Home ახალი ამბები საქართველო მალგოჟატა გოშევსკა – პოლონეთის საელჩოსთან  გაუთავებელი რიგებია, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში...

მალგოჟატა გოშევსკა – პოლონეთის საელჩოსთან  გაუთავებელი რიგებია, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში არა იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა უყვართ, არამედ სოციალური გაჭირვების გამო

66

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის მალგოჟატა გოშევსკას განცხადებით, ის ვერ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სოციალური პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული და ამას ისიც მოწმობს, რომ პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ამის შესახებ მალგოჟატა გოშევსკამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მედიასთან ისაუბრა სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე და ასევე სოციალურ პრობლემებზე.

„ზოგადად მე ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევ ჩვეულებრივ, საშუალო დონის ადამიანის ცხოვრებას და მდგომარეობას საქართველოში, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა. პოლონეთში ჩემი პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავდაპირველად ორიენტირებული იყო ზუსტად იმაზე, რომ გადაეჭრა სოციალური პრობლემები, გაეტარებინა კონკრეტული სოციალური პროგრამები და ამას საქართველოს ხელისუფლების მაგალითზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ეს აქ არ ჩანს და ამაზე თუნდაც ისიც მოწმობს, რომ პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პოლონეთი უყვართ და იქ უნდათ ყოფნა, არამედ სოციალური გაჭირვების გამო. რიგებია, რასაც ვაკვირდებით“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here