Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე: წერილში სწორედ იმას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი...

მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე: წერილში სწორედ იმას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. ეს ჩემი წერილი მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა

110

წერილში სწორედ იმას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი წერილი მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

მან ელჩისადმი გაგზავნილ წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში დეტალურადაა ჩამოყალიბებული, თუ რა სახის კითხვებზე ითხოვს პასუხს.

„თავად ამერიკის იმიჯი და ამერიკული იდეა, რომელიც გაბატონებულია და ყველასთვის მისაბაძია, სწორედ ეს რომ არ დაზიანდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ზიანდება. დაყრდნობა იმ ადამიანების მიმართულებით, რასაც ამერიკის საელჩო და ქალბატონი დეგნანი აწარმოებს, სწორედ ეს ადამიანები ავნებენ იმ ურთიერთობის მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს. წერილში სწორედ ამას მივუთითებ, რომ აღარ შეიძლება ორმაგი სტანდარტით საუბარი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი წერილი, მოსახლეობის უმრავლესობის გამოძახილიცაა. ამაში დარწმუნებული ვარ. მე მაქვს მათთან შეხვედრები და აქედან გამომდინარეცაა. ბევრი ადამიანი ჩემსავით ფიქრობს და სწორედ ეს რომ არ დაზიანდეს და ასე ვთქვათ, გამოსაფხიზლებელიც იყოს, ამაზე გვჭირდება მკაფიო პასუხი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი რამდენიმე თემას განიხილავს და იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან პასუხებს მიიღებს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here