოკება და განეიტრალება?! ნუ ქმნით მისგან რაღაცას. ხომ გაგიგიათ, ჩიტი ბდღვნად არ ღირსო. სალომე ის პოლიტიკური ჩიტია, რომელსაც მენშევიკურ-ნაცისტურ ბუმბულს თუ შემოაცლით, არაფერი დარჩება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here