Home ახალი ამბები საქართველო ბოკერია სააკაშვილზე: რაც ვიხილეთ, გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვაა

ბოკერია სააკაშვილზე: რაც ვიხილეთ, გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვაა

2213

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას, განცხადებით, გადაცემა  „აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არის აზრს მოკლებული.

„რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ცალკე პარტიულ კანდიდატს გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება.

გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.

„თან საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, ეგ არ გამოვაო. თან ერთიანობაზე საუბრობს, თან ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს „ასავალ-დასავალის“ თვითონ „ქართული ოცნების“ სტილში. თან იძახის, რომ მე თუ ქართულ ციხეში აღმოვჩნდიო, რაც მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ ივანიშვილი რეჟიმი დასრულდებაო. ესეგი, ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია, უბრალოდ მის დაჭერას ვერ აიტანს. ეს რა ლოგიკაა? მისი დამოკიდებულება ასუსტებს თანამშრომლობის შესაძლებლობას, ამაზეა საუბარი, თორემ პროდასავლური ოპოზიცია უნდა თანამშრომლობდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს თანამშრომლობა ვერ იქნება სააკაშვილის ფიგურის გარშემო თანამშრომლობა, რაც დადასტურდა გუშინდელი მისი გამონათქვამებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here