Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ურთიერთობებით

ლავროვი: საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ურთიერთობებით

80
ლავროვი: საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ურთიერთობებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ.

ტელეკომპანია „როსია 24“-სა და „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სერგეი ლავროვმა გაიხსენა, თუ როგორ ჰქონდა რუსეთს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს შეთანხმება საქართველოსთან, ამ ქვეყნიდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანისა და ერთ-ერთ მათგანზე საერთო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ამასთან, იგეგმებოდა უმეტესად ქართველი სამხედროების მომზადება.

„როდესაც ჩვენ შევასრულეთ შეთანხმებების ჩვენი ნაწილი და გავიყვანეთ ბაზები, სააკაშვილმა კატეგორიული უარი თქვა ამ ცენტრის შექმნაზე“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მაშინდელ, მშვიდობიან გარემოშიც კი, “მოგვატყუეს”.

“იმ დროს ეს იყო სააკაშვილი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მისმა კურატორებმა მას უთხრეს: რუსეთთან არანაირი ერთობლივი ცენტრი არ არის საჭირო”, – განაცხადა მინისტრმა.

ახლა საქართველოში ხელისუფლება, დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, თავისი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და პასუხობს, რომ რუსეთთან ვაჭრობა და ტურიზმი აქვთ, ენერგორესურსებს იღებენ.

„მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ისურვებდნენ საქართველოც გადაექციათ რუსეთის კიდევ ერთ გამაღიზიანებლად და დაებრუნათ სიტუაცია იმ „სააკაშვილისებურ“ აგრესიულ დროში“, – განაცხადა ლავროვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here