Home ახალი ამბები მსოფლიო ფაქტები და დოკუმენტები მიუთითებს: კოვიდმა პენტაგონის უკრაინის ბიოლაბორატორიიდან გამოჟონა

ფაქტები და დოკუმენტები მიუთითებს: კოვიდმა პენტაგონის უკრაინის ბიოლაბორატორიიდან გამოჟონა

149

რუსეთის სამხედრო ოპერაციამ გააღვივა ინტერესი და აშშის მთავრობის მიერ მოწონებული ბიოლოგიური ომის მომზადების გლობალური პროგრამის დოსიეს ბევრი ფაქტი შეჰმატა.

როგორც ცნობილია, პენტაგონის საიდუმლო ლაბორატორიები ნაწვიმარზე შხამიანი სოკოებივით გამრავლდნენ სხვადასხვა სახელწიფოში _ როგორც რუსეთის საზღვრებთან (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი), ისე ჩინეთთან ახლოს. მაგალითად, სამხეთ კორეაში, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დოკუმენტების პირველად გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას უამრავი კითხვა გაუჩნდა ამერიკელი “მოკავშირეების” მიმართ, _ წერს politnavigator.net.

დღეს ზუსტად არის დადასტურებული, რომ პენტაგონის ახალი ვირუსებისა და ბაქტერიების საიდუმლო სამხედრობიოლოგიური პროგრამის განსახორციელებლად  მთავარ პოლიგონად არჩეული იყო ჩინეთი და უკრაინა.

ცნობილი შეიქნა, რომ აშშ-ის სამხედრო საფრთხის შემცირების სააგენტომ Black&Weatch corp-თან გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმად უკრაინაში თავდაპირველად შეიქმნა საიდუმლო ბიოლაბორატორიების ქსელი, აღჭურვილი შესაბამისი მოწყობილობებით, მასალებითა და პერსონალის მოსამზადებელი პროგრამებით. ამასთანავე, პუნქტი ამ მოლაპარაკებების გასაიდუმლოების შესახებ მკაფიოდ არის ჩაწერილი აშშ-ის თავდაცვისა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია, მონიშნული ან აღნიშნული პენტაგონის მიერ, როგორცკონფიდენციალური”, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა დახუროს საჯარო გამოქვეყნებისთვის (…), მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეზღუდონ იმ პირთა წრე, რომლებსაც, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვდომა ექნებათ ინფორმაციაზე გრიფითკონფიდენციალური”.

პენტაგონმა ბიოლოგიური საფრთხის  შემცირების პროგრამით (BTRP) 2005 წლიდან უკრაინაში საიდუმლო კვლევების განსახორციელებლად 200 მლნ დოლარი გამოყო 46 ლაბორატორიის დასაფინანსებლად.

ფინანსური ნაკადები ნაწილდებოდა რამდენიმე არხით: პენტაგონის გარდა სამხედრო-ბიოლოგიურ კვლევებში უშუალოდ მონაწილეობდნენ უკიდურესად ოდიოზური ორგანიზაციები _ განვითარების საერთაშორისო სააგენტო (USAID), ჯორჯ სოროსის ფონდი, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი, 2014 წლიდან კი პროგრამაში ჩაერთო საინვესტიციო კომპანია Rosemont Seneca Investment-ი, რომელიც 2009 წელს დააარსეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის (იმხანად ვიცე-პრეზიდენტის) სკანდალებით განთქმულმა შვილმა ჰანტერ ბაიდენმა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის გერმა, ბიზნესმენმა კრისტოფერ ჰაინცმა.

დოკუმენტებში, აგრეთვე, გვხვდება ვიქტორია ნულანდის სახელიც, რომელიც აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებს კურატორობდა უკრაინაში.

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსმა სამხედროებმა შეიძლება ხელში ჩაიგდონ უკრაინაში განლაგებულ ბიოლოგიურ ობიექტებზე კონტროლი. ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარესთან ვმუშაობთ, როგორ აიცილონ მათ თავიდან ამ კვლევების ნებისმიერი მასალის რუსეთის ჯარების ხელში ჩავარდა, თუ ამ ლაბორატორიებს საფრთხე დაემუქრებათ”, შეშფოთებით ამბობდა მაიდნის გმირი ვიქტორია ნულანდი სენატში 8 მარტს, როცა აღიარა უკრაინაში სამხედრო ბიოლაბორატორიების არსებობა.

უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციისას მოპოვებული ახალი მონაცემებით დასტურდება ინფორმაცია, რომელიც ბრიტანელმა კონსერვატიულმა გამოცემა The Expose გამოაქვეყნა სამი თვით ადრე, სანამ მსოფლიო კოვიდ-19- შესახებ შეიტყობდა, რომ სწორედ პენტაგონმა დაფარა კონტრაქტით გათვალისწინებული ხარჯები კოვიდის კვლევებზე.

შეგახსენებთ: 2020 წლის 11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გებრეისუსმა გამოაცხადა, რომ ჩინეთიდან გავრცელებულ ახალ ვირუსს ოფიციალურად მიენიჭა კოდი SARS COV-2, COVID-19. 2019 წლის 18 დეკემბერს კი მასმედიამ გაავრცელა ცნობა, რომ უჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს 65 წლის მამაკაცი _ ზღვის პროდუქტების ბაზრის თანამშრომელი, რომელსაც უჩვეულო რესპირატორული ინფექცია დაუდგინდა. ეს მამაკაცი იყო ე.წ. ნულოვანი პაციენტი. მას გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ავადსახსენებელი “კორონა”, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიო ეკონომიკა ჩამოშალა. ახალი და ძალიან გადამდები ვირუსული ინფექციის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა იმავე საავადმყოფოს ექიმმა ოფთალმოლოგმა ლი ვენ ლიანმა, როცა ჩინურ სოციალურ ქსელ Wechat-ში გამოაქვეყნა ცნობა 2019 წლის 31 დეკემბერს.

ქალაქ უჰანის მთავარობამ ზღვის პროდუქტების ბაზარი დახურა. 2020 წლის 10 იანვარს ლი ვენლიანს კოვიდის სიმპტომები გამოუვლინდა, 6 თებერვალს კი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. უკვე მეორე დღეს მსოფლიო მასმედიაში გავრცელდა ტერმინი “კოვიდ-19”.

ეს მომენტი მნიშვნლოვანია, რადგან უჰანის ცენტრალურ საავადმყოფოშინულოვანი პაციენტისგამოვლენამდე სამი თვით ადრე აშშის თავდაცვის სამინისტრომ კოვიდ-19-ის კვლევის (COVID-19 Research) კონტრაქტის საფასური გადაიხადა _ ყურადღება! _ უკრაინაშიკონტრაქტის გამომზეურებული დეტალების იგნორირება შეუძლებელია. მისი დაწვრილებით შესწავლისას კი აშშის მთავრობისადმი უამრავი რთული შეკითხვა ჩნდება.

დოკუმენტებიდან გამოდის, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს პენტაგონმა Labyrinth Global Health INC-ს ინფორმაცია მიაწოდა “კოვიდ-19” კვლევაზე, რომელიც ხორციელდებოდა უკრაინაში და, ფაქტობრივად, იყო უფრო დიდი კონტრაქტის _ Black&Veatch Special Project Corp-ის (“ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა უკრაინაში” _ ახლაც შეგიძლიათ ნახოთ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე) ნაწილი.

გამოდის, რომ უჰანში ახალი ინფექციის აფეთქებამდე კარგა ხნით ადრე Labyrinth Health INCში უკვე იცოდნენ მწვავე რესპირატორული დაავადების არსებობის შესახებ, რომელიც კორონავირუს 2019-n COV იწვევდა.

გამოცემა The Expose  გვთავაზობს, ინფორმაციის ოფიციალური წყარო ვნახოთ აშშ-ის მთავრობის ხარჯებში, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2021 წლის 12 აპრილისთვის ვაშინგტონს COVID-19-ზე ასტრონომიული თანხა ჰქონდა დახარჯული _ 3,63 ტრილიონი დოლარი.

საინტერესოა ფულის ნაკადი, რომელიც მიმართული იყო კიევში Labyrinth Health INC-სკენ.

369,5 ათასი გამოყოფილია Labyrinth Health INCისთვის კოვიდ-19-ის კვლევებისთვის 12 ნოემბერს (sic!) _ ანუ სამი თვით ადრე, სანამ კოვიდ-19 ოფიციალურად მიიღებდა ამ სახელწოდებას. ეს არის სამხილი, რომელიც კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში გამოდგება.

ახლა კი განვიხილოთ, როგორ მოაწყო პენტაგონმა ათეულობით ბიოლაბორატორია და რა ექსპერიმენტებს ატარებდა ადგილობრივ მოსახლეობასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებზე, რის გამოც თავისთავად ჩნდება დასკვნა, რომ ჩინეთის უჰანში გამომჟღავნებული “კორონას” ყურებს უკრაინული ფესვები აქვს.

დოკუმენტების მიხედვით, 30-დან 14 ბიოლაბორატორია Black Veatch Special Projects Corp-ის მოიჯარედ გამოდიოდა: კიევში, ოდესაში, ვინიცაში, უჟგოროდში, დნეპრში, ლვოვში, ტერნიუპოლში, ხარკოვში, ხერსონში… 2012 წელს მხოლოდ ხერსონის ლაბორატორია დაუჯდა პენტაგონს 1 728 822 დოლარი. მისი მიზანი, ალბათ, მოსახლეობის პროფილაქტიკა იყო ყბაყურაზე. ყურადღება მიაქციეთ: Labyrinth Health INC  2020 წლის 13 ოქტომბერს 21,7 მლნ დოლარით დააჯილდოვეს 2012 წლის 20 სექტემბრის კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის.

ახლა, როცა რუსი სამხედროების მიერ მოპოვებული ინფორმაცია უკრაინაში უკრაინული ბიოლაბორატორიების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია და ბევრი შეკითხვა გაჩნდა ჩინეთსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებში, აშშ-მა ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისმა ექსპერტებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს, სინამდვილეში კი ყველას მოტყუებას ცდილობენ. ვაშინგტონელი ანალიტიკოსები გაფართოებული თვალებით შლიან ხელებს და სვამენ შეკითხვას: რომელი სახეობის შტამებს იკვლევდნენ პენტაგონის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებში? რა საფრთხეს უქმნიდა მსგავსი საქმიანობა სამოქალაქო საზოგადოებას?”

და გასაკვირი რა არის? წაიკითხონ თავიანთი კანონმდებლობის ზოგიერთი პარაგრაფი, რომელთა მიხედვით დასაშვებია სამუშაოს ჩატარება ბიოლოგიური იარაღის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იარაღის აკრძალვის კონვენციას ხელს აწერს 165 სახელმწიფო, მათ შორის აშშ და ეს კონვენცია აშშის პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული.

გამოდის, რომ ამერიკის ცენტრებში, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, პანდემიის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე იცოდნენ კოვიდის არსებობის შესახებ, მაგრამ ჩუმად იყვნენ ან თვითონ დააფინანსეს მისი შექმნის სამუშაოები საიდუმლო ლაბორატორიებში.

ბრიტანული გამოცემა The Expose პირდაპირ მიუთითებს, რომ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ის ნაციონალურ ინსტიტუტსა (NIAD) და ამერიკულ ბიოტექონოლოგიურ კომპანია Moderna- ს, რომელიც რიბონუკლეინის პირველადი სტრუქტურული მჟავით სამკურნალო პრეპარატების შექმნით არის დაკავებული, 2019 წლის დეკემბერში უკვე ჰქონდათ “კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კანდიდატი”. ამაზე მიუთითებს კონფიდენციალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც Moderna-მ  NIAID-თან ერთად მოილაპარაკა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პროტოტიპების გადაცემების შესახებ.

ვინ იცის, პანდემიის პერიოდში სწორედ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებით გახდა “ბიგფარმას”, სულ ცოტა, 9 კაცი მილიარდერი, მათ შორის კომპანია Moderna-ს გენდირექტორი სტეფან ბანსელი, რომელმაც თავისი ქონება 4,3 მლრდ-მდე გაზარდა.

კარლ მარქსს ხშირად მოჰყავდა ერთი  ბრიტანელი ტრედიუნიონისტის ციტატა: “არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელზეც კაპიტალი არ წავა სამას პროცენტიანი მოგების გამო”. ზემოაღწერილი სწორედ ასეთი შემთხვევაა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here