Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – ვაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული...

კელი დეგნანი – ვაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ირანულ თვითმფრინავზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს

34

ვაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კელი დეგნანმა ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება თვითმფრინავს, ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო არ იქნება გამოყენებული, როგორც უკანა კარი სანქციების გვერდის ავლისთვის. ვაგრძელებთ საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი გვერდის ავლის საშუალებები არ იყოს. ასე მუშაობს სანქციები ყველაზე ეფექტიანად, როდესაც ჩვენ, ყველა ვკეტავთ ქსელს და უზრუნველვყოფთ, როგორც ექსპორტის კონტროლის, ისე სანქციების დაცვას. გავაგრძელებთ ამის კეთებას ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან. ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ  განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. თემაზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here