Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე: როდესაც რამდენიმე მოსამართლე ასეთ ბრალდებას უყენებს საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს, აქ...

ირაკლი კობახიძე: როდესაც რამდენიმე მოსამართლე ასეთ ბრალდებას უყენებს საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს, აქ არის ერთადერთი გამოსავალი: ინფორმაცია უნდა იყოს უარყოფილი და თუ მოხდა, მაშინ რეაგირებაა საჭირო

34

აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე – ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა თემა ამოიწურებოდა, მაგრამ ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა მოიხსნება სწორი ინფორმაციის სწორად გავრცელებით,- განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ – ის ეთერში.

„აქ საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, თემას გვერდს მარტივად ვერ ავუვლით. როდესაც რამდენიმე მოსამართლე ასეთ ბრალდებას უყენებს საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს, აქ არის ერთადერთი გამოსავალი: ინფორმაცია უნდა იყოს უარყოფილი და თუ მოხდა, მაშინ რეაგირებაა საჭირო. კიდევ ერთხელ გავმეორებ, არავის არა აქვს არც სურვილი და ნება, რომ რამენაირად თავს დაესხას ელჩს, საელჩოს. უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here