Home ახალი ამბები ოთარ აბესაძემ და მისმა შყვარებულმა საპატიმროში იქორწინეს

ოთარ აბესაძემ და მისმა შყვარებულმა საპატიმროში იქორწინეს

2713
თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს და ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, საპატიმროში მის შეყვარებულ დეა აფციაურზე იქორწინა.
დეა “სარკესთან” თავიანთი სიყვარულის ამბავს ყვება:
მე და ოთო შეყვარებულები ვიყავით და უახლოეს მომავალში დაქორწინებას ვაპირებდით. შექმნილი მდგომარეობის გამო კი ქორწინება ისე არ მოხერხდა, როგორც ვგეგმავდით. ამიტომ ციხეში მოვაწერეთ ხელი 17 აგვისტოს და დღეს ნამდვილად ცოლ-ქმარი ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ვხუმრობდით ჩვენი გაცნობის ისტორიაზე და ერთმანეთს ვაბრაზებდით, რადგან ორივეს ჩვენ-ჩვენი ინტერპრეტაცია გვაქვს, თუ როგორ მოხდა ეს. შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ერთ ძალიან მაგარ დღეს გავიცანით აუზზე. ვაბრაზებდი, მე კი არა, შენ მოხვედი ჩემ გასაცნობად-მეთქი და ის პირიქით ამბობდა. სინამდვილეში, ოთო წყალში იყო. მე მივედი და მივესალმე, რადგან ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. 24 საათიდან 25 საათს ერთად ვატარებდით. ოთო ყველაზე სიმპათიური ბიჭია ამქვეყნად! როგორც მას მოეწონა ჩემი ვიზუალი, ასევე მომეწონა მეც. ეს – ერთი შეხედვით, მაგრამ დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი. მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი, ვაჟკაცური… რაც შეიძლება ქალს სჭირდებოდეს მამაკაცისგან, ყველა ღირსება და თვისება აქვს ამ ერთ ბიჭს,”- ამბობს დეა აფციაური.
მიმდინარე წლის 15 იანვარს, სასამართლომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
28 წლის ოთარ აბესაძე  კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.
აბესაძე იყო ასევე განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩეველი,თუმცა მან  2016 წელს განათლების სამინისტრო დატოვა.
2017 წლის მარტიდან კი საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობდა.
ოთარ აბესაძე არის ეკონომიკის დოქტორი და პარალელურად კითხულობდა ლექციებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here