Home ახალი ამბები საქართველო მამუკა მდინარაძე: ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს...

მამუკა მდინარაძე: ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი – იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, პირდაპირ ეთერში ანახეს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას

62

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რასაც ისინი არ აღიარებდნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესისას, თუ როგორ დადიოდნენ ბრიუსელში კორიდორებში, რომ არ მოეცათ თავისუფალი რეჟიმი- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში ანახეს ჩვენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. გუშინ მათ ფაქტობრივად ღია ეთერებით გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად: საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა – ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზოტიურს იტყვის საქართველოზე – საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის.

ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი და მათი მოკავშირე ენჯეოები გაზაფხულზეც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი წყდებოდა. თუკი ვინმეს შინ და გარეთ აქამდე კიდევ ეპარებოდა ეჭვი, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებამ, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დაადასტურა, თუ რატომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და რატომ არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს, რატომ ცდილობენ ჩაშალონ ომბუდსმენის არჩევის პროცესი.

ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა. ოპოზიციაზე და ენჯეო სექტორზე ოლიგარქიული გავლენების გამო, საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლას ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟით პასუხობს, ხოლო ნაწილს არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ენჯეოების მიერ დადგენილ ტრენდს ასცდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ორდღიანი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here