Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: დღეს ყველას, ვინც რუსეთის დაშლაზე ლაპარაკობს, რაღაცისთვის სჭირდება ეს; ვიღაცამ დაუკვეთა,...

გულბაათ რცხილაძე: დღეს ყველას, ვინც რუსეთის დაშლაზე ლაპარაკობს, რაღაცისთვის სჭირდება ეს; ვიღაცამ დაუკვეთა, ასე რომ ილაპარაკოს და ლაპარაკობს კიდეც

269

რესპონდენტი რუსეთის დაშლის დეტალებზე ვერაფერს ამბობს, ისევე, როგორც ვერაფერს ამბობენ, როდის მიგვიღებენ ნატოში, რადგან უსასრულო პროცესია, ზუსტად ანალოგიური უსასრულო პროცესია რუსეთის დაშლის მოლოდინიც

რამდენიმე დღის წინათ ერთერთ გამოცემაში დაიბეჭდა ინტერვიუ სათაურითსაქართველო მზად უნდა შეხვდეს რუსეთის დაშლას”…  ეს ინტერვიუ არ მოხვდებოდა ჩვენი ყურადღების ცენტრში, რომ არა ერთი გარემოება _ რესპონდენტი ანდრო გოცირიძე თურმე უსაფრთხოების სპეციალისტია. როგორც ჩანს, მას უსმენენ და საზოგადოებაზეც გავლენას ახდენს. ამ ინტერვიუს კომეტნარებში წერენ: “დაიშლება, ყველა იმპერიის ბოლო ეგ არისისტორიული კანონზომიერებაა: იყო ალექსანდრე მაკედონელის იმპერია _ დაიშალა, დასავლეთ რომის იმპერია _ დაიშალა, აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერია _ დაიშალა, მონღოლთა იმპერიაოქროს ურდო” _ დაიშალა, რომის საღვთო იმპერია _ დაიშალა, რუსეთის იმპერია _ დაიშალა, ოსმალეთის იმპერია _ დაიშალა, სსრკ დედა ეტირა”…

დაიშლება თუ არა რუსეთის სახელმწიფო და არის თუ არა ამის წინაპირობა დღეს ან უახლოეს მომავალში, გვესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

 _ ბატონო გულბაათ, უსაფრთხოების სპეციალისტი გოცირიძე ერთერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს: “რა შედეგითაც უნდა დასრულდეს რუსეთისთვის უკრაინაში ომი, ეკონომიკურად მაინც დამანგრეველი იქნება. სანქციები ნელი მოქმედების ნაღმია და სავსებით შესაძლებელია, რუსეთის დაშლას შეუწყოს ხელი, თუმცა ეს მალე არ მოხდება. სცენარის ამგვარმა განვითარებამ, რუსეთის სწრაფად დაშლას ვგულისხმობ, შესაძლოა, მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას დიდი საფრთხე¬ შეუქმნას. რუსეთი¬ ტოტალიტარული, უნიტარული სახელმწიფოა და ავტონომიური წარმონაქმნების უფლებები გარანტირებული¬არ აქვს”.

_ ეს იდიოტიზმია. ეს ადამიანი, არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ სისულელეს ლაპარაკობს. ის ამბობს, _ „რუსეთის დაშლა მალე არ მოხდება“… ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი არ დაიშლება და, ვინც ამ თემაზე საუბრობს, დარწმუნებული არ არის თავის სიტყვებში. უბრალოდ, საზოგადოებას “აბოლებს”, თანაც იმაზე ფიქრობს, ადამიანებს მისი ნათქვამი გაახსენდებათ თუ არა… სავარაუდოდ, ეს სიტყვები არავის გაახსენდება, თუ ვინმეს გაახსენდება, ავტორს ვერ გაიხსენებს. დღეს ვინც რუსეთის დაშლაზე ლაპარაკობს, ყველას რაღაცაში სჭირდება ეს; ვიღაცამ დაუკვეთა, ასე რომ ილაპარაკოს და ლაპარაკობს კიდეც.

ჩვენში არსებობს გამოცემები ყვითელი, დაბალი ხარისხის, მაგრამ ტირაჟირებული და დაფინანსებული სოროსის ფონდისა და ვიღაც-ვიღაცების მიერ. ასე რომ, ინტერვიუ, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლოა, დაკვეთით მომზადდა და ამ სიტყვების ავტორი დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი ნამდვილად დაიშლება. რესპონდენტი რუსეთის დაშლის დეტალებზე ვერაფერს ამბობს, ისევე, როგორც ვერაფერს ამბობენ იმაზე, როდის მიგვიღებენ ნატოში, რადგან უსასრულო პროცესია. ზუსტად ანალოგიური უსასრულო პროცესია რუსეთის დაშლის მოლოდინიც.მაგრამ მიზანი, რომ რუსეთი დაიშლება, ხალხის ქვეცნობიერში უნდა ჩაიდოს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია მოხდეს. ეს არის მიზანი ისეთი ინტერვიუებისა, რომლის მსგავსზეც ახლა ვსაუბრობთ

საქმე ის არის, რომ რუსეთის ეკონომიკა, მიუხედავად ყბადაღებული სანქციებისა, წინ მიდის, ხოლო ევროპის ეკონომიკა ნელ-ნელა ეცემა. არავინ ელოდა ევროპის ეკონომიკის ასეთ უკუსვლას, მაგრამ ფაქტია. გერმანიის კანცლერი შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე მეტი კლოუნი გახდა. ახლა ჩავიდა კანადაში და პრემიერმინისტრს ეხვეწება, რაღაცით მაინც დაეხმაროს, მაგრამ კანადას არ შეუძლია მისცეს გერმანიას არც თხევადი ბუნებრივი აირი და არც სხვა ტიპის ენერგოშემცველები; ხელი მოაწერეს უსაგნო მემორანდუმებს, რომ ოდესღაც ერთობლივად გამოუშვებენ აკუმულატორებს, დამტენებს და ა.შ.

ყველანი კარგად ვხედავთ, რომ რუსული რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა. შეხედეთ ევროს, რა დაემართა. ვალუტების კურსი ცვალებადია, მაგრამ ევროს კურსის დაცემა განპირობებულია ევროპის ეკონომიკის დაცემით. მეტსაც გეტყვით, საქართველოდან თუ მანამდე ევროპაში გარბოდა ხალხი, ახლა ცდილობენ, კანადასა და ამერიკას შეაფარონ თავი. ყველამ გაიგო, რომ ევროპაში ფულს ვეღარ “იშოვნიან”, ამიტომ ცდილობენ, ამერიკაში წავიდნენ; ჰგონიათ, იქ გამოიმუშავებენ დიდ ფულს. სატყუარაა, მაგრამ ძალიან კარგია. ნეტავ, ამერიკაც მოხსნიდეს ვიზებს და შეესიონ ამერიკას ყველანი, რათა თავიანთი თვალით ნახონ, რა ხდება იქ.

_ “გასაგებია, რუსეთი რომ თვითკმარი სახელმწიფოა, მაგრამ გლობალურ პირობებში დამოუკიდებლად არსებობა არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია. საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშვას აუცილებლად მოჰყვება რეცესია და დაღმასვლა, რომელიც უკვე დაწყებულია. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ის, რომ ასწლეულების განმავლობაში პირველად რუსეთმა საგარეო ვალის დაფარვა ვერ შეძლო. მის ბუნებრივ და ძვირფას რესურსებს _ ნავთობს, ბუნებრივ აირს, ოქროს, ალმასს, ხეტყესა თუ ხიზილალას საერთაშორისო ბაზარი სჭირდება, რადგან თავად ქვეყანაში მოთხოვნა იმდენი არ არის, რომ რუსეთში დიდი ინვესტიციების კლიმატი შექმნას. რუსეთი ბუნებრივი რესურსებითა და ნედლეულით ნამდვილად მდიდარია, მაგრამ მსოფლიოში¬შეუცვლელი სახელმწიფო არ არსებობს. განვითარებული ქვეყნებისთვის რუსული ნავთობისა და გაზის შეცვლა მარტივად შეიძლება”, _ აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტი გოცირიძე

_ გავიმეორებ:ეს კაცი სისულელეს ლაპარაკობს, რადგან, როდესაც ვალის დაფარვას ახსენებს, არ ამბობს, რომ ამერიკაც ვერ ფარავს ვალს და კანონს იღებს, დეფოლტში არ ვარო

რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეცვლა რომ მარტივი არ არის, ხოლო საქართველოში ე.წ. სპეციალისტები ამბობენ, მარტივიაო, აი, აქ შეიძლება განსაზღვრო, ამ ე.წ. სპეციალისტების დონე. აქ, ამ ქვეყანაში, როგორი მთავრობა და ოპოზიციაც გვყავს, ისეთივე სპეციალისტები არიან ამა თუ იმ საქმის, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა, ჟურნალისტიკა და რაც გნებავთ… რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის შემცვლელი რომ არ მოინახა, ამაზე ზემოთ ვისაუბრე, როდესაც გასაცოდავებული, გაკლოუნებული გერმანიის კანცლერი ვახსენე. ასე რომ, სამწუხაროა, როდესაც საქართველოში მსგავს თემებზე ზერელედ საუბრობენ და ცდილობენ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ.

_ “რუსეთის იმპერიის შესაძლო დაშლა ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან თუნდაც ეკოლოგიურად დიდი საფრთხე იქნება საქართველოსთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივესალმოთ ამას, მაგრამ ეს რისკები უნდა გავითვალისწინოთ და თავი დავიზღვიოთ სწორი პოლიტიკით,” _ ამბობს გოცირიძე. დავუშვათ, ამ ადამიანის სიტყვები გამართლდა, რა მოხდება საქართველოში და რა საფრთხე გვემუქრება, თუ რუსეთი დაიშლება?

_ ფიგურალურად წარმოვიდგინოთ რუსეთის დაშლა, ასევე, ფიგურალურად წარმოვიდგინოთ, რომ წამოვიდა ცუნამი, როგორიც 2011 წელს იაპონიას დაეცა თავს, რომელმაც წალეკა ყველაფერი. ის ცუნამი არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რომელიც რუსეთის დაშლას მოჰყვება, განსაკუთრებით _ საქართველოსთვის. თუ რუსეთი დაიშლება, წარმოდგენა არ მაქვს, როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომ გადავრჩეთ. ამის წარმოდგენაც კი  მზარავს. ეს ვინმე გოცირიძე რომელ სწორ პოლიტიკაზე საუბრობს და რაში ხედავს გამოსავალს, ალბათ, თავად მას უნდა ვკითხოთ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here