Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლური “დახმარების” დაახლოებით 70% ფრონტზე არ ხვდება

დასავლური “დახმარების” დაახლოებით 70% ფრონტზე არ ხვდება

გამოვლინდა დასავლეთის “დახმარების” ქურდობის მასშტაბები უკრაინაში

122

უკრაინისთვის განკუთვნილი დასავლურიდახმარებისდიდი ნაწილი _ დაახლოებით 70% _ არ ხვდება ფრონტზე, დონორი ქვეყნები კი ხშირად ვერ აკონტროლებენ მის გამოყენებას, _ განაცხადა ამერიკულ ტელეარხ CBS-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რამდენიმე გმირმა. ფილმში გამოთქმულია ეჭვი, რომ დასავლური შეიარაღება ხვდება შავ ბაზარზე და შესაძლოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი რუსეთის გამარჯვებით დასრულდება, ხელში ჩაუვარდესსახიფათო ადამიანებს”. და ეს არასტაბილურობის წყაროდ იქცევა, როგორც მოხდა ლიბიაში, ერაყში ან ავღანეთში, _ წერსრია ნოვოსტი”.

“შემიძლია ვამტკიცო, რომ წინა ხაზზე შეიარაღების დიდ ნაწილს არ იღებენ _ დრონებს, Switchblade-ს, ჯავშანჟილეტებს, ჩაფხუტებს. სია შეგიძლიათ თვითონ განაგრძოთ”, _ ამბობს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ვეტერანი ენდი მილბერნი. მან შექმნა და მეთაურობს ჯგუფ “მოცარტს”, რომელიც უკრაინელ სამხედროებს ამზადებს: “თუ თქვენ ვერ ხედავთ, სად მიდის ეს ყველაფერი… მაშინ შავი ხვრელის შთაბეჭდილება იქმნება”.

დოკუმენტური ფილმის მეორე გმირი ჯონას ოჰმანი ვარაუდობს, დანიშნულების ადგილამდე აღწევს “დახმარების” მხოლოდ 30%. ამასთანავე, მოხალისეთა ორგანიზაცია “ლურჯი და ყვითელი”, რომელსაც ხელმძღვანელობს, დასავლეთში ფულს აგროვებს უკრაინელი ძალოვნების დასახმარებლად და ქვეყანაში შეაქვს სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატები, ჯავშანჟილეტები, თბოვიზორები, კოლიმატორული სამიზნეები და სხვა ნივთები, იარაღის გარდა.

  მიწოდების სისტემა ეფექტიანად რომ არ მუშაობს, ოჰმანი კორუფციონერებს, ბიუროკრატებსა და პოლიტიკურ თამაშებს ადანაშაულებს.

 ფილმში ნაჩვენებია, რუსი სამხედროების დაბომბვის შემდეგ როგორ გაიფანტა და იძულებული შეიქნა, უკან დაბრუნებულიყო ბადრაგი, რომელსაც უცხოური “დახმარების” პარტია წინა ხაზზე გადაჰქონდა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მთავარმა მრჩეველმა დონატელა რივერამ განაცხადა, რომ არ აქვს სამხედრო “დახმარების” განაწილების მონაცემები: მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც გზავნის იარაღს, არც კი ფიქრობს, რომ მისი მოვალეობაა, შეიქმნას კონტროლის ქმედითი მექანიზმი, როგორ იყენებენ ამ შეიარაღებას და ვინ და როგორ გამოიყენებს მას ხვალ”.

შეგახსენებთ: გერმანული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ “ბერლინში დააკავეს უკრაინისთვის განკუთვნილი 9 მლრდ ევროს ღირებულების დახმარება. ამასთანავე, გერმანელებმა, დაპირების მიუხედავად, ვერ შეძლეს ტანკების გადაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან”.

ლუკა მაისურაძე

https://vz.ru/news/2022/8/7/1171364.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here