ედიშერ გვენეტაძე: მჯერა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში დესტრუქციული ძალები პირისაგან მიწისა აღიგვებიან

    “დასავლეთი მუშაობს საქართველოში, აქ ძლიერი ინსტიტუტები აქვს, მისმა წარმომადგენლებმა იციან ხალხის განწყობა; იციან, რა ვითარებაა საქართველოში და ამის მიხედვით კარნახობენ თავის რეზიდენტებს, როგორ იმოქმედონ და რა ილაპარაკონ”

    15

    ქართველმა .. ოპოზიციონერებმა რიტორიკა შეცვალეს: ზოგი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა, ზოგი _ უფლის სახელით გამარჯვებას წინასწარმეტყველებს, ზოგიერთირომელიც მანამდე ჩოხოსნებს დასცინოდა, ჩოხით დადის… 

    უფლის სახელით მოლაპარაკეოპოზიციონერებზე”, მათი მხრიდან წინასაარჩევნოდ შეცვლილ რიტორიკასა და სხვა საინტერესო თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:

    _ საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები, თავს ე.წ. ოპოზიციას რომ უწოდებენ, თავიანთი ჭკუით არასოდეს მოქმედებენ, ისინი პატრონების დავალებებს ასრულებენ. დღეს ეს დესტრუქციული ძალები სხვაგვარად საუბრობენ, ამბობენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომხრენი არ ვყოფილვართ და მეზობელთან ყოველთვის გვსურდა სავაჭრო ურთიერთობაო. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ… მოკლედ, სურთ, თქვან, რომ “ის თამროები აღარ არიან”… არ არის გამორიცხული, ხელისუფლებას დააბრალონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მომხრეობა.

    საქართველოში მოქმედი .. ოპოზიცია შედგება მეძავი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც, რასაც დაავალებენ დასავლეთიდან, იმას გააკეთებენ. ისინი ისე ჰყავთ დაჭერილი დასავალელ პარტნიორებს, რომ ყველაფერზე წავლენ.

    “ევროპული საქართველოდან” ცოლ-ქმარ ბოკერიების წასვლაც “იქიდან” იყო დავალებული და ყველაფერი, რა სიგიჟეებსაც დღეს სჩადიან, შემადგენელი ნაწილია იმ დავალებებისა, რომლებსაც დასავლეთიდან იღებენ და რომლებიც გამიზნულია ქვეყნის ასარევად. კიდევ მეტ სიგიჟეს ველოდები მათგან, არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყონ რუსეთთან ხელშეკრულების დადებასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე

    _ ამერიკელები და ევროპელები ეუბნებიან ქართველ ნეოლიბერალებს, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად განეწყონ? ეს წარმოუდგენელია

    _ დიახ, ამერიკელები ეუბნებიან, რომ ასე ისაუბრონ, წარმოუდგენელი არაფერია, რადგან ახლა ასეა საჭირო, დროებით ასეა საჭირო. დასავლეთი მუშაობს საქართველოში, დასავლელებს აქ ძლიერი ინსტიტუტები აქვთ, მათ იციან ხალხის განწყობა, იციან, რა ვითარებაა ქვეყანაში და ამის მიხედვით კარნახობენ თავის რეზიდენტებს, როგორ იმოქმედონ და რა ილაპარაკონ. კიდევ ვიმეორებ: დესტრუქციული ძალები მოქმედებენ პატრონების დავალებით, მათ სხვანაირად არც არასდროს უმოქმედიათ. მათ დამოუკიდებელი მოქმედება არ შეუძლიათ.

    მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ანაკლიის პორტის აშენებაში ხელისუფლებამ შეუშალა ხელიო, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ანაკლიის პორტის აშენება არ სურდა ამერიკას. პირდაპირ და გარკვევით თქვეს ამერიკელებმა, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ბრაიენმა: ჩვენი სურვილია, ანაკლიის პორტი არ აშენდესო. ასევე, გვითხრეს, რომ კანონი, რომელსაც რატომღაც რუსული უწოდეს, უკან უნდა გაიწვიოთო, იყო საუბარი საქართველოში “დემოკრატიული” არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე და ჩვენ ვიცით, რა არის “დემოკრატიული” არჩევნები ამერიკისთვის. მათ სურთ, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ და ანალოგიური პროცესები მოხდეს, რაც ვენესუელაში ხდება… ამერიკელებს არეულობის მოსაწყობად, ქვეყნის დასაქცევად სჭირდებათ “ოპოზიცია” საქართველოში.

    _ არის საქართველოში არეულობის დაწყების საფრთხე? სურვილი რომ დიდია, ფაქტია

    _ ჩვენ ბალანსი უნდა დავიცვათ და როგორმე მშვიდობა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით. საფრთხე ყოველთვის არის, ყოველ წუთს შეიძლება აქ არეულობა დაიწყოს და ომში ჩაგვაბან.

    ძალიან სარწმუნოა ის ამბავი, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია სურდათ და სურთ, ის გამოიწვევდა იმ დესტაბილიზაციას ჩვენს ქვეყანაში,  რომელზეც, დიდი ხანია, ოცნებობენ. სწორედ გლობალური ომის პარტიას _ საერთაშორისო გლობალურ იმპერიალისტებს, ემსახურებიან ბოკერიები, უგულავები, გვარამიები და ა.შ. მათ სურთ ივანიშვილის ლიკვიდაცია, ეს წარმოუდგენელ ამბებს გამოიწვევს საქართველოში…

    _ საქართველოს უსაფრთოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და დაკითხვა ადამიანებისა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციისა და არეულობის დაწყების მცდელობაში, მაგრამ ჯერჯერობით გამოკვეთილი არაფერია. საზოგადოების გარკვეული ნაწილის თქმით, შეიძლება ეს ხალხის დაშინების მიზნით კეთდება

    _ პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელია, რადგან საქართველოში ვითარების არევას მართლაც ცდილობენ. ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ფრაზა: “2008 წლის ომი თავს მოგვახვიეს, 2014 წელს კი იგივე გაუკეთეს უკრაინასაც”; “უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. სააკაშვილი და ბოკერია გარედან დასმულები იყვნენ, მათ უამრავი უბედურება მოუტანეს ქვეყანას”…  როგორ ფიქრობთ, ამას აპატიებენ ივანიშვილს იმპერიალისტური ძალები?

    საქართველომ ფრთხილად, მაგრამ მაინც გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯები, ეს გლობალური ძალების ინტერესებში არ შედის, ამიტომაც დაიწყეს საშინელი გეგმის შემუშავება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაც არის საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომლებიც აუცილებლად გამოკვეთს პიროვნებებს, რომლებიც დასავლეთისა და ნაცხროვის ინტერესების გატარებას ცდილობენ და რომლებიც მართლაც არიან ჩაბუდებულები უკრაინაში.

    _ სააკაშვილი, რომლის სასამართლო პროცესს რატომღაც ღიად აშუქებენ, გამოდის ტელევიზიით და თავის მომხრეებს დაუფარავად მოუწოდებს არეულობისკენ _ ამბობს, რომ 27 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს არეულობა

    _ 27 ოქტომბერს არჩევნებს გაყალბებულად მაინც გამოაცხადებენ, თუნდაც ჩერჩილი გააცოცხლონ ან ჯორჯ ვაშინგტონი და მათ ჩაატარებინონ არჩევნები… გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, მაგრამ ზუსტად იციან, რომ საქართველოში ამჟამინდელი “ოპოზიცია” არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ გაყალბებულად გამოაცხადებენ და არეულობის მოწყობას შეეცდებიან. საქართველოს ომში ჩაბმა სურთ, რუსეთის აგრესორად გამოცდახება და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

    საქართველოს მოქალაქეებს აქვთ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მშვიდობას აირჩევს, ხოლო ვინც ქუჩაში გამოვა, ის ომის მომხრე იქნება და შარლატანების მხარდამჭერი.

    ქართველები ბევრის მომსწრენი ვართ, ბევრი რამ გვინახავს, ამიტომ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში  დესტრუქციული ძალები პირისაგან მიწისა აღიგვებიან.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here