Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ხუნდაძე: კელი დეგნანი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა

დიმიტრი ხუნდაძე: კელი დეგნანი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა

61
დიმიტრი ხუნდაძე

ვფიქრობ, კელი დეგნანის დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს, მან დაიწყო საუბარი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მისი მესიჯბოქსი არის წინა პლანზე წამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„კელი დეგნანმა განაცხადა, თითქოს არ გვიცნობს. ვფიქრობ, რომ მისი ყოველდღიური მეხსიერებიდან ჩვენ არ ამოვდივართ, მაგრამ ჩვენს ურთიერთგანსხვავებაში არ არის საქმე. ვფიქრობ, რომ მისი დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს. ის ამბობს, რომ უარგუმენტო იყო ის კითხვები, რასაც ყოველდღიურად გაურბის და დღეს პრაქტიკულად საბოლოოდ დაადასტურა, რომ არ აპირებს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რაც არამხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს, არამედ აინტერესებს საზოგადოებასაც.

ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება არის ფიქსაცია იმისა, რომ ის არის მხარე, რადგან ის არათუ დიპლომატიური ენით არ საუბრობს, არამედ დაიწყო საუბარი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მისი მესიჯბოქსი არის უკვე წინა პლანზე წამოსული. სხვათა შორის გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით უბრალოდ მაინტერესებს, რას გულისხმობს, რა არის მიუღებელი. ის, რომ ვთქვათ, აღიკვეთა შტურმი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე, ასეთი რამ ხომ ამერიკაშიც მოხდა. თუ ამერიკაში მსგავსი საქციელის აღკვეთა არის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ ლეგიტიმური ქმედება, მაშინ საქართველოში რატომ არის ეს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული. ძალიან ბევრი აცდენები აქვს ამერიკის ელჩს. ასევე, გუშინდელი კითხვები, რომელიც იყო კონკრეტული და გასაგები უბრალოდ მას სჭირდებოდა პასუხები, მაგრამ პასუხები არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ არის მბრძანებლური ტონი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად „გავრილოვის ღამეს” ასახელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here