ოთხშაბათიდან, 22 ნოემბრიდან, ყველგან, სადაც იყიდება გაზეთები, იკითხეთ “საქართველო და მსოფლიოს” ახალი, 43-ე ნომერი

    3527

    საქართველო და მსოფლიოს” ახალ ნომერში წაიკითხავთ: 

    * რა ბედი ელის ლარს, რომელიც “სიცივეში ვარდება” და “ფუნდამენტიდან გადახრილია”?
    ქუმსიშვილი ლარის კურსზე პროგნოზს ვერ და არ აკეთებს, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნიდან ამაყად საუბრობს იმაზე, როგორ აჟრიალებდა ბღუჯა ლარის დანახვაზე. დოლარის მიმართ ლარი, კარგა ხანია, ბღუჯაზე მეტია და ვიცეპრემიერის ჟრიალის ამპლიტუდის მატებაც აშკარად აისახება მის კომენტარზე.

    * “პატარა სათამაშო დიდი მოთამაშეების ხელში”
    საქართველო, როგორც ამერიკულ ჩიზბურგერში ყველი, ისე აღმოჩნდება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩაფენილი.

    * როგორ მზადდებოდა “ვარდების რევოლუცია” და როგორ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება “არმაგედონმა”
    “ჟვანია იდგა ბუხართან, კარისკენ ზურგით, რომ შემობრუნდა, ხელები უცახცახებდა და ტიროდა”.

    * “ავღანეთში იმისთვის ვიომეთ, რომ ქართული პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე სომხურმა კომპანიებმა შეიტანონ?”
    არ გეგონოთ, ამერიკა გამონაკლისია. იგივე ხდება ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, სადაც “ბორჯომს” არა მხოლოდ აწერია, რომ სომხეთშია დამზადებული, არამედ სომხური წარწერებით არის დამშვენებული. ავსტრიაში სომხურად საღდება სულგუნი, აჯიკა, “ნაბეღლავი” და “საფერავი”.

    * “მხოლოდ ერის კონსოლიდაციით შეიძლება იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელსაც სოდომიის იდეოლოგიის პროპაგანდა ჰქვია”
    “ერები, რომლებიც ამ დასავლური ღირებულებების კულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან”.

    * “ვინ ყიდულობს უკრაინას და რა ელის საქართველოს?”
    მსოფლიო ბანკი უკრაინას სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმებას აიძულებს და ქვეყანას, რომლის ვალმაც უცხოელი პარტნიორების მიმართ მშპ-ის 94%-ს მიაღწია, სწორედ უცხოელებისთვის მოუწევს ნაყოფიერი მიწის მიყიდვა.

    * “ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ ავტორს “ტოლერანტობის ქომაგის სიგელი გადასცეს”
    “ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ გავარჩიე, ვინ მონაწილეობდა ჩემ წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი…”

    * ენძელა მაჭავარიანი: “ამ კომიტეტში, პარლამენტში რა არის ასე მძიმე სამუშაო…”
    პარლამენტარი ქალბატონის აზრით, დეპუტატებისთვის ხელფასის მომატების საკითხი უნდა გადაიხედოს და ეს მაშინ, როცა მისი ყოველთვიური გასამრჯელო 3905 ლარია, საქართველოში კი დაახლოებით 900 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია, საარსებო მინიმუმი 174 ლარია, პენსია _ 180 ლარი.

    * “შემაგინე და გაგაშუქებ!”
    რა პრინციპით მუშაობენ დღეს ქართული ტელევიზიები, რატომ გადაიქცა ტელესივრცე კოლექტიურ “რუსთავი 2”-ად და ვინ ურჩევს მათ “გასაშუქებელ “აქტუალურ” თემებს?

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here