Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე – ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად...

მიხეილ სარჯველაძე – ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-თან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან

66

ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-თან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ამერიკასთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„როცა საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ოთხეულს ეხებოდა, ვერც ერთ ჩემს განცხადებას ან კომენტარს ვერ ნახავთ, სადაც გამომრჩენოდა ხაზგასმა, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეიძლება, ეს ოდნავ სხვა ვარიაციით და სხვა ფორმით მეთქვა, მაგრამ აზრი ყოველთვის ეს იყო. ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან. სხვაგვარად, საქართველოსთვის უსაფრთხოების რისკებთან გამკლავება, შემდგომი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ პრემიერ- მინისტრის მხრიდან ამ გარემოების და განწყობის დადასტურება მოხდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ამერიკასთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here