Home ახალი ამბები საქართველო ფაშიზმი და… რაშიზმი

ფაშიზმი და… რაშიზმი

ევროპის სული რუსეთის ხელშია

382

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უშიშროების საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საოცარი განცხადება გააკეთა: “ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონკრეტული გეგმა,  როგორ დავამარცხოთ ფაშისტური რუსეთი და მისი ფაშისტური რეჟიმი. მე მკითხეს ამის შესახებ, მაგრამ ეს ჩემი ამოცანა არ არის, ჩემი ამოცანა უფრო მოკრძალებულიადავეხმარო უკრაინას“. ამ განცხადებაში მთავარი ის არის, რომ, ბატონ ბორელის მტკიცებით, რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა, ხოლო უკრაინა  _ მსხვერპლი ქვეყანა, რომელში ნაცისტები ეროვნულ გმირებად  შერაცხეს და ფაშისტური სვასტიკებით სხეულმოსვირინგებული ბოევიკები დაძრწიან. აი ასეთი ქვეყნის   დახმარების სურვილით ამ ვაჟბატონს გულმუცელი ეწვის.

პოლიტიკურ თემაზე ბორელის ეს ნაბოდვარი კი არ არის საოცარი, არამედ თეთრის შავად წარმოჩენა და ყველაფრის ყირაზე დაყენება, დასავლეთმა ჩვეულებრივ მოვლენად რომ აქცია. ფაშისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი _  ორივე ბოროტება იყოო; სტალინი და ჰიტლერი _ ორივე სატანააო, – ყრანტალებენ დასავლეთში იმ ფსიქოლოგიურ ეფექტზე გათვლით, რომ ამგვარ აბსურდულ განცხადებებს ყური შეეჩვევა, გაუაზრებლად გამმეორებლები გაუჩნდება და ერთგვარ ტრენდადაც კი იქცევა. გერმანიის კანცლერ შოლცს უხერხულობისგან წარბიც კი არ შეტოკებია, როდესაც განაცხადა: “დღეს, 23 აგვისტოს, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლს…” და ა.შ. როგორც ამ წინადადებიდან ირკვევა, გერმანელები ფაშიზმის მსხვერპლს კი არა, სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვერპლს მიაგებენ თურმე პატივს. ერთ ნიუანსსაც დააკვირდით: კანცლერის  ნათქვამ წინადადებაში ჯერ სტალინიზმია ნახსენები და შემდეგ – ფაშიზმი. მათ არაფერი დაუშლით იმის თქმასაც,  დასავლეთში ფაშიზმის აღზევება სტალინიზმით იყო განპირობებულიო.

ახლა შემოიღეს ახალი პოლიტიკური ტერმინი, რომელმაც, მათი ჭკუით, კარგად უნდა იმუშავოს – რაშიზმი. ეს ტერმინი რომ გადმოვაქართულოთ, დაახლოებით, რუსიზმს მივიღებთ. ამ შემთხვევაში დასავლეთის მთელი იმედი რითმაზეა დამყარებული – ფაშიზმი, რაშიზმი. დასავლეთი ამით რუსეთს ეუბნება: ჩვენ თუ ფაშიზმი გვაქვს წამოსაძახებელი, თქვენი უბედურება რაშიზმია, რომელიც ფაშიზმზე მეტი თუ არ არის, არც არაფრით ჩამორჩებაო. ნათქვამი არის? – არის! რითმა არის? – არის! ბრალდება არის? – არის! ტელეარხები გაჰყვირიან? – გაჰყვირიან! ინტერნეტში ვრცელდება? – ვრცელდება! მეტი რაღაა საჭირო? – არც არაფერი! ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს მეოცე საუკუნის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის ეს აბსურდული გაგება, ეს გაყალბებული და ცილისმწამებლური მონაჩმახი ორი ერთნაირი მონსტრის სამკვდროსასიცოცხლო დაპირისპირებისა.

სინამდვილეში  ეს იყო დასავლური კაპიტალიზმის ყოვლად უსამართლო და სისხლისმღვრელი ომი საბჭოთა ხალხის სამართლიანი, უკლასო, სახალხო ცხოვრების წესის წინააღმდეგ, რომელშიც მისთვის აბსოლუტურად მიუღებელ პრეცედენტსა და, საბოლოოდ, საკუთარ მესაფლავეს ხედავდა. რაშიზმი კი, თუკი ვინმეს ამ გულისამრევად ხელოვნური ტერმინის დამკვიდრების სურვილი არ ასვენებს, ფაშიზმის დარი მოვლენა კი არა, მისგან დიამეტრულად განსხვავებული, მისი საწინააღმდეგო და მისთვის აღვირის ამომდები ძალაა, რომელმაც იმ დროისათვის მთელი კაცობრიობა იხსნა დასავლეთიდან წამოსული შავი ჭირისგან. იმ დროს, კი ბატონო, იხსნა, მაგრამ იმ დასავლურმა უბედურებამ და შავმა ჭირმა დღეს ხელახლა წამოჰყო თავი. არა, თავისით კი არ წამოჰყო, ისევე წამოაყოფინეს, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში გააკეთეს ამერიკელებმა და ბრიტანელებმა, როდესაც ჰიტლერი დააფინანსეს, შეაიარაღეს, წაახალისეს და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წააქეზეს.  ანალოგიური ვითარებაა დღესაც, ოღონდ ფაშისტური გერმანია ფაშისტურმა უკრაინამ ჩაანაცვლა, ხოლო ჰიტლერის როლში ზელენსკი მოგვევლინა, რომელიც ისტორიულ პროტოტიპს  სამხედრო შესაძლებლობებით ჩამორჩება, მაგრამ ბოროტების მასშტაბით, კაცთმოძულეობით, ისტერიკულობითა და სატანის ფსიქოლოგიით შეიძლება აღემატება კიდეც. ევროპა კი ერთხელ კიდევ გაება ამერიკელთა და ბრიტანელთა მახეში, ერთხელ კიდევ აღმოჩნდა აღზევებული ფაშიზმის მხარეს და აინუშიაც არ მოსდის ის ამბავი, რომ საკუთარი თავი თვითონვე მიიმწყვდია  კუთხეში, სადაც პოლიტიკური სუიციდის გარდა პერსპექტივა არ ჩანს.

იმ პროვოკაციის შედეგად, რომელიც კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინაში მოაწყო, რუსეთს არაფერი დაუკარგავს. აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 6-7 სექტემბერს ვლადივოსტოკში ჩატარდა, პუტინმა განაცხადა: ჩვენ არაფერი  დაგვიკარგავს, ჩვენი მთავარი შენაძენი კი ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაა“. ზუსტი შეფასებაა. უკრაინაში განვითარებული პროცესების შედეგად რუსეთმა აშშ-ის მაჯლაჯუნა მოიცილა, ტვირთი, რომელიც კოლექტიური დასავლეთის სახით ბეჭებზე აწვა და, რომელიც მისგან ათასგვარ დათმობასა და პოლიტიკურ რევერანსებს ითხოვდა, მოიხსნა. რუსეთმა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი და სტრატეგიული პარტნიორობის გზას დაადგა ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. ეს მთლიანად ცვლის მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ რეალობას და ძალთა თანაფარდობასაც. კოლექტიური დასავლეთის ცნებაც მალე ისტორიის კუთვნილებად იქცევა, ვინაიდან დასავლეთი ვერ იქნება კოლექტიური. ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროპას შორის ჩნდება წინააღმდეგობა; მეორე მხრივ, ევროკავშირი, როგორც ევროპის სახელმწიფოებზე ამერიკელთა გავლენის გასაძლიერებლად ხელოვნურად შექმნილი ბიუროკრატიული წარმონაქმნი, უფუნქციოდ რჩება. ენერგოკრიზისი, რომელიც ამ ზამთარს ევროკავშირს ზვავივით დაასკდება თავზე და ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ კრიზისებში გადაიზრდება, მასზე დამშლელ ზეგავლენას იქონიებს, ვინაიდან ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე შეეცდება გამოსავლის ძებნასა და რუსეთთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ევროპის სული რუსეთის ხელშია. ეს ვითარება რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთიორად განამტკიცებს. რუსეთი სამხედრო ოპერაციის დასრულებას იმიტომ არ ჩქარობს, რომ მან ომი მხოლოდ უკრაინის ნაცისტურ ხელისუფლებას კი არა, მთელ კოლექტიურ დასავლეთს უნდა მოუგოს. ვლადივოსტოკის ფორუმზე პუტინმა ერთხელ კიდევ გაიმეორა ადრე ნათქვამი: “სამხედრო მოქმედებების ალსაზრისით ჩვენ არც დაგვიწყია არაფერი“. ევროპელებს, სხვა თუ არაფერი, პირადი გამოცდილება მაინც უნდა კარნახობდეთ, რას ნიშნავს ომი, როდესაც რუსეთი იძულებულია, იგი აწარმოოს. რუსეთს მაინცდამაინც ომით თუ მოუწია თავისი ინტერესების დაცვა, კოლექტიური დასავლეთი ერთხელ კიდევ იწვნევს იმას, რაც ოლაფ შოლცის სულაძაღლებულმა წინაპრებმა იწვნიეს.

მანამდე კი ევროკავშირსა და მის გამოთაყვანებულ ლიდერებს მკაცრი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. მაგალითად, მათ პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას – იმუშავებს თუ არა მათი ინიციატივა, რომლის მიხედვით, რუსეთს ენერგომატარებლების ფასზე ზედა ზღვარი უნდა დაუწესონ? უკვე ჩანს, რომ მათი ეს წამოწყება, როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, უვარგისი და უსაფუძვლოა, რომელიც ვერ იმუშავებს. პუტინმა ამის შესახებაც ისაუბრა: არის კონკრეტული ვალდებულებები. ვინმე თუ შეეცდება, მიიღოს კონტრაქტის საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს არ შევასრულებთ და, საერთოდ, არაფერს აღარ მივაწვდითარც ბუნებრივ აირს, არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს. პუტინის თქმით, “ევროკავშირმა თვითონ წამოიწყო ეს საქმე და ჩიხში აღმოჩნდა”. პუტინის ეს ნათქვამი ელვის სისწრაფით გავრცელდა გერმანიის საინფორმაციო საშუალებებში. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ამ საკითხისადმი თავიანთი დამოკიდებულება ასე გამოხატეს:

* „ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ არის დადებითი შედეგის მომტანი“;

* „და რაში არ არის პუტინი მართალი? იგი ყველაფერში მართალია. ერმანია თვითონ არის დამნაშავე იმაში, რომ მალე მათხოვრებად ვიქცევით“;

* „რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები საკუთარი ფეხების მიმართულებით გასროლა აღმოჩნდა“;

“„ჩვენ ხომ, დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, რომ არ გვინდა, რუსული ბუნებრივი აირის  მომხმარებლები ვიყოთ. ახლა პუტინმა გადაგვიკეტა  აირი. ჰოდა, რატომ არ ჩამესმის სიხარულის ყიჟინა? რისთვის დაგვჭირდა  ეს მასკარადები და პუტინზე თავდასხმები მაშინ, როდესაც იგი შეღავათებს გვიწესებდა?!”

ალბათ, ნახავდით, რა მასშტაბის საპროტესტო აქციები დაიწყო ევროპის წამყვან სახელმწიფოებში – საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში და სხვაგან. ეს ხომ იმის მომასწავებელია, რომ მალე მთელი ევროპა აყირავდება, ჯერ ხომ ზამთარი არ დამდგარა, ეს-ესაა შემოდგომა დაიწყო. ევროპული მონასტერი კი უკვე აირია.

დასავლეთის უზნეობისა და ვერაგობის არსი შესანიშნავად გამოჩნდა ერთ კონკრეტულ საკითხშიც. მოგეხსენებათ, რა აურზაური ატეხეს მათ უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანის შეფერხების გამო, რომლის მიზეზიც, მათივე მტკიცებით, რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო. დაუგდეთ ყური რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც ეს საკითხი სპეციალურად განმარტა:

გლობალურ ბაზარზე ფასების მატება შესაძლებელია ნამდვილ ტრაგედიად იქცეს ღარიბი ქვეყნების უმრავლესობისთვის. გაეროს მონაცემებით, 2019  წელს საკვები პროდუქტის მწვავე დეფიციტს 135 მილიონი ადამიანი თუ განიცდიდა, ორ წელიწადში ეს რიცხვი ორნახევარჯერ გაიზარდა და 345 მილიონს გადააჭარბა, ეს საშინელებააუკრაინაში წარმოქმნილი სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იქიდან ხორბლის გამოტანა შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენ ეს გავაკეთეთ თურქეთთან ერთად. შედეგს ახლავე მოგახსენებთ. პრაქტიკულად მთელი რაოდენობა უკრაინიდან გაზიდული ხორბლისა წავიდა არა ღარიბ ქვეყნებში, სადაც მას მოუთმენლად ელოდნენ, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში. მხოლოდ სამი პროცენტი წავიდა გაეროს პროგრამის შესაბამისად ღარიბი ქვეყნების მიმართულებით. უნდა გითხრათ, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა დღესაც ისევე კოლონიზატორივით მოქმედებს, როგორც გასული ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში მოქმედებდა“.

ყოველივე აქედან გამომდინარე, გასაგებია,  რაში მდგომარეობს დასავლური ფაშიზმის არსი. რა თქმა უნდა, ისიც გასაგებია,  რაში მდგომარეობს ამ ტერმინის იმ უნიჭო რითმის არსი, რომლის დანერგვასაც ახლა ცდილობს დასავლეთი – რაშიზმი. ეს ტერმინი სხვას არაფერს გამოხატავს თუ არა ფაშიზმისგან კაცობრიობის გათავისუფლებას და პლანეტის გადარჩენას გლობალური ბოროტებისგან. “ბოროტსა სძლია კეთილმა…” თქვა ერთმა დიდმა ქართველმა მეთორმეტე საუკუნეში. გლობალურ ბოროტებას საქმით სძლია მეორე დიდმა ქართველმა მე-20 საუკუნეში. ახლა ისევ იმძლავრა ბოროტებამ და მას ისევ იგივე სახელი ჰქვია – დასავლური ფაშიზმი. მისი დამარცხების მისია მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირს თუ დაეკისრა, დღეს ეს მისია რუსეთს აკისრია. დასავლეთს თუ სურს, რომ ამ კეთილშობილურ მისიას რაშიზმი ერქვას, დაე, ასე იყოს!

ვალერი კვარაცხელია                                                               

P. S. 6-7 სექტემბერს ვლადივოსტოკის ეკონომიკურ ფორუმში, სადაც ეპოქალური მნიშვნელობის გლობალური საკითხები იხილებოდა, მონაწილეობდა ჩვენი მეზობელი სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ პაშინიანი. ზუსტად ამ დღეებში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას ესწრებოდა ბრიუსელში. ერთერთი მათგანი აშკარად ჩამორჩა მოვლენათა განვითარებას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here