Home ახალი ამბები საქართველო ნინო ფოჩხუა  – ოპოტელევიზიებო, დაგიძველდათ მეთოდები, ყველა ყველაფერს ხვდება და სახელსაც არქმევს

ნინო ფოჩხუა  – ოპოტელევიზიებო, დაგიძველდათ მეთოდები, ყველა ყველაფერს ხვდება და სახელსაც არქმევს

„და რა ჩანს ამ ვიდეოში, მივიდნენ ახალგაზრდები გადამღებ ჯგუფთან, დაარტყეს, სცემეს? მაშინ როცა ოპერატორი პირველი ურტყამს და პროვოცირებს ჩხუბს,“ – ასე ეხმაურება ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა „პოსტივის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც „ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბია ასახული.

აღნიშნულ ფაქტს ფოჩხუა ტიპურ საბოტაჟს უწოდებს: 

„აი, ამ ტელევიზიების, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, როგორმე ააგორონ ქვეყნის მმართველ ხელისუფლებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უარყოფითი დამოკიდებულება, არიქა, თავისუფალ მედიას თავს ესხმიან, დაგვიდექით გვერდით და დაგმეთ ხელისუფლება, ამერიკის ელჩი სწყალობს, ეპატიჟება ივენთებზე, ერევა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც დამდგარია ამ ტელევიზიების მენეჯერების და ჟურნალისტების მიმართ. და რა ჩანს ამ ვიდეოში, მივიდნენ ახალგაზრდები გადამღებ ჯგუფთან, დაარტყეს, სცემეს? მაშინ როცა ოპერატორი პირველი ურტყამს და პროვოცირებს ჩხუბს. ეს არის ტიპური საბოტაჟი, ლოგიკაშიც რომ არ ჯდება! ოპოტელევიზიებო, დაგიძველდათ მეთოდები, ყველა ყველაფერს ხვდება და სახელსაც არქმევს. შეიცვალეთ, აღარ არის 2003 წელი, ნუ ხართ ჩარჩენილები მანდ, ცხოვრება წინ მიდის“, – წერს ნინო ფოჩხუა.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here