Home ახალი ამბები საქართველო გია ცაგარეიშვილი: დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ აკაკი ბობოხიძის „გულწრფელობა“, რომ...

გია ცაგარეიშვილი: დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ აკაკი ბობოხიძის „გულწრფელობა“, რომ ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე, ტერორით მართავდნენ საქართველოს

116

დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ მისი „გულწრფელობა“ სადღაც ათი წლის თავზე იმასთან დაკავშირებით, თურმე ისინი ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე და ზოგადად, იყვნენ მოძალადე ბუნების პოლიტიკოსები, რომლებიც ატერორებდნენ, არბევდნენ და ასე მართავდნენ საქართველოს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა, აკაკი ბობოხიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ძალადობას ეფუძნებოდა.

მისი თქმით, ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიგო, რა შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა ამ ხალხს, როცა 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდნენ.

„ჩემი აზრით, გაუგებარი განცხადებაა. ბატონ ბობოხიძეს თავის ყოფილ, თუ ახალ მეგობრებთან ერთად ჰგონია, რომ თურმე, უნდა აღეზარდა ქართველი ხალხი, ეს ვერ შეძლო, რადგან მისი და თავისი მეგობრების აღზრდის ეს პრინციპი ეყრდნობოდა თურმე, ძალას და ძალადობას. ჯერ რა გვჭირს ქართველ ხალხს ბობოხიძის აღსაზრდელი? ამით უნდა დავინტერესდეთ, ან ადეიშვილის აღსაზრდელი, მეგის ქარდავას, სააკაშვილის ან რომელიმე სხვა კრიმინალის აღსაზრდელი? – ესაა აქ მთავარი კითხვა და რა თქმა უნდა, აღიარება იმისა, რომ მათი მმართველობა ეფუძნებოდა ძალადობას. დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ მისი „გულწრფელობა“ სადღაც ათი წლის თავზე იმასთან დაკავშირებით, თურმე ისინი ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე და ზოგადად, იყვნენ მოძალადე ბუნების პოლიტიკოსები, რომლებიც ატერორებდნენ, არბევდნენ და ასე მართავდნენ საქართველოს. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო, ნათქვამია, მაგრამ მგონი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიგო, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა სურდათ ხალხისგან, რა შორსმიმავალი მიზნები ჰქონდათ, როცა ისინი 2003 წელს მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ეს ის საზოგადოებაა, რომელთა რბევას, სხვათაშორის, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შუქურა უწოდეს. ვაი, ასეთ შუქურას, რომელიც წვავს და ანადგურებს ყველას და ყველაფერს თავის გარშემო“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here