Home ახალი ამბები საქართველო დიდი გამოცდა

დიდი გამოცდა

ამერიკა ებრძვის მსოფლიოს და ამარცხებს... საკუთარ თავს

610

2016 წლის 1 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ საული ნიინისტეს მიწვევით ფინეთს ეწვია. პრეზიდენტებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ნატოს შემადგენლობაში ფინეთის შესვლაზე პუტინმა მშვიდად უპასუხა: “რუსეთი პატივისცემით მოეკიდება ფინეთის არჩევანს, მაგრამ, ამასთანავე, იძულებული იქნება,  რეაგირება მოახდინოს. მოსკოვი, პირველ რიგში, ბრიუსელში შეეცდება სიტუაციის გარკვევას. ჩვენ არასოდეს ვცდილოვთ ვითარების  გამწვავებას. ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოიწევს ჩვენკენ. თითიდან გამოწოვილი საბაბით მიმდინარეობს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგება რუსეთის საზღვრებთან. ჩვენი ქვეყნისთვის ეს აშკარა საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ამას თითქოს არავინ ამჩნევს და ამ საკითხზე ჩვენთან დიალოგიც არავის სურს. ახლა ამბობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს კონტინგენტი გაიზრდება. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი  არმიის ნაწილების გადაადგილება ჩვენსავე ტერიტორიაზე აგრესიულ ქმედებად ცხადდება. უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან ჩატარებულ ნატოს წვრთნებს კი ანალოგიურ შეფასებას არავინ აძლევს. ეს აბსოლუტური უსამართლობაა. ვინაიდან ფინეთი ნეიტრალური სახელმწიფოა, რუსეთმა მისი საზღვრებიდან საკუთარი არმია 1500 კილომეტრით უკან დახია. ახლა კი ბალტიისპირეთში ჩვენს საზღვრებთან ნატოს სამხედრო კონტინგენტი იზრდება. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? პრეზიდენტი საული ნიინისტე გამოვიდა ინიციატივით, რომ შევიმუშავოთ რეგიონში ნდობის ამაღლების ღონისძიებათა სისტემა. მე თანახმა ვარ. მოსკოვში დაბრუნებისთანავე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დავავალებ, რომ ეს საკითხი ნატოსა და რუსეთის საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანონ. რეგიონში დაძაბულობის მიუხედავად, ჩვენ ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რაც ფინელთა შეშფოთებას გამოიწვევდა. თუ ფინეთი  ნატოს შემადგენლობაში შევა, ნატოს ჯარი იმავე წამს რუსეთის საზღვრებთან აღმოჩნდება. როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი არმია, რომელიც 1500 კილომეტრითაა ფინეთის საზღვრიდან უკან დაწეული, იქვე დარჩება? რუსეთისთვის ძვირფასია ფინეთის ნეიტრალიტეტი. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემით მოვეპყრობით ფინელი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ნატო, ალბათ, დიდი სიამოვნებით იომებდა რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელ ფინელ ჯარისკაცამდე, მაგრამ თქვენ ეს გჭირდებათ? ჩვენ არ გვჭირდება, თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ“.

ამ საუბრიდან შვიდი წელიწადი გავიდა. 2023 წლის 31 მარტისთვის ნატოს წევრმა ყველა სახელმწიფომ (მათ შორის თურქეთმა და უნგრეთმაც, რომლებიც ფეხს ითრევდნენ) მოახდინეს ფინეთის ნატოს წევრად მიღების საკითხის რატიფიკაცია, ფინეთს დაათმობინეს ნეიტრალიტეტი და, 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, იგი უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამ ფაქტს დაუყოვნებლივ მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება: რუსეთი იძულებულია, მიიღოს როგორც სამხედროტექნიკური, ასევე სხვა სახის საპასუხო ზომები. ნატოსთან რუსეთის შეხების ხაზი ორჯერ გაიზარდა. ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში  ვითარება კარდინალურად შეცვლა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის საზღვრებთან მოსაახლოვებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. დარწმუნებული ვართ, რომ ფინეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინების, ნატოს წევრობისგან მოსალოდნელი შედეგების საგულდაგულო ანალიზისა და რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, ფინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ამ ნაჩქარევ ნაბიჯს ისტორია განსჯის“.

დევიდ რასელის ერთი ცნობილი ნათქვამი მახსენდება: ცხოვრებაში ყველაზე რთული რის ის, რომ  ხიდები, რომლებიც უნდა გადაიარო, განასხვავო იმ ხიდებისგან, რომლებიც გადასვლის შემდეგ უნდა დაწვა. არ გამოვრიცხავ, რომ ფინეთმა სწორედ ის ხიდი დაწვა, რომელიც არ უნდა დაეწვა. მომავალი გამოაჩენს, ამ ნაბიჯის გადადგმით ფინელმა ხალხმა უფრო დიდი მეგობარი შეიძინა თუ უფრო დიდი მტერი, ანუ მომავალი გამოაჩენს, ფინელ ხალხს ექნება  თუა არა სანანებელი სამხედრო ნეიტრალიტეტის დათმობა, რომელ გზასაც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ადგა.

რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვდა, ნატო დაბრუნებოდა 1997 წლის მდგომარეობას, რადგან ნატოს წევრებად 1997 წლიდან გვევლინებიან არამხოლოდ “ვარშავის პაქტის” სახელმწიფოები, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც. ახლა კი მათ რიგებს შეუერთდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნეიტრალიტეტის გზაზე შემდგარი ფინეთიც, რომელიც ალიანსის ოცდამეთერთმეტე წევრად მოგვევლინა. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ არათუ უკან  იხევს, პირიქით – ჯიქურ მიიწევს რუსეთის საზღვრებისკენ. გარდა ამისა, რუსეთს მრავალი მხრიდან მრავალი მეთოდით უტევენ, მათ შორის ტერორისტული მეთოდითაც. პუტინმა უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე პირდაპირ განაცხადა: “გვაქვს ყველა საფუძველი, ვამტკიცოთ, რომ დივერსიებსა და ტერაქტებში ამოქმედებულია მესამე ქვეყნებისა და დასავლეთის სპეცსამსახურების პოტენციალი. მოწინააღმდეგე იყენებს ჯერ კიდევ  გაუნადგურებელ მათ იატაკქვეშეთს, ათასი ჯურის ნეონაცისტებსა და რადიკალურ დაჯგუფებებს. აქ მკაცრი და ეფექტიანი  მოქმედებაა საჭირო”.

2023 წლის 6 აპრილს თეთრი სახლის კოორდინატორმა სტრატეგიულ კომუნიკაციებში ჯონ კირბიმ განაცხადა: “აშშ კიევს უფლებას აძლევს, განახორციელოს დარტყმები ყირიმისა და რუსეთის ახალი ტერიტორიების მიმართულებით”. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კი ამასწინათ საჯაროდ ინანა: “მე ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ თავის დროზე უკრაინა ვაიძულე, უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე. რუსეთი ომს არ წამოიწყებდა, უკრაინას ბირთვული შეიარაღება რომ ჰქონოდა”. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სინანული, რომ უკრაინამ ახლო წარსულში ბირთვული შეიარაღება დაკარგა, პირდაპირი გაცხადებაა იმისა, რომ დღეს თუ ხვალ უკრაინელი ფაშისტების ხელში ბირთვული შეიარაღებაც აღმოჩნდება. მძიმე არტილერიას თუ აწვდიან, ტანკებს და ავიაციას თუ აწვდიან, რა შეუშლით ხელს, რომ ბირთვული შეიარაღებაც მიაწოდონ?!

ამერიკელებმა უკვე გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი, რომელთა გადაკვეთაც შეიძლებოდა. ერთადერთი, რისგანაც ისინი თავს იკავებენ, ესაა ჯარისკაცების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ომში, თუმცა ეს რატომ უნდა გააკეთონ, როდესაც ჯერ კიდევ ბევრია გაბრიყვებული უკრაინელი, რომლებიც მზად არიან, იდგნენ ამერიკელთა ინტერესების სადარჯოზე და საკუთარ სისხლსა და ხორცს (რუსებს) უკანასკნელ უკრაინელამდე ებრძოლონ. ასეთი შედეგი მოაქვს ამერიკულ პროპაგანდას, ტვინების რეცხვის ამერიკულ საშუალებებს, მოსყიდვის ამერიკულ მეთოდს.

ამერიკელები მსოფლიოს კატასტროფისკენ უბიძგებენ, როდესაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოურიდებლად კვეთენ წითელ ხაზებს და უბოდიშოდ იჭრებიან სხვა ქვეყნების  საშინაო საქმეებში. ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენის ვიზიტს აშშ-ში ჩინელების მძაფრი რეაქცია მოჰყვა: “ჩინეთისთვის აშშ-თან ურთიერთობაში მთავარი წითელი ხაზი ტაივანზე გადის, რომლის გადალახვის საშუალებასაც არ მივცემთ. ტაივანის დამოუკიდებლობა შეუთავსებელია მშვიდობასა და სტაბილურობასთან. ეს ჩიხია. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ერთი ჩინეთის იდეის გამოშიგნვა”, – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აშკარაა, რომ ამერიკელები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ საქართველოშიც, რათა უკრაინის პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნან. ისინი პეკინიდან ჰონდურასამდე ცეცხლის აგიზგიზებას აპირებენ, რათა ამ ხანძარმა გადაფაროს ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობები, რომელთა გამწვავება მათ სრულ კატასტროფას უქადით.

 ონალდ ტრამპმა 4 აპრილს, როდესაც იგი დროებით დააკავეს და ბრალდებები წაუყენეს, მის ისტორიაში საუკეთესო დღე უწოდა: “ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება, შესაძლებელია, საუკეთესო დღეც მისთვის, ვინც განიცადა დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენების მთელი საშინელება. ჩემი რეიტინგი არასოდეს ყოფილა ასე მაღალი”.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში რიგითი არჩევნები არ იქნება. ეს იქნება დიდი გამოცდა, რომლის დროსაც ამერიკელ ხალხს მოუწევს, ან საბოლოოდ დაემონოს ანტიქრისტეს, ან იარაღით ხელში იბრძოლოს ადამიანური საწყისის გადასარჩენად. სხვა გზას მას ისევე არ უტოვებენ, როგორც რუსეთს არ დაუტოვეს, როგორც ცდილობენ, რომ ჩინეთს არ დაუტოვონ.

ამერიკა ებრძვის მსოფლიოს და ამარცხებს… საკუთარ თავს.

ვალერი კვარაცხელია                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here