Home ახალი ამბები კუბლაშვილი: არ მქონდა მისთვის ფოტოს გადაღების უფლება, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა ზედამხედველობა

კუბლაშვილი: არ მქონდა მისთვის ფოტოს გადაღების უფლება, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა ზედამხედველობა

1721

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატ, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის ოჯახმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეში დაკავებულად ცნობა მოითხოვა.

როგორც მან  ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა. თემირლანი სიცოცხლეში დაკავებული იყო, ვინაიდან დაჭრილს საავადმყოფოში 3-4 ადამიანი ედგა თავზე და ადვოკატს მისთვის ფოტოს გადაღების უფლებასაც კი არ აძლევდნენ.
”ჩვენ მოვითხოვეთ, ცოტა რთულია ამის მოთხოვნა, რომ თემირლანი მის სიცოცხლეში დაკავებულად იყოს ცნობილი. თუ ჩვენ ვიაზრებთ და ვთანხმდებით, რომ დაკავებისთვის არსებობს შესაბამისი საპროცესო ვალდებულებები განსახორციელებელი და ისინი ვერ განხორციელდა და ამ პროცედურების დაუცველობის გამო იგი დაკავებულად ვერ იქნება ცნობილი, მაშინ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა უფლებით ახორციელებდა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმში საავადმყოფოში მის თავთან 3-4 პირის მხრიდან დაცვას და ზედამხედველობას?! მაგალითად მე არ მქონდა მისთვის ფოტოს გადაღების უფლება. შევედი პალატაში, მინდოდა ფოტო გადამეღო და მითხრეს, რომ ტელეფონის გამოყენების უფლება არ მქონდა. რა უფლებით ხორციელდებოდა ეს? აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ იგი დაკავებული იყო. ჩვენ მოვითხოვთ და ვაჟღერებთ ოჯახის განცხადებას, რომ რაღაც ფორმით ჩაგვრთონ დაკავების საკითხებში”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here