Home ახალი ამბები საქართველო ფიზიკური ჯვარცმიდან  სულიერ ჯვარცმამდე

ფიზიკური ჯვარცმიდან  სულიერ ჯვარცმამდე

კაცობრიობის გადარჩენა რუსეთის ძლიერებაშია!

432
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი , გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო ..  პრანკერებმა (ვლადიმერ კუზნეცოვი, ალექსეი სტოლიაროვი) გააბრიყვეს და რუსეთში აშშის ყოფილ  ელჩ  მაიკლ  მაკფოლის  სახელით ტელეფონით ესაუბრნენ. ეს საუბარი გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე  ,,პრანკერების’’ მიერ გამასხარავებული რომელიმე სხვა პოლიტიკური პერსონის საუბარი ყოფილა. საქმე ისაა, რომ ,,პრანკერებმა’’  პოროშენკოს დასავლეთის პოლიტიკური ვერაგობისა და თაღლითობის  ისეთი  სქემა  გაახსნევინეს, რომელმაც დასავლეთის ლიდერთა მიერ ისედაც დროის მოსაგებად სჭირდებოდათ, რათა  ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან რაც შეიძლება მეტი შეიარაღება მიეღოთ: “მინსკის შეთანხმება მჭირდებოდა, რათა, სულ ცოტა,  ოთხნახევარი წელიწადმქონოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებისთვის, ეკონომიკის ასაშენებლად და ნატოსთან ერთად უკრაინული არმიის გასაწვრთნელად იმ მიზნით, რომ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო შეიარაღებული ძალა  შეგვექმნა“.

დონბასში ვითარების  მოსაწესრიგებლად გამიზნულ პირველ დოკუმენტს ხელი მინსკში 2014 წელს მოეწერა, ხოლო მინსკის მეორე დოკუმენტი 2015 წლითაა დათარიღებული. ამ დოკუმენტებში ჩაწერილი დებულებებიდან არც ერთი არ შესრულებულა და მოლაპარაკების პროცესი მთლიანად  ჩაფლავდა,  რის გამოც შვიდი წლის თავზე რუსეთი იძულებული შეიქნა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო. ახლა კი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი აღიარებს, რომ მას ეს დოკუმენტი მხოლოდ დროის გასაყვანად სჭირდებოდა, მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულება კი არც თავში გაუვლია ოდესმე და არც გულში.

უმძიმესი აღიარებაა. ესაა თაღლითური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არა მხოლოდ იმ ხალხის მიმართ,  რომელმაც პოროშენკოს საკუთარი ბედის მართვა ანდო, არამედ საერთაშორისო ვითარების მიმართაც. ეს არის  მსოფლიო უსაფრთხოების წმინდათაწმინდა საქმის მიმართ დანაშაულებრივი დამოკიდებულების ისეთი ნიმუში, რომელიც  კეთილი  ნების მქონე  ყოველ  ადამიანში განგაშს  უნდა იწვევდეს, რადგან სწორედ ეს არის ის, რაც პლანეტას გლობალური კატასტროფისკენ მიაქანებს.  აი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, როცა  ამა თუ იმ სახელმწიფოს სათავეში დამნაშავეები  აღმოჩნდებიან. იურისპრუდენციაში  არსებობს ინდივიდუალური და კოლექტიური დანაშაულის ცნებები.  კოლექტიურად (ჯგუფურად) ჩადენილი დანაშაული გაცილებით  მძიმე კატეგორიას განეკუთვნება,  ვიდრე ერთი (ცალკეული) ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული,  ვინაიდან კოლექტიური დანაშაულის ჩადენის დროს საქმე გვაქვს არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტთან, არამედ დანაშაულის კოლექტიურ ორგანიზებასთან,  რაც დანაშაულს ახალ, ფართო მასშტაბებს სძენს და იგი სხვა თვისებრიობაში გადაჰყავს.  ცნება კოლექტიური დანაშაული შემთხვევით არ გამხსენებია. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ გაზეთ “Die Zeit”- ისთვის მიცემულ ინტერვიუში (2022 წლის 7 დეკემბერი) სენსაციური განცხადება გააკეთა. მინსკის შეთანხმება მან შეაფასა “უკრაინისთვის დროის მიცემის მცდელობად, რათა იგი გაძლიერებულიყო. სწორედ ამან მისცა უკრაინას ძვირფასი დრო, რომ მომზადებულიყო”.  ექსკანცლერმა თქვა ისიც, რომ  “იმ დროს ნატოს ქვეყნები იმავე მოცულობით ვერ დაუჭერდნენ მხარს უკრაინას, რა მოცულობითაც ამას დღეს აკეთებენ“. ქალბატონმა მერკელმა ზუსტად ის გაიმეორა,  რაც ექსპრეზიდენტ პოროშენკოს ,,პრანკერებმა’’  ათქმევინეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მერკელმა ეს უკვე ჟურნალისტთან საუბრისას, ოფიციალურ ინტერვიუში განაცხადა.  ამ ნათქვამით ექსკანცლერმა არამხოლოდ ის დაადასტურა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მხრიდან პოლიტიკურ თაღლითობასა და დანაშაულს ჰქონდა ადგილი,  არამედ ისიც, რომ ეს დანაშაული კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და შეთანხმებაში უკრაინისა და დასავლეთის მხრიდან მონაწილე თანამდებობის პირები ჯგუფურ დანაშაულს სჩადიოდნენ.  შეთანხმებაში მონაწილეობდნენ ევროპული სტრუქტურები, კერძოდ,  ეუთო.  შეთანხმებას რუსეთთან ერთად ხელი მოაწერეს  უკრაინამ,  საფრანგეთმა  და გერმანიამ.  ახლა კი შეთანხმებიდან შვიდი წლის გასვლისა და უკრაინაში გაჩაღებული სამხედრო ბატალიების შემდეგ, რომელმაც ასიათასობოთ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკრაინა კი ნანგრევებად აქცია,  ირკვევა,  რომ სინამდვილეში არავითარი  შეთანხმება არ ყოფილა და დასავლელი თაღლითები უკრაინელ თაღლითებთან რუსეთის მოტყუების  დანაშაულებრივ  გარიგებაში შედიოდნენ. რა ჰქვია ამას? ამას დასავლეთის სახელმწიფოთა ხელმძღვანელების მიერ  ჩადენილი კოლექტიური დანაშაული ჰქვია, ვინაიდან შეთანხმებაზე ხელის მომწერი  (საფრანგეთი, გერმანია) სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ეს თაღლითური სქემა სხვა წამყვან დასავლურ სახელმწიფოთა ლიდერებისთვისაც, მათ შორის, აშშ-ისთვის, ცნობილი იყო.  ეს იყო დასავლეთის სამოქმედო პროგრამა იმისთვის, რომ უკრაინის კრიზისი ჩიხში შეეყვანათ და ამ გზით რუსეთი ფართომასშტაბიან ომში ჩაეთრიათ. სხვა რომ არაფერი, თუნდაც პოროშენკოსა და მერკელის აღიარებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთთან ომისთვის ამზადებდა  ფსიქოლოგიურად,  მორალურად, ფინანსებით,  შეიარაღებით,  საინფორმაციო და იდეოლოგიური მხარდაჭერით. უკრაინის ომი დასავლეთის მიერ ინსპირირებული ომია, რომელიც დასავლური კრიზისის აღმოსავლეთში გადმოტანის მიზნით იყო ჩადენილი, რასაც შედეგად რუსეთის დასუსტება და მისი დაშლა უნდა მოჰყოლოდა.  პოროშენკოსა და მერკელის აღიარება პირდაპირი გამართლებაა  რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისა.  დასავლეთმა რუსეთს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვის  ყველა სხვა გზა მოუჭრა, გარდა სამხედრო მოქმედებებისა.  მიზანიც ეს იყო.  თუ მიაქციეთ ყურადღება,  ჩემ  მიერ ზემოთ ციტირებულ წინადადებაში ყოფილი კანცლერი მერკელი ამბობს, რომ უკრაინის შესაიარაღებლად დრო უნდა მოგვეგოო,  მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან აზრს იგი მომდევნო წინადადებაში აყალიბებს: “იმ დროს ნატოს ქვეყნები იმავე მოცულობით ვერ დაუჭერდნენ მხარს უკრაინას, რა მოცულობითაც ამას დღეს აკეთებენ”.  მათ  უკრაინელი ფაშისტებისთვის მეტი  შეიარაღების მიწოდება და რუსეთისთვის უკრაინაში მეტი პრობლემის შექმნა სურდათ, ამისთვის კი  რუსეთის ომში ჩათრევა იყო აუცილებელი.  დასავლეთის მოხერხებულობა დასაფასებელია,  მათ ამ მიზანს მიაღწიეს,  მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ისინი საბოლოო მიზანსაც მიაღწევენ. შორია საბოლოო მიზნამდე,  ანუ რუსეთის დაჩოქებამდე და განადგურებამდე. დასავლეთში ბევრჯერ ეგონათ, რომ ამ მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ისტორიას ახსოვს,  რა შედეგებით მთავრდებოდა რუსეთის წინააღმდეგ მათ მიერ დაწყებული ომები. არის ამაში გარკვეული კანონზომიერება. ჩვენს გენიალურ პოეტსა და მოაზროვნეს ეს კანონზომიერება ასე აქვს დანახული და ახსნილი: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!” ერთი შეხედვით მკაცრ და პირქუშ რუსეთში სამართლიანობისა და სიკეთის ისეთი ძალა და მადლი იმალება, რომელსაც  ვერაფერი  ამარცხებს. ოსკარ უაილდი ამბობს: “დაუძლურებული სიკეთე უკვე ბოროტებაა!” გენიალური ნათქვამია  –  ძალაგამოცლილი, უნაყოფო და სტერილური სიკეთე საკუთარი არსის საპირისპიროში იწყებს გადასვლას  და ბოროტებისთვის ხელშემწყობ ფაქტორად ყალიბდება.  მხოლოდ აქტიურ და მებრძოლ სიკეთეს შეუძლია სიკეთედ დარჩენა, სიკეთის დაცვა და სიკეთის სამსახურში დგომა. რუსეთს დღემდე მოჰყვება შუასაუკუნეების ერთ-ერთ ფილოსოფიურ-სოციოლოგიურ ხედვაში გაცხადებული ჭეშმარიტება: “პირველი რომი იყო რომი, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, მესამე რომი არის მოსკოვი და მეოთხე რომი აღარ იქნება”. დასავლეთმა თვითონ ქრისტე ფიზიკურად პირველივე  საუკუნეში აცვა ჯვარს,  ქრისტიანული სულის ჯვარზე გაკვრას კი მთელი ოცი საუკუნე მოანდომა.  ახლა ეს საქმე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.  ქრისტიანული ფილოსოფია, ქრისტიანული მორალი და ქრისტიანული ჰუმანიზმი ისე გაძარცვეს შინაარსისგან, ისე ამოაყირავეს და გააშარჟეს, რომ  ამ დიდებული ცნებებისგან აღარაფერი დარჩა.  მხოლოდ რუსეთში (მესამე რომში) ფეთქავს ეს სული,  რის გამოც ეს სახელმწიფო მიზანში ამოიღეს, რუსოფობია ოცდამეერთე საუკუნის ტრენდად გამოაცხადეს და მიზნად მისი განადგურება დაისახეს. იციან, რომ ამ მიზანს თუ მიაღწევენ, ანუ მესამე რომსაც ისევე გაანადგურებენ, როგორც პირველი და მეორე გაანადგურეს, მეოთხე რომი აღარ იქნება, რაც ქრისტეს საბოლოო დამარცხებასა და ანტიქრისტეს (ქრისტესგან განდგომილი დასავლეთი) გაბატონებას ნიშნავს. ეს კი ღირებულებათა სისტემის სრულ მოშლას გამოიწვევს და ყველაფერი ერთმანეთში აირევა – ჭეშმარიტებას სიცრუე, სიკეთეს ბოროტება, სიყვარულს სიძულვილი ჩაანაცვლებს. ღირებულებამოშლილი, სახეწაშლილი  და შინაარსგამოცლილი კაცობრიობა  კი ადვილად დასამორჩილებელი და  სამართავი იქნება, რადგან იგი ღირებულებებთან ერთად წინააღმდეგობის უნარსაც დაკარგავს. ერთხელ კიდევ თუ მივუბრუნდებით ოსკარ  უაილდის შეგონებას –  “დაუძლურებული სიკეთე უკვე ბოროტებაა”,  დღეს მთელი მსოფლიო იმ ჭეშმარიტების გაცნობიერების აუცილებლობის წინაშე დგას, რომელიც შესაძლებელია მარტივ ფორმულად ჩამოვაყალიბოთ: კაცობრიობის გადარჩენა რუსეთის ძლიერებაშია!

სხვა რა გზა დარჩა, რა რესურსი? დასავლური თაღლითობისა და თახსირობის  ვითარებაში არის რამე, რის მიმართაც შესაძლებელია ნდობის გამოცხადება? –  სწორედ ეს შეკითხვები გაუჩნდა რუსეთის პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც ექსკანცლერის საშინელი განცხადება მოისმინა: “ჩნდება ნდობის საკითხი, რომელიც ისედაც ნულის დონეზეა.  ამგვარი განცხადების შემდეგ იბადება შეკითხვა _  ვის მოველაპარაკოთ და რაზე, ვინმესთან შესაძლებელია მოლაპარაკება, სად არის გარანტია? ჩვენ ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე თუ ვისთან გვაქვს საქმე“.  ეტყობა,  ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის ის განცხადება, რომელმაც ელვასავით დაუარა მსოფლიოს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში უკვე ფიქრობენ სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების შეტანაზე: “У Соединенных Штатов есть теория превентивного удара, первое. Второе – они разрабатывают систему обезоруживающего удара. Что это такое? Это нанесение удара современными высокотехнологичными средствами, который по пунктам управления должен наноситься, лишать противника этих систем управления и так далеე… Поэтому если уж и говорить об этом обезоруживающем ударе, то, может быть, подумать о том, чтобы взять на вооружение наработки наших американских партнеров и их идеи обеспечения своей безопасности. Eсли потенциальный противник считает, что возможно использование теории превентивного удара, а мы – нет, то все-таки это нас заставляет задуматься о тех угрозах, которые нам создаются такого рода идеями в сфере обороны других стран”.

კოლექტიურ დასავლეთს ასე თანდათანობით მიჰყავს პლანეტა კატასტროფისკენ,  მაგრამ, ისტორიულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, საბოლოოდ  კატასტროფისკენ, ალბათ,  თვითონ წავა,  მსოფლიოს კი სწორედ რუსული ძალმოსილება იხსნის ანტიქრისტესგან,  რომელიც არასოდეს ყოფილა ისე ახლოს კაცობრიობის ყოფიერებასა და ცნობიერებაზე გაბატონებასთან,  როგორც  დღეს არის.

ვალერი კვარაცხელია                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here