Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვაკეთებთ ერთგვარ პრევენციას, რომ არ იყოს ისეთი აღქმა, თითქოს...

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვაკეთებთ ერთგვარ პრევენციას, რომ არ იყოს ისეთი აღქმა, თითქოს შეიძლება არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის აგენტად ყოფნა მისაღები იყოს

29

ჩვენ ვაკეთებთ ერთგვარ პრევენციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს ისეთი აღქმა, რომ შეიძლება არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის აგენტად ყოფნა იყოს მიღებული. ეს ასე ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი აღნიშნავს, რომ მათი ბოლო განცხადება საზოგადოებისთვის სიახლის შემცველი არ უნდა იყოს.

„ის, რომ აგენტურის ქსელი არსებობს, ბუნებრივი მოვლენაა სახელმწიფოში. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ლოგიკურად გავაგრძელოთ ის პროცესი, რასაც საზოგადოების ინფორმირებულობა ჰქვია. ის, რომ ჩვენ ლოგიკურად დავაკავშირეთ ჩვენს წინა წერილებში ფაქტები ერთმანეთთან და მივედით დასკვნამდე, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდნენ. სამწუხაროდ, ამ ფაქტების ლოგიკური კავშირით, აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების საელჩო იყო ამის წამახალისებელიც და კოორდინატორიც. აქედან გამომდინარე, ის რომ საქართველოში იქნება ოკუპანტი ქვეყნის, შეერთებული შტატებისა თუ ნებისმიერი ქვეყნის აგენტი, ბუნებრივია, მიუღებელია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში საქართველოში სავარაუდოდ მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here