Home ახალი ამბები საქართველო მასხარა და სატანა

მასხარა და სატანა

802

შექსპირსჰამლეტშიაქვს ერთი საინტერესო ეპიზოდი. პრინცი ეკითხება ოფელიას:სად არის მამაშენი? – მამა სახლშია, – პასუხობს ოფელია. ჰამლეტი უკიდურესი ცინიზმით ეუბნება: “კარი მაგრა ჩაუკეტე, რომ თავის სახლს გარეთ მასხარაობა ვერსად შეძლოს!”

ზელენსკიმ (და არა მხოლოდ მან) გამახსენა ეს ეპიზოდი. ერთმა მასხარამ მსოფლიო ომამდე არ მიიყვანა პლანეტა?! მასხარა, სანამ თავის ამპლუაში რჩება, სასარგებლო საქმეს აკეთებს (საზოგადოებას განსხვავებული რაკურსით ახედებს სარკეში), მაგრამ მასხარა, სახელმწიფოს სათავეში როცა მოექცევა, უმალ სატანად გადაკეთდება. მისი მასხრობა კი საზოგადოებისთვის ჯერ დრამად იქცევა, შემდეგ ნამდვილ ტრაგედიაში გადაიზრდება, სხვათა შორის, არა მხოლოდ იმ ქვეყნის ხალხისთვის, რომელშიც მასხარა გაამეფეს, არამედ გარე სამყაროსთვისაც, ზოგიერთ შემთხვევაში კი მსოფლიოსთვისაც.

მასხარა თამაშობს, მასხარა როლში შედის, მასხარა პირობითობებისა და დაშვებების სამყაროში ცხოვრობს და საქმიანობს. მისი ფსიქიკა პირობითობებს ისე ეჩვევა, რომ რეალობას თანდათან სწყდება და ბოლოს საერთოდ კარგავს მის შეგრძნებას. ცნობილია, რომ მსახიობებს როლში შესვლაზე მეტად როლიდან გამოსვლა უჭირთ. როლში ყოფნა გავლენას ახდენს მსახიობის ფსიქიკაზე, ხასიათზე, ქცევაზე როლიდან გამოსვლის შემდეგაც. უფრო სწორად, როლის შესრულების შემდეგაც მსახიობი ვერ თავისუფლდება განსახიერებული გმირის (პერსონაჟის) გავლენისგან. ამ საკითხზე სერიოზული გამოკვლევები  ჩაატარა სიდნეის უნივერსიტეტის თეატრისა და დრამის კათედრის მკვლევარმა მარკ სეტონმა, რომელსაც ეკუთვნის ტერმინი “პოსტდრამატურგიული აშლილობა”. ამ რთულ ფსიქოლოგიურ საკითხს  განსხვავებული მიმართულებაც აქვს: ერთია როლში ჩარჩენილობის, მეორე კი პროფესიაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მასხარას პროფესიაში) ჩარჩენილობის სინდრომი. მასხარას პროფესიული თავისებურება მოვლენათა არასერიოზულად (ზედაპირულად) აღქმაა. იგი მოვლენებში სასაცილო, სახუმრო ასპექტებზეა ორიენტირებული. მასხარა რეალობას გაურბის და ტრაგედიაშიც კი, როგორც იუმორის მასალას, შეუსაბამობებს ეძებს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში მას უბლაგვდება მძიმე (დრამატული და ტრაგიკული) აღქმები და უვითარდება მსუბუქი (კომიკური და იუმორისტული) აღქმები. ამგვარი ადამიანები უნებლიეთ შორდებიან რეალობას და მუდმივად რჩებიან პირობითობების იმ სამყაროში, რომელშიც ღალატიც ხდება, გასროლაც, სიკვდილიც, მაგრამ ფარდის დახურვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ არც ღალატი იყო ნამდვილი და არც გასროლა, მკვდარი კი წამოდგება, მტვერს ჩამოიფერთხავს და კულისებში გავა… პირობითობა თითქოს დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხნით, მხოლოდ ერთი ღამით. მეორე დილას მსახიობები რეპეტიციაზე მივლენ, სადაც სხვა პირობითობებში მოქცეულები კვლავ რაღაცას გაითამაშებენ, საღამოს კი ისევ სპექტაკლი და პირობითობები, ისევ ღალატი, ისევ გასროლა, ისევ სიკვდილი, შემდეგ კი წამოდგომა, სცენის მტვრის ჩამოფერთხვა და შინ წასვლა. მსახიობმა (მასხარამ) პირობითობები თეატრში უნდა განახორციელოს, სცენაზე უნდა წარმოადგინოს და ითამაშოს, მაგრამ იქიდან ცხოვრებაში არ უნდა გადაიტანოს. ხუთი თუ ექვსი საუკუნის წინათ შექსპირის მიერ ჰამლეტის პირით ნათქვამი დღესაც ძალაში უნდა დარჩეს: “კარი მაგრა ჩაუკეტე, რომ თავის სახლს გარეთ მასხარაობა ვერსად შეძლოს!”

პოლიტიკა, მართალია, საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, საჯარო საქმიანობაა და მასში მონაწილეობას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ემოციური ფონით დატვირთული სპეციალობის ადამიანებმა, როდესაც ისინი სახელმწიფოს სათავეში ექცევიან, შესაძლებელია, მძიმე პრობლემები შექმნან. ისტორიამ ბევრი ასეთი მაგალითი შემოგვინახა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ზელენსკის საქციელი მხოლოდ მისი პროფესიით (მასხარა) აიხსნას, მაგრამ განა მისი უმთავრესი პრობლემა არასერიოზულობა არ არის?! განა მისი პრობლემა საკუთარი მდგომარეობისა და პასუხისმგებლობის მასშტაბების ზედაპირული აღქმა არ არის?! ამ ზედაპირულობის ბრალია ის, რომ ზელენსკი ვერ აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის სიმძიმეს:

* ზელენსკი არის დასავლეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე წამოგებული მასხარა, რომლის ხელითაც და რომლის მმართველობის პერიოდშიც გარეშე ძალებმა არამხოლოდ მილიონების სიცოცხლე შეიწირეს უკრაინაში, არამედ სახელმწიფო გაანადგურეს;

* ზელენსკი არის დასავლეთის პროვოკაციაზე წამოგებული მასხარა, რომელიც იმ მასშტაბის ჯალათად მოევლინა თავის ხალხსა და ქვეყანას, რომლის მსგავსი არ ახსოვს ისტორიას;

* ზელენსკი არის დასავლეთის პროვოკაციაზე წამოგებული მასხარა, რომელიც ისე დაუნდობლად და შეუბრალებლად ანადგურებს საკუთარ ქვეყანას, რომლის მსგავსი ყველაზე სასტიკ დამპყრობლებსაც არ ჩაუდენიათ მათთვის ყველაზე საძულველ ქვეყნებშიც კი;

* ზელენსკი არის დასავლეთის პროვოკაციაზე წამოგებული ის მასხარა, რომელიც არ ჩერდება მას შემდეგაც კი, რაც უკვე ნათელია, რომ სხვა სახელმწიფოთა ინტერესების სანაცვლოდ საკუთარი ხალხის გაწირვის უპრეცედენტო მაგალითი შექმნა.

დასავლური პრესა უკვე ღიად დასცინის ზელენსკის.

* ზელენსკის უკვე უწოდეს ნარკომანი, რომელიც ფულის ახალი დოზის მისაღებად ყველაფერზე მიდის;

* ზელენსკი უკვე შეადარეს ინტერნეტ-გამომძალველებს;

* ზელენსკის საქციელს ყველაზე უსირცხვილო ფარსი უწოდა აშშ-ის კონგრესმენმა ჯეი დი ვენსმა.

რამდენი ფინანსური და სამხედრო დახმარებაც უნდა აღმოუჩინონ ზელენსკის, იგი ვერასოდეს დაამარცხებს რუსეთს, ვინაიდან საამისო პოტენციალი არათუ უკრაინის არმიას, მთელ დასავლეთს (ერთად აღებულს) არ აქვს. მიუხედავად ამისა, დასავლეთი კუნთების დემონსტრირებაზე გადადის: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. ნატოში განიხილავენ,  როგორ შეუძლია აშშ-ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება. გრანდიოზულ წვრთნებში, რომლებსაც სახელად „მტკიცე მცველი 2024″ („Steadfast Defender 2024″) უწოდეს, ალიანსის 90 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის, განცხადებით, დასავლეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან კონფლიქტისთვის.

არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, რა დონის სახელმწიფო მოღვაწეები მონაწილეობენ ამ მასშტაბის ღონისძიების დაგეგმვაში, მაგრამ, როგორი გასაკვირიც უნდა ჩანდეს, ღონისძიების დაგეგმვაც და ომისა და მშვიდობის საკითხისადმი მათი საერთო მიდგომაც მასხარათა მიდგომას მაგონებს. დასავლეთში ყველგან მასხარას ხელი ჩანს, რომელიც გულისამრევად არასერიოზული და მიუტევებლად ზედაპირულია. დღეს მთელი დასავლეთი პროფესიით მასხარა ზელენსკიზე მასხარად გამოიყურება. ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც მათგან შეიძლება ველოდოთ, მსოფლიო ომის პროვოცირება იქნება, რადგან არც ერთი რესურსი საზოგადოებრივი პროგრესისთვის მათ აღარ შემორჩათ, მაგრამ მთელი კაცობრიობის დაღუპვისთვის ბიძგის მიცემის რესურსი ჯერ კიდევ გააჩნიათ. ღვთაებრივისგან მთლიანად დაცლილ დასავლეთში გამასხარავებული სატანა ბორგავს და მძლავრობს. ამ გამასხარავებულ სატანას ამერიკაში ჯოზეფ ბაიდენის სახე აქვს; დიდ ბრიტანეთშირიში სუნაკის; გერმანიაში ოლაფ შოლცის; საფრანგეთში ემანუელ მაკრონის; იტალიაში – ჯორჯა მელონის; პოლონეთში – ანჯეი დუდას; ევროკავშირში – ურსულა ფონ დერ ლაიენის, შარლ მიშელის, ჯოზეფ ბორელის და ა.შ. საქართველოში… თუმცა საქართველოში რა ჩამოთვლის?! ამოცანა კი ისაა, რასაც შექსპირი გვასწავლის: კარი მაგრა ჩაუკეტე, რომ თავის სახლს გარეთ მასხარაობა ვერსად შეძლოს!”

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here