Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – ლაშა ჩხიკვაძეზე: ამ საკითხისგან წესით არანაირი სკანდალი არ უნდა...

კელი დეგნანი – ლაშა ჩხიკვაძეზე: ამ საკითხისგან წესით არანაირი სკანდალი არ უნდა შეიქმნას, ეს არის რუტინული პროცესი

54

ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე და ამას, როგორც წესი, პირად საუბრებში ვაკეთებთ, რადგან ის ყველაზე ეფექტური გზაა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის ელჩს შეკითხვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დაუსვეს და ჰკითხეს, არის თუ არა ეს მოსამართლე სანქცირებული.

„ჩვენ საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე და ამას, როგორც წესი, პირად საუბრებში ვაკეთებთ, რადგან ის ყველაზე ეფექტური გზაა. ხანდახან საჯაროდაც ვსაუბრობთ, იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხზე დიდი შეშფოთება გვაქვს და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას, დროულობასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით.

მხოლოდ აშშ-ს არ გამოუთქვამს ეს შეშფოთება, ასევე სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობოებსა და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსა იგივე შეშფოთება ჰქონდათ. ეს არის საკითხი, რომლისგანაც წესით არანაირი სკანდალი არ უნდა შეიქმნას. ეს არის რუტინული პროცესი, როცა გაცვლითი პროგრამებით სარგებლობენ სხვადასხვა სახის სპეციალისტები, მათ შორის მოსამართლეები, პროკურატურის ან სხვა სამსახურის თანამშრომლები, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას. ეს არის რუტინული პროცესი, როდესაც ხდება შერჩევა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

http://kvira.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here