Home ახალი ამბები საქართველო “გგონიათ, რომ პუტინი ჩემ გამო ომს დაიწყებს? ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო...

“გგონიათ, რომ პუტინი ჩემ გამო ომს დაიწყებს? ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში” – სტეფანე

122

“გგონიათ, რომ პუტინი ჩემ გამო ომს დაიწყებს? ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში” – მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

12 ივლისს ბათუმში გამართულ კონცერტზე სტეფანე მღებრიშვილმა სიმღერა – Putin Khuylo შეასრულა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, ამ სიტყვების გამო ქართველები მას უსურვებენ, რომ რუსებმა სცემონ.

“2009-ში ვიმღერეთ პირველად სიმღერა – We Don’t wanna Put in. იმის მერე რამდენჯერ მაქვს ნამღერი ამ 13 წლის განმავლობაში, თეორიულად ვერ დაითვლება. რაც ლაივ-კონცერტებს ვმართავ, ყველგან ამ სიმღერას ვმღერი. რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ის “პუტინ ხუილო” ჩავამატეთ.

არ არის ხუილო, ტერორისტი და ბავშვების მკვლელი? გგონიათ, რომ ჩემ გამო ომს დაიწყებს? თუ ასე გგონიათ, მაშინ არ არის კარგად თქვენი საქმე.

რაც შეეხება იმას, 2008-ში ბილეთი ავიღე და გავიქეცი ქვეყნიდან… კი, ბილეთი ავიღე, ოღონდ პირიქით, საფრანგეთიდან და სასწრაფოდ ჩამოვფრინდი, როცა ომი დაიწყო, ჩემი ორი თვის შვილთან და ოჯახთან და აქ ვიყავი სულ.

მე ვარ მუსიკოსი, ეს არის ჩემი გამოხატვის ფორმა. თქვენ კიდევ საკუთარი სახელებით დარეგისტრირებული ქართველები (ზოგს რუსულად გიწერიათ სახელი და გვარი) ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში.

“აბა, ჩადი და პირში უთხარი” – ჩავდიოდი და უნდა მეთქვა, ევროვიზიას შეეშინდა და დამბლოკეს. მტკიცედ მივდიოდით. მაგის შემდეგ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ვიმღერეთ ეს სიმღერა, შიში თუ იყო, აქამდე იქნებოდა… მოვრჩი ამ თემაზე საუბარს. არ მეცალა აქამდე, სულ გზაში ვართ და ვმუშაობთ, თქვენგან, მოცლილებისგან განსხვავებით” – წერს სტეფანე.

https://www.palitravideo.ge/video/146369-ggoniat-rom-putini-chem-gamo-oms-daicqebs-verc-xvdebit-ra-donis-mdabio-xalxi-xart-maniak-putins-rom-icavt-sakutar-kveqanashi-stepane/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here