Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: თუ რუსეთთან დალაპარაკებას დავაგვიანებთ, ჩვენი “დამოუკიდებლობა” სავალალო შედეგებით დასრულდება

მიხეილ ჟღენტი: თუ რუსეთთან დალაპარაკებას დავაგვიანებთ, ჩვენი “დამოუკიდებლობა” სავალალო შედეგებით დასრულდება

“რას ჰქვია, პუტინს უკრაინა არ უყვარს?! რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, მაგრამ, როდესაც შენი კარის მეზობლის ოთახი დენთის საწყობად გადაიქცევა, სიყვარულზე აღარ არის საუბარი. დასავლეთმა 32 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა რუსეთის დასაშლელად _ ხან საქართველოს გამოყენებას შეეცადა, ხან _ ყაზახეთის, მაგრამ, როგორც ერთი მენტალობის მქონე ხალხი, უკრაინა ყველაზე შესაბამისი გამოდგა ამ “საქმისთვის”

620

9 თებერვალს გამოქვეყნდა ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის, ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ამ ინტერვიუს 100 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. პირველი კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც განაცხადა, ვლადიმერ პუტინი იტყუებაო. შოლცის მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის საუბრის შინაარსს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვაქართველმა ჟურნალისტებმა და .. ანალიტიკოსებმაც შოლცს მიჰბაძეს და განაცხადეს, რომ პუტინმა ისტორია დაამახინჯა, რომ მას უკრაინა ქვეყნად არ მიაჩნია, უკრაინელები კი _ ერად

რა თქვა ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა უნდა გავითვალისწინოთ ქართველებმა? არის თუ არა საშიში მეზობელი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნისთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისთვისერთერთი ლიდერი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ სანამ თქვენს კონკრეტულ შეკითხვას ვუპასუხებ, მოგახსენებთ ჩემ ხედვას, რატომ, რა ვითარებაში აიღო ეს ინტერვიუ ამერიკელმა ჟურნალისტმა, ვინ არის ტაკერ კარლსონი, რა ძალებს წარმოადგენს და რატომაა ამხელა ინტერესი.

ჩემი აზრით, ეს იყო აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და რუსეთის პოლიტელიტის ერთობლივი მედია სპეცოპერაცია მსოფლიოსთვის ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მათ, ვინც წამოიწყო ავანტიურა, რომელსაც უკრაინის ომი ჰქვია, ვერ მიაღწიეს მიზანს _ ვერ მოაწყვეს რუსეთში გადატრიალება და ვერ მოახერხეს ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების შეცვლა; მეხუთე კოლონამ ვერ იმუშავა და დასავლელ პატრონებს იმედი გაუცრუა. მეორე _ მიუხედავად ნატოს მთელი პოტენციალის გამოყენებისა, რუსეთი არ დამარცხდა ბრძოლის ველზე, პირიქით, გადავიდა შეტევაზე, დასავლეთი კი ვერ ახერხებს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო უზრუნველყოფას. აშშ-მა ხელი დაიბანა და მთელი ტვირთი ევროპას გადაულოცა. ახლა მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩა დასავლეთს _ ომში თავისი რეგულარული სამხედრო ძალებით ჩაებას. ასეთ შემთხვევაში კი, რუსეთი, როგორც მისმა ხელისუფლებამ მიანიშნა, მზადაა, გამოიყენოს სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ვითარება ჩიხშია  და  საჭირო შეიქნა, ვლადიმერ პუტინს სტრატეგიული თვალსაზრისი გამოეხატა.

რატომ ტაკერ კარლსონი და რატომ ახლა? ტაკერ კარლსონი არის ამერიკის შეერთებული შტატების  ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო  სამმართველოს) ყოფილი თანამშრომელი, ისტორიკოსი და ყველაზე გავლენიანი უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ის ძალიან მდიდარი ოჯახიდან არის და ამით გამოირიცხება მისი ფინანსური ინტერესი ამ ინტერვიუში. ტაკერმა, როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, “ფოქსნიუსიდან” წამოსვლის შემდეგ ყველა რეკორდი მოხსნა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის მმართველ ელიტაში.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ იგი არ წარმოადგენს აშშ-ის გარკვეულ პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებს, რომლებიც აცნობიერებენ, რომ აუცილებელია ბირთვული ომის თავიდან არიდება. მსოფლიო შედის უდიდეს კრიზისში და საჭირო იყო ახალი გზავნილების გავრცელება _ მსოფლიოსთვის უნდა შეეთავაზებინათ კრიზისიდან გამოსვლის გზები.

ფაქტია, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ პუტინი მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი და ლიდერია, არაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს ინტერვიუ მოისმინეს მრავალ ენაზე _ მილიარდს მიაღწია მათმა  რაოდენობამ. არავის ჰყოლია ასეთი აუდიტორია.

 პუტინმა დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: მე ყველაფერი გავაკეთე დასავლეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დასარეგულირებლად, ბევრი მოვითმინე, ბევრჯერ მომატყუეს, მაგრამ მაინც ვცდილობდი, გამომენახა საერთო ენა, მაგრამ არ გამოვიდა და ეს არ ყოფილა ჩემი მიზეზით….  ვფიქრობ, ამის შემდეგ იგი უკვე თავისუფალია ყველანაირი ვალდებულებისგან და იმოქმედებს უფრო თამამად, მით უფრო, რომ კარსაა მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩემი აზრით, 17 მარტის შემდეგ იგი უფრო ხისტი იქნება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

ვლადიმერ პუტინი არ ჰგავდა ომში დამარცხებული ქვეყნის პრეზიდენტს, არც შეშინებულს, როგორც  ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი გვარწმუნებსრუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუდან რა უნდა გაითვალისწინოს ევროპამ და საქართველომ?

_ შეშინებული და დამფრთხალი ვინც არის, კარგად ჩანს. ეკონომიკურად დასუსტებული ევროპა, რომელიც აშშ-მა მიატოვა, საგონებელში ჩააგდო… არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ე.წ. ფერმერთა პროტესტი არც სპონტანურია და არც შემთხვევითი. ევროპის წამყვან ქვეყნებში მიხვდნენ, რომ მათი მარიონეტული ხელისუფლებები საბოლოოდ დაღუპავენ ევროპას და მოხდა პროტესტის ორგანიზება. აშშ-მა გაატყავა ევროპის მრეწველობა, ახლა ჯერი სოფლის მეურნეობაზეა; მიხვდნენ ვიღაც-ვიღაცები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დაიწყო ევროპის გადარჩენის პროცედურა. ეს ინტერვიუც ეხმიანება ამ პროცესებს.

“ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენი ვინ ააფეთქა? _ აშშ-მა.

ვინ დატოვა ევროპა იაფი ბუნებრივი აირის გარეშე? _ ამერიკამ.

ვინ გადაახდევინა 50 მილიარდი უკრაინისთვის ევროპას? _ აშშ-მა.

ვინ უნდა შეელეწოს რუსეთს ღია დაპირისპირების შემთხვევაში? _ ევროპის მოხალისე ქვეყნები: პოლონეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მოლდოვა და ა.შ. 

ტაკერ კარლსონი სახტად დარჩა, როდესაც რუსეთის ლიდერმა უთხრა, თქვენ ააფეთქეთ “ჩრდილოეთის ნაკადიო”. ეს ინტერვიუ იყო ახალი საპროგრამო გეგმა, რომელიც შესთავაზა პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანენ.

რაც შეეხება საქართველოს, აქ არაფერი წყდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიყოთ მშვიდად, ცხვირი არ გამოვყოთ და მივყვეთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ზაფხულში მაინც მოგვიწევს გარკვეული არჩევანის გაკეთება.

_ საშიშია მეზობელი ქვეყანა ჩვენთვის?

_ საშიში არა მხოლოდ მეზობლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ის ლიდერია, რომელსაც დასავლეთმა თავისი უგუნური ქმედებებით სრულიად  გაუხსნა ხელ-ფეხი. ახლა რუსეთის გაჩერება მხოლოდ მისი ფიზიკური განადგურებით შეიძლება.

_ ევროპელმა პოლიტიკოსებმა რუსეთის პრეზიდენტს მატყუარა უწოდეს, ჩვენი ჟურნალისტები და .. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინს უკრაინა და უკრაინელები არ უყვარსქვეყნად და ერად არ თვლის და იმიტომ ეომება, ნატო და ევროკავშირი არაფერ შუაშია, ეს თვითონ თქვა ინტერვიუშიოთქვენ რას იტყვით? ისტორიას გადახედა პუტინმა, უკრაინელების წარსულს, მაგრამ  ტყუილი რა თქვა?

_ რას ჰქვია, პუტინს უკრაინა არ უყვარს?! რუსები და უკრაინელები  ერთი ხალხია, მაგრამ, როდესაც შენი კარის მეზობლის ოთახი დენთის საწყობად გადაიქცევა, სიყვარულზე აღარ არის საუბარი. დასავლეთმა 32 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა რუსეთის დასაშლელად _ ხან საქართველოს გამოყენებას შეეცადა, ხან _ ყაზახეთის, მაგრამ, როგორც ერთი მენტალობის მქონე ხალხი, უკრაინა ყველაზე შესაბამისი გამოდგა ამ “საქმისთვის”.

    პუტინმა თქვა, მე არა, მაგრამ ბატონი ტაკერია ისტორიკოსიო, და ამერიკელი ჟურნალისტი, მერწმუნეთ, შანსს არ გაუშვებდა ხელიდან,  რესპონდენტისთვის უზუსტობა რომ შეეხსენებინა… რაც შეეხება ქართველ ლიბერალებს, სჯობს, თავიანთ თავს მიხედონ და სასაცილო მდგომარეობაში ნუ აღმოჩნდებიან.

გააჩნია, ვინ როგორ უყურებს ისტორიას. მაგალითად, ჩემთვის სტალინი და მისი იდეოლოგია არის საქართველოს, მართლმადიდებლობისა და კაცობრიობის გადამრჩენი, მაგრამ ზოგისთვის სტალინი ტირანია. გააჩნია, ვინ წერს ისტორიას. ვიმსჯელოთ შედეგებით…

ძალიან მალე, როგორც ზელენსკის შეუყენებენ წყალს და გაწირავენ, ისე გაწირავენ აქაურ ლიბერალებსაც. უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიცია არავის სჭირდება. 2024 წლის არჩევნები იქნება მათი დასასრული. თუ დესტაბილიზაციას, არეულობის მოწყობას შეეცდებიან, თავიანთ პატრონებთან ერთად მოუწევთ საიგონისა და ქაბულის გამოცდილების გაზიარება, როდესაც ამერიკამ მიატოვა თავისი აგენტურა. ვურჩევ მათ, კარგად მოუსმინონ რუსეთის პრეზიდენტს ინგლისურად, რუსულად  და ქართულადაც…

რაც შეეხება ევროკავშირს, იგი დაასრულებს თავის ისტორიას. ევროპა ამ საზღვრებში და ამ დემოგრაფიული ბალანსით ვეღარ იქნება. ახალი სახელმწიფოები  ჩაანაცვლებენ დღევანდელ ქვეყნებს. ამისთვის, ვფიქრობ, 20-30 წელიწადიც საკმარისია, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ გადარჩენის შანსი, თუ გონს მოეგებიან და მივლენ რუს ხელმწიფესთან. ეს მათი გადარჩენის ერთადერთი შანსია, ისევე როგორც საქართველოს გადარჩენის! მეშინია, თუ რუსეთთან დალაპარაკებას დავაგვიანებთ, ჩვენიდამოუკიდებლობა”  სავალალო შედეგებით დასრულდება. ჯერ კარგად მივდივართ…

_ როდის დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და რას შეცვლის ამ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულება?

_ ვფიქრობ, როდესაც აშშ და რუსეთი მოილაპარაკებენ და გაიყოფენ  გავლენებს, ომიც დასრულდება. რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა? _ ჩვენ ბოლომდე გავალთ, მაგრამ არ უთქვამს, სად არის ეს ბოლო, სად სრულდება რუსეთის ინტერესი. ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპის დენაციონალიზაციაზე შეთანხმდებიან. საქართველო და პოსტსაბჭოთა ქვეყნები ისევ რუსეთის გავლენისა და მისი უსაფრთხოების ფრთის ქვეშ აღმოჩნდებიან.

ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომს ბოლომდე გამოიყებს, რათა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან გამომდინარე, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე დასრულდება ეს ტრაგედია, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი ჰქვია.

საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას და დაიწყოს მუშაობა სტრატეგიული თანამშრომლობის .. ჩარჩო ხელშეკრულებაზე. ეს გარდაუვალია და, რაც მალე მოხდება, მით მეტად იქნება ჩვენი ინტერესები გათვალისწინებული. რუსეთის პრეზიდენტმა თავის სასარგებლოდ  გამოიყენა ყველა პროვოკაცია, რომლებიც დასავლეთმა მოუწყო.

 ერთი რამ მინდა ვთქვა: მსგავსი ცვლილებები არ ხდება ერთ და ორ წელიწადში. ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს დღეს, დაახლოებით 25 წლის წინათ დაიგეგმა და ნელ-ნელა ხორციელდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here