Home ახალი ამბები მსოფლიო გერასიმოვის დოქტრინა და სპეცოპერაცია უკრაინაში

გერასიმოვის დოქტრინა და სპეცოპერაცია უკრაინაში

234

უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარსარდლად ვალერი გერასიმოვის დანიშვნის მთავარი მიზეზი დოქტრინაა, რომელიც მან 2013 წელს გამოაქვეყნა (მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მოხდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებამდე ერთი წლით ადრე, მაგრამ ფართომასშტაბიანი მოვლენების ფონზე, სახელწოდებითარაბული გაზაფხული“), _ წერს გამოცემა ukraina.ru შეფრედაქტორი ზახარ ვინოგრადოვი.

ვალერი გერასიმოვი, როცა თავისი დოქტრინით (იმხანად მას ასე არ ერქვა) სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე წარდგა, მხოლოდ ექვსი თვის დანიშნული იყო რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსად.  გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება იყო რეაქცია „ფერადი რევოლუციების“ თეორიაზე, უფრო ზუსტად, რეაქცია „ფერადი რევოლუციების“ ტალღაზე, რომელმაც გამოიწვია „არაბული გაზაფხული“, და აშშ-ის არაოფიციალური ქმედებების შედეგად რამდენიმე არაბულ სახელმწიფოში მთავრობა დაემხო. ამან გამოიწვია ქაოსი და ამ ქვეყნების თითქმის სრული დაქვემდებარება აშშ-ისადმი. გერასიმოვმა გააცნობიერა, რომ „ფერადი რევოლუციები“ ამა თუ იმ ფორმით მიაღწევდა პოსტსაბჭოთა სივრცემდე და  თავისი პასუხი მოამზადა.

რა არის გერასიმოვის დოქტრინის არსი?

უწინარესად, მთელი მმართველობის მკაცრი ცენტრალიზაცია _ არა მხოლოდ სამხედრო და არა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის, არამედ მთელი მმართველობის: მატერიალური რესურსებით, ჯარებით, დიპლომატიური დეპარტამენტებით, ქვეყნის პოლიტიკური ადმინისტრაციით, საინფორმაციო რესურსებით. გერასიმოვის თქმით, სწორედ ასეთი მკაცრად ერთიანი ადმინისტრაციის არარსებობა ქმნის ქვეყნის რყევის წინაპირობებს. სწორედ მმართველობის ფრაგმენტაცია აძლევს საშუალებასფერადი რევოლუციებისორგანიზატორებს, შექმნან ქაოსი, რომელიც გადატრიალებას იწვევს. მაგალითად, თუ საინფორმაციო რესურსებს (მათ მცირე ნაწილსაც კი) შეერთებული შტატების საელჩოსრევოლუციონერებიაკონტროლებენ, ეს უკვე ქმნის წინაპირობებს სახელმწიფო ძალაუფლების შესარყევად. „ფერადი რევოლუციის“, არსით სამოქალაქო ომის, მომენტში მასთან დაპირისპრება ყველა რესურსის ერთ ხელში კონცენტრაციით შეიძლება. სამხედრო და სამოქალაქო რესურსების ცენტრალიზაცია ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რათა ჯარები უზრუნველყონ ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ. ცენტრალიზაცია გულისხმობს როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს, მაგრამ არა მხოლოდ. საქმე ის არის, რომ გერასიმოვის დოქტრინა უარყოფს მეცხრამეტე საუკუნის სამხედრო თეორეტიკოსის, კარლ კლაუზევიცის, ზოგიერთ იდეას. მაგალითად, იდეას, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა საშუალებებით. გერასიმოვის დოქტრინა, პირიქით, ვარაუდობს, რომ ახალიჰიბრიდული ომებისპერიოდში პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სამხედრო საკითხების გადაწყვეტა, იყოს სამხედრო ოპერაციების გაგრძელება, ისევე, როგორც დიპლომატია. გარდა ამისა, გერასიმოვის დოქტრინა გვთავაზობს „დასავლური დემოკრატიის“ სისუსტეების გამოყენებას, როდესაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება ხანგრძლივი და მრავალდონიანი დისკუსიებით და უზრუნველყოფილია კონსენსუსური გადაწყვეტილებით. „დასავლური დემოკრატიის“ სისუსტეებთან დასაპირისპირებლად ასევე საჭიროა ცენტრალიზებული მართვა არა მხოლოდ ქვეყნის რესურსებით, არამედ ადმინისტრაციული, საინფორმაციო და პოლიტიკური ორგანოებით. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი „ფერადი რევოლუციის“ შეჩერება, რომელიც თანდათან გადადის სამოქალაქო ომში.

რეზიუმე                            

აშკარაა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალ მთავარსარდალს თეორიული „გერასიმოვის დოქტრინის“ პრაქტიკაში განხორციელება მოუწევს.  მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუბარია არა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გაყინვაზე, არამედ პირიქით _ მწვავე შეტევით ფაზაში გადაყვანაზე, რომელსაც მოჰყვება პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებები ძალის პოზიციიდან.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://ukraina.ru/20230111/1042553547.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here