Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: მართლაც უფლის წყალობა და ღვთისმშობლის მადლია, რომ ამ მძიმე პერიოდში...

ნანა კაკაბაძე: მართლაც უფლის წყალობა და ღვთისმშობლის მადლია, რომ ამ მძიმე პერიოდში საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ნაცები…

“ნაცები უნდა მოვიშოროთ. ეს დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ე.წ. ლიბერალების პარპაში მსოფლიოში”

211

საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადეს, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში არაერთხელ შეეცადა ხელისუფლების დამხობას: “სამი წლის წინათ დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათიათასობით რუსი სამხედროს, აგრეთვე, შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა”.

 საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ადამიანის უფლებათა დამცველი, ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ 30 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა იურიდიულად არის დამოუკიდებელი და არა რეალურად. ყველა ქართველის სურვილია, საქართველო რეალურად იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული. ქართველი დისიდენტების ბრძოლის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ რეალურ თავისუფლებამდე მაინც ვერ მივედით, ვერ მოვახერხეთ და ეს იწვევს ქართველების უკმაყოფილებას.

_ რატომ ვერ მოვახერხეთ რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება, რა არის ამის მიზეზი?

_ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იჯდება მმართველი _ კრემლში, ვაშინგტონში თუ ბიუსელში, ჩემთვის მთავარია, საქართველო იყოს თავისი თავის ბატონ-პატრონი და გაწყვეტილებების მიმღები, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება და ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც დასავლეთი გვიბრძანებს. მსგავსი რამ საბჭოთა პერიოდშიც კი, არ ხდებოდა. საქართელოს ხელისუფლებები 30 წლის განმავლობაში არასწორ პოლიტიკას აწარმოებდნენ.

მსოფლიოში ვინც პოლიტიკურ ამინდს ქმნის, ანუ  ამერიკა და ევროპა, ე.წ. ლიბერალების ხელშია. ნამდვილი ლიბერალი ილია ჭავჭავაძე იყო. ესენი თავს ლიბერალებს უწოდებენ, მაგრამ რეალურად ბოროტი ძალები არიან. საზოგადეობაზე მოძალადე ძალა თავს ლიბერალს უწოდებს და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ამერიკაშიც და ევროპაშიც. ამ ქვეყნებში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი იჩაგრება, მათ არ აქვთ სამსახური, არ აქვთ საცხოვრებელი პირობები, რაც რეალურად  ლიბერალიზმში არ ჯდება, ეს ტოტალიტარიზმია, ფაშიზმიშერყეული ფსიქიკის ადამიანებმა ძალაუფლება ხელში ჩაიდგეს, თავს ლიბერალებს უწოდებენ და მოსპეს მსოფლიო. ფაშისტებმა მოირგეს სახელი ლიბერალი და მსოფლიოს საზოგადოებრიობას სწორედ ამ სახელს ამოფარებული ადამიანების წინააღმდეგ უჭირს ბრძოლა. მათ რომ ეღიარებინათ, რომ ფაშისტები არიან, როგორც თავის დროზე ფაშისტებმა აღიარეს, სულ სხვაგვარად იქნებოდა საქმე. კაცობრიობა იბრძვის სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და ეს არის ლიბერალიზმი, ამიტომ საზოგადოებას უჭირს მათ წინააღმდეგ ბრძოლა. კომპლექსი გაუჩნდათ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ტოტალიტარიზმი და ფაშიზმია, ამიტომ გონს უნდა მოვეგოთ. ჩვენ ძალიან საშიშ გარემოში ვცხოვრობთ.

რეალური დამოუკიდებლობაც სწორედ ამიტომ ვერ მოვიპოვეთ. ჩვენ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და მივისწაფვოდით, რომ ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით, იმ ევროპის, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში და უფრო ადრე იყო. მივდიოდით ევროპისკენ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემდნენ, სხვა ქვეყნების თავისუფლებას აღიარებდნენ.

როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაშინვე და, ალბათ, უფრო ადრეც დაიშალა და დაინგრა ევროპა-ამერიკის თავისუფლება, გაქრა ყველაფერი, რაც წინათ ღირებული იყო. საბჭოეთის დაშლა შეეხო ყველას და მივიღეთ ტოტალიტარიზმი, ვნახეთ, როგორ ყალბდებოდა არჩევნებითავისუფალამერიკაში, ვნახეთ ორმაგი სტანდარტები, რომლებსაც ამერიკა გვთავაზობს და მხარს უპირობოდ უჭერს ევროპა, რადგან ამერიკა ქმნის პოლიტიკურ ამინდს მსოფლიოში.

ტოტალიტარიზმს დაემატა კრინიმალი. გარდა იმისა, რომ ე.წ. ლიბერალები ადამიანის უფლებებს არღვევენ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად არღვევენ მათივე ქვეყნის კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს.

2003 წელს ამერიკამ და ევროპამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში დასვეს ეს .. ლიბერალური ძალა, რომელმაც პირველივე დღიდანვე დაიწყო მედიასაშუალებების დახურვა, ტერორი, დაპატიმრება, ძარცვა, გაკულაკება, მკვლელობა _ ყველაფერი ის, რაც ფაშიზმს ახასიათებს. და ეს ხდებოდა მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საზოგადოებაში შიშის დასანერგავად. საზოგადოება არავის ახსოვდა, ადამიანი აღარ არსებობდა, ეს დაინერგა ამერიკა-ევროპაში და გავრცელდა ჩვენისთანა ქვეყნებში. უწინარესად, საქართველო ამოიღეს სამიზნეში, რადგან კავკასიაში ყველაზე მთავარი ქვეყანაა გეოპოლიტიკურად, კავკასიის გასაღები საქართველოა. ე.წ. ლიბერალურმა მმართველობამ შთანთქა ყველა ფასეულობა და ღირებულება, რომლებისთვისაც ქართველი თავისი არსებობის განმავლობაში იბრძოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სააშკარაოზე გამოვიდა ყველაფერი ცუდი, რაც ამერიკასა და ევროპაში იყო

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ტოტალიტარიზმისგან დაეხსნა ქვეყანა, ე.წ. ლიბერალებისგან გაათავისუფლა საქართველო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რა პროცესები განვითარდა. დასავლეთმა და ამერიკამ დაუფარავად დაუწყეს ბრძოლა…

_ დასავლეთი საქართველოს დაუფარავად რომ ებრძვის, ბევრმა იცის, მაგრამ ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულმა ადამიანებმა დაიწყეს ამაზე საუბარი. სუბარმა, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დაადანაშაულეს. მათ თქვეს, რომ დეგნანს სამჯერ ჰქონდა ხელისუფლების დამხობისა და ხელისუფლების სათავეში, როგორც თქვენ უწოდებთ, .. ლიბერალების, ნაცების დაბრუნების მცდელობა. არის თუ არა პარლამენტარების აღიარება მიზეზი იმისა, რომ კელი დეგნანი დაჰკითხონ და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ?

_ ის, რაც მოხდა, დიდი პოლიტიკის ნაწილია. რაც დეპუტატებმა ისაუბრეს, არ არის მხოლოდ ქართული რეალობიდან გამომდინარე. თქვენ მიერ ნახსენები დეპუტატები ამ თემაზე საუბარს ვერ დაიწყებდნენ, რომ არა რუსულ-უკრაინული კონფლიქტი. სიმართლე რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” დეპუტატები ბორკილდადებულები იყვნენ, მათ ყოველთვის სურდათ სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ შეძლეს. ოცნებაქვეყანას ვერ მართავდა, გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ისინი იძულებულნი იყვნენ. მიეღოთ ისეთი კანონები, რომლებიც არ იყო საქართველოს ინტერესებში, მაგალითად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაც კმარაამ ხელისუფლებას დაკვეთა რომ არ შეესრულებინა, დაამხობდნენ, სწორედ ამიტომ იყო, რომ უკვე დაპატიმრებულ კრიმინალებსაც კი გარეთ უშვებდნენ, ხელისუფლებას თავისუფლება არ ჰქონდა. “ოცნებამვერ შეძლო ნაცების რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შეფასება და აკრძალვა, რადგან ამ უკანასკნელთ ამერიკაევროპა მფარველობდა, ძლიერები იყვნენ.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ყველაფერი შეცვალა, არადა, მავანი ამ კონფლიქტს პრიმიტიულად აღიქვამს. რუსეთი არ ებრძვის უკრაინას, ის გაცილებით დიდი მასშტაბის მტერს ებრძვის და ამ ბრძოლას ისტორია შეაფასებს.

რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის, დიდი ხანია, ომი მიმდინარეობს. რუსეთმა მსოფლიო ტოტალიტარიზმი შეარყია და სწორედ ამ რყევამ მისცა საშუალება ქართველ დეპუტატებსაც, ხმა ამოეღოთ. ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი დეპუტატები დღეს იქცნენ ვაჟკაცებად? არა, დრომ მოიტანა და მათაც ხმა ამოიღეს. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა შესაძლებლობა მისცა ჩვენს პოლიტიკოსებს, ხმა ამოეღოთ, ეს დასაფასებელია. ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ თავისუფლად, რომელთათვისაც ღირებულია ქვეყნის ღირსეული მომავალი, უნდა დავფიქრდეთ, როგორ განვაგრძოთ ცხოვრება. მთავარია, ხელი არ შევუშალოთ იმ მსოფლიო ომს, რომელიც მიმდინარეობს კონსერვატორებსა და ტოტალიტარიზმს შორის. ძალა, რომელსაც მე ტოტალიტარიზმი დავარქვი, თავის თავს კი ლიბერალებს უწოდებს, ყველაზე საშიშია, კაცობრიობას მასზე საშინელი ძალა არ უნახავს.

არ ვიცი, როგორი იქნება ის ძალა, რომელიც, ვფიქრობ, გაიმარჯვებს და არც ის ვიცი, რას მოუტანს მსოფლიოს, მაგრამ ე.წ. ლიბერალებზე უკეთესი რომ იქნება, ვგრძნობ. ქართველების ვალია, მხარი დავუჭიროთ ძალას, რომელიც ტოტალიტარიზმს ებრძვის.

ნაცები უნდა მოვიშოროთ. ეს დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება .. ლიბერალების პარპაში მსოფლიოში.

ჩვენი ხელისუფლება სწორ პოზიციაზე დგას, მან შეძლო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის ფეხი აეწყო. ჩვენები არ ჩაერთვნენ ომში, არ აჰყვნენ კელი დეგნანს. ამერიკის ელჩი კლიპებს უშვებს, რომლებშიც ამბობს, რომ ომი მათ არ სურთ, ომი რუსებს უნდათ, მაგრამ ამით თავს ვერ გაიმართლებს

დღეს ქართველი ხალხი გამარჯვებულია, ჩვენ ომში არ ჩავერთეთ, ჩვენ წვლილი არ შევიტანეთ საკუთარი ქვეყნის განადგურების საქმეში. მართლაც უფლის წყალობა და ღვთისმშობლის მადლია, რომ ამ მძიმე პერიოდში საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ნაცები

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here