Home ახალი ამბები საქართველო მშვიდობა თქვენდა!

მშვიდობა თქვენდა!

ომი და მშვიდობა... ომი და მშვიდობა...

488
ნიკოლ ფაშინიანი( მარცხნივ), ირაკლი ღარიბაშვილი და ალი ასადოვი

მსოფლიოს (კაცობრიობის) ისტორია სხვა არაფერია, გარდა შრომისა და  ომისა. ძნელი სათქმელია, კაცობრიობამ უფრო მეტი იშრომა თუ უფრო მეტი იომა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეტი აშენა თუ მეტი ანგრია. კაცობრიობა ომებს შორის (შუალედებში) აშენებს, ქმნის, შრომობს, იღწისშემდეგ მოვა ომი და ანგრევს იმას, რაც ომიდან ომამდე (ომითვე მოპოვებულ მშვიდობიან შუალედებში) შეუქმნია და უშენებია. შვიდი ცნობილი საოცრება ხომ შექმნა ადამიანმა, გარდა ამისა, რა არ შექმნა: რა მეცნიერება, რა ხელოვნება, რა მწერლობა, რა ფილოსოფია, რა არქიტექტურა, რა საინჟინრო შედევრები, კომპიუტერი, ინტერნეტი, მობილური კავშირიმწვერვალებზე ავიდა; ოკეანის ფსკერზე ჩავიდა; კოსმოსში გაიჭრა; ადამიანის ტვინში შეაღწია, მისი სულის კუთხეკუნჭულები მოიარა, არაცნობიერ ფსიქიკურსაც ჩასწვდა. როდის მოასწრო ამდენი, როგორ შეძლო ეს ყველაფერი, როცა სულ ომობდა და, რასაც მშვიდობიან პერიოდში საკუთარი ხელით აშენებდა, ომის დროს საკუთარი ხელითვე დაუნდობლად ანგრევდა და სპობდა?!

ომი და მშვიდობა!

ომი და მშვიდობა!

მთელი ისტორიის განმავლობაში გულივით ცემს, გულივით ფეთქავს ეს რიტმი, ეს მონაცვლეობა, როგორც მუდმივი რისკებით აღსავსე ცხოვრების გაგრძელება სიცოცხლისა და სიკვდილის, გონიერებისა და უგუნურების, სიყვარულისა და სიძულვილის, სიკეთისა და ბოროტების მიჯნაზე. მაინც გაცილებით მეტი აშენა ადამიანმა, ვიდრე ანგრია, რადგან  სასწაულები შექმნა, მაგრამ, რომ არა ეს გაუთავებელი ომები და ნგრევა, რამდენად მეტი და რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რასაც ამდენი სისხლის, ამდენი ცრემლის, ამდენი სიძულვილისა და ბოროტების გარეშე მიაღწევდა. ამიტომაც, ამ გზასაცდენილ კაცობრიობას ვინმემ შეკითხვა რომ დაუსვას,  რა არის მისი მთავარი საკეთებელი, მოცემულ ეტაპზე რვა მილიარდი ადამიანისგან შემდგარმა კაცობრიობამ ერთხმად უნდა უპასუხოს:

– ჩვენი მთავარი საკეთებელი მშვიდობაა!

მაცხოვარიც ასე გვასწავლის. ”იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: ”მშვიდობა თქვენდა!”(იოანე 20,19).

მშვიდობა აღმშენებლობითი შემოქმედებისთვის სუბსტანციური მნიშვნელობის მოვლენაა. მშვიდობის დადგომით იწყება და მშვიდობის დასრულებისთანავე მთავრდება განვითრება, ადამიანის სოციალური და შემოქმედებითი გასაქანები და სარბიელები, ამიტომ მედასავლეთე ვიგინდარების დამცინავი ქირქილი, გამოხატული სიტყვებში – აბა, ომი გინდათ? კატეგორიულად მიუღებელია. დიახ, არ გვინდა ომი, ქართველი ხალხის ნება არასოდეს ყოფილა ომი. ქართველი ხალხის უპირველესი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მიზანი ომის არიდებაა, რადგან მოქირქილენი ომის დაწყებისთანავე დაიმალებიან, ქართველ ხალხს კი ამ არამზადების მიერ მისთვის თავსმოხვეულ ომში სისხლის გაღება მოუწევს.

 ქართველი ხალხის წინაშე მდგარ პრობლემათაგან ერთიც არ არის ისეთი, რომლის გადაწყვეტასაც ჩვენ ომით მოვახერხებთ, და ერთიც არ არის ისეთი, რომელიც მშვიდობით ვერ მოგვარდება, ამიტომ ბოლო თერთმეტწლიანი მონაკვეთი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისა ნამდვილი მონაპოვარია, რომელსაც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, შემთხვევით ასეთი რამ არ ხდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი მთავრობის გონივრული, თამამი და მტკიცე მოქმედებების ჯამი, რომლის შეუფასებლობა და დაუფასებლობა ფართო საზოგადოების მხრიდან დაშვებული უმძიმესი შეცდომა იქნება, ვინაიდან სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ე.წ. ოპოზიციის (დასავლეთის ”მეხუთე კოლონის”) იმ მცდელობის რეალიზება, რომლის მიზანსაც მშვიდობის შენარჩუნების კეთილშობილი იდეის მიმართ საყოველთაო ნიჰილისტური განწყობის აღმოცენება-გაღვივება შეადგენს. საბედნიეროდ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ მიმართულებით შეუძლებელს აკეთებს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, ამიერკავკასიაშიც) ომის კერების ასე უსაშველოდ მომრავლების ვითარებაში  ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს.

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ვთქვი, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ურთულეს რეგიონსა და ურთულეს ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნების გამო ნობელის პრემიას იმსახურებს-მეთქი. იმ დროს, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ იდეას ქირქილითა და აბუჩად აგდებით (სხვათა შორის, ”ქართული ოცნების” წევრებიც) შეხვდნენ. მას შემდეგ მცირე დრო გავიდა, მაგრამ დიდი ამბები მოხდა, რომლებმაც თვალნათლივ დაგვანახვა და გვაგრძნობინა მშვიდობის ფასი. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიმართულებით მოღვაწეობის არეალი გააფართოვა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად ამიერკავკასიაში მშვიდობის დესპანად მოგვევლინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის  8 ოქტომბერს თბილისში სტუმრად ჩამოსულ ილჰამ ალიევს სომხეთის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების წარმოებაში მედიატორობის გაწევა შესთავაზა. სატელეფონო საუბარში ღარიბაშვილმა იგივე შესთავაზა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. და აი, 27 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი თბილისს ეწვივნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრა და საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე, პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა“. 

უკრაინაში მიმდინარე ომს ისრაელში ომი დაერთო, რომელშიც თავიდან, შესაძლებელია, მუსლიმანური სამყარო და აშშ, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიო აღმოჩნდეს ჩართული. ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილი მტკიცედ დგას სამშვიდობო ინიციატივების სადარაჯოზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ეს უზარმაზარ ძალისხმევასთან ერთად უზარმაზარ დროს, ენერგიას, შრომას, ნიჭსა და გაქანებას  მოითხოვს. ჰოდა, საინტერესოა, სხვა ქართველთა სისხლის დასაღვრელად მუდამ მზადმყოფი ნაძირალა ქართველები ირაკლი ღარიბაშვილის უდიდეს ღვაწლზე, რომელიც გასცდა საქართველოს საზღვრებს, ისევ ძველებურად იქირქილებენ თუ, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან მის თავდადებას მშვიდობის შენარჩუნების წმინდა საქმეში, ჩასწვდებიან მისი სამშვიდობო მოღვაწეობის მასშტაბებს და, ამ საშვილიშვილო საქმეში წვლილის შეტანას თუ არ აპირებენ, იქნებ ხელის შეშლის სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე მაინც თქვან უარი. არა, მათგან ასეთი საქციელი ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან მათი გული და გონება ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კი არა, თვით მაცხოვრის სიტყვებისთვისაც კი დახშულია სამუდამოდ: ”მშვიდობა თქვენდა!”

ვალერი კვარაცხელია

P. S. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა: ”არსებობს საშიშროება, რომ ევროპაში ომმა იფეთქოს. ამ ნათქვამში რეალობა სწორად არის შეფასებული, მაგრამ ეს რეალობა დასავლეთმა შექნა. დასავლეთმა ეს რეალობა და საშიშროება კი არა, ეს გარდუვალობა შექმნა. ეს არც არის გასაკვირი. ევროპისთვის ომი  მოთხოვნილება იყო ყოველთვის, ამერიკელებისთვის კისარგებლის მიღების საშუალება. ამგვარ ვითარებაში ცეცხლზე ნავთის დამსხმელი ევრი ჩნდებ ხოლმე, მშვიდობის შენარჩუნებისთვის მებრძოლნი კი სანთლით არიან საძებნი.

როგორი საკვირველიც უნდა იყოს, დღეს პატარა და სუსტი სახელმწიფოს ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოთა მეთაურებზე მეტს აკეთებს მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამას არამხოლოდ დანახვა, სათანადო შეფასება სჭირდება.

ვ. კ.   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here