Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე: შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო...

მიხეილ სარჯველაძე: შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო დაიწყებს ომს, რასაც წინ აღვუდგებით – რატომ ითვლება ეს ევროკავშირის რომელიმე დეპუტატზე თავდასხმად

44

შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო დაიწყებს ომს. ეს მცდარი და საქართველოსთვის დამღუპველი აზრია. ბუნებრივია, ამას ყოველთვის წინ აღვუდგებით, მაგრამ რატომ ითვლება ევროკავშირის რომელიმე დეპუტატზე თავდასხმად? ეს არასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად არავისზე უთქვამთ, რომ ეს მისი აზრია.

„პირდაპირ ვამბობ და დღემდე მგონია, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები – არა მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც სურვილი აქვთ და მსოფლიოს ახალ მოწყობას ასე ხედავენ, რომ კარგი იქნება ვინმესთვის ან პროცესების მიმდინარეობისთვის, რომ საქართველომ ომი გამოაცხადოს. ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება. საუბედუროდ, ასეთი ძალები არსებობენ. ამაზე შეგვიძლია, აბსოლუტურად დამაჯერებლად ვისაუბროთ, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გამოხატული პოზიცია მოგვისმენია. რატომ ითვლება ეს რომელიმე ევროპარლამენტარზე თავდასხმად? – ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ არავითარი ცვლილება რიტორიკაში, როგორც წარმოჩენასაც ცდილობენ, სახეზე არ გვაქვს. დღესაც ვიმეორებ, რომ შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო დაიწყებს ომს. ეს მცდარი და საქართველოსთვის დამღუპველი აზრია. ბუნებრივია, ამას ყოველთვის წინ აღვუდგებით, მაგრამ რატომ ითვლება ეს გინდა თუ არა ევროკავშირის რომელიმე დეპუტატზე თავდასხმად? – ეს არასწორია.

კონკრეტულად არავისზე მითქვამს, რომ ეს მისი აზრია, თუმცა ასეთი ზოგადი ტენდენცია, მოსაზრება ევროპაში რომ არსებობს, შემიძლია ამაზე დანამდვილებით და დამაჯერებლად ვისაუბრო, გითხარით დასაბუთებული ვარაუდი. მათ შორის იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოწყებული აგრესიის ანალიზისას სვამდნენ კითხვას, რა მოხდება თუ ქართული ტანკები სოხუმისა და ცხინვალის მიმართებით დაიძვრებიან. ხომ გაჩნდა ასეთი იდეა? – რა ვთქვათ, რომ საქართველოს ინტერესებისთვის დასაშვები არ არის? ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსები ამბობდნენ და ხმამაღლა მსჯელობდნენ იმის თაობაზე, რა მოხდება, თუ ქართული ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ დაიძრებიან – ამას არ გამოვეპასუხოთ და არ ვთქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. თუ ჩამოთვლით, რომ ეს ვინმეს მიმართ თავდასხმაა, დაე, ასე იყოს. ასეთი მანკიერი ტენდენცია შეიძლება, ევროპაში არსებობს, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ, რადგან ქვეყნისთვის დამღუპველია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანა იმ რელსებზე იდგეს, რაც ახლა გვაქვს და რომელიც ევროინტეგრაციას გულისხმობს. საბედნიეროდ, დღეს, საქართველოში ომი არ არის და შესაბამისად, ისეთივე ურგენტული საჭიროება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here