Home ახალი ამბები საქართველო „არ გისმენეთ, არ მწამს, არ მჯერა თქვენი!“

„არ გისმენეთ, არ მწამს, არ მჯერა თქვენი!“

361

სათაურზე დიდად  რომ არის  დამოკიდებული ამა თუ იმ სტატიის წარმატება-წარუმატებლობა,  ამას წინათ  ვრცლად ვისაუბრე. ხომ გსმენიათ ქართული ანდაზა: „მეტისმეტი რეტის რეტიო“? ჰოდა, სტატიის სათაურის შერჩევას ზოგჯერ  იმ დროის თითქმის ნახევარს ვუნდები, რამდენიც მთლიანად სტატიაზე მეხარჯება. მოკლედ, თემას და განსახილველი საკითხების რაოდენობას, აქტუალობასა და  მრავალფეროვნებას გააჩნია.

ჰოდა, წინამდებარე წერილიც ამ „ჟანრიდანაა“ –  ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ეს  წერილი ჩემი სიყრმის მეგობრის, ფართო საზოგადოებისთვის  ნაკლებად  ცნობილი, მაგრამ ნიჭიერი პროზაიკოსისა და პოეტის, ანანია სალუქვაძის, შესანიშნავი  ლექსის  ბოლო სტრიქონით დამესათაურებინა _ 52 წლის კაცის, რომელსაც გლდანის  ციხის ე.წ. რეჟიმის უფროსმა ოლეგ ფაცაციამ  წამებით ამოჰხადა სული… ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  წერილის სათაური უპრიანიც არის და იმის გარანტიაც, რომ ქვემოთ წერილის  სხვადასხვა მიმართულებით გაშლა ისე შეიძლება, რომ მისი  პათოსი (თუ ეს სიტყვა უადგილო არ არის) არათუ დაზიანდეს, არამედ შინაარსობრივად უფრო გამდიდრდეს კიდეც… რაც არის  ჩემი, როგორც ავტორის, მთავარი მიზანი და არა მეგობრის, ანანია სალუქვაძის, პიროვნებითა და  შემოქმედებით  ქართველი საზოგადოების დაინტერესება…

მაშ ასე:  ერთხელ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  იხუმრა (ვწერ ციტირების გარეშე ), „ნებისმიერი პატარძლისთვის ე.წ. პირველი ღამე ერთნაირი შედეგით მთავრდება“-ო… რუსეთის პრეზიდენტის ამ იქნებ უხერხულ, მაგრამ მაინც უწყინარ ხუმრობას ( ამ ხუმრობამ შოკში ჩააგდო მისი ვიზავი, გერმანიის იმჟამინდელი კანცლერი  ანგელა მერკელი.  თავის მხრივ, ფრაუ მერკელის  ამასწინანდელმა „აღიარებითმა ჩვენებამ“  შოკი მოჰგვარა არა მხოლოდ კოლექტიური დასავლეთის მტერ-მოყვარეს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, თუმცა ამაზე ქვემოთ)  მცირე  პარალელით „გავამდიდრებდი“.  როგორც პატარძალს არ აცდება „პირველი ღამის“  შედეგი,  ამ წერილშიც  ვერ ავცდებით  აშშ-ზე, უკრაინაზე,რუსეთზე, საქართველოზე, „ოცნებაზე“, ნაცმოძრაობასა“ და ა.შ. საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ „არ ვუსმენ, არ მწამს, არ მჯერა მათი“. 

ცოტა შორიდან მომიწევს დაწყება, რათა გავიგოთ, დღეს პროცესები რატომ და რისთვის მიმდინარეობს. ამისთვის კი, პირველ რიგში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ბანდერელი ფაშისტები, უფრო ზუსტად მათი ოკეანის გაღმელი და გამოღმელი კურატორ- დამფინანსებლები, რომლებსაც კოლექტიურ სოროსებადაც მოიხსენიებენ, ისე გათავხედნენ, რომ აღარც კი მალავენ უკრაინის მიწაზე აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის მთავარ მიზანს. მათი მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა  რუსეთის მართლმადიდებელი იმპერიის რამდენიმე ნაწილად დაშლა და ამ ნაწილებში არსებული  ბუნებრივი სიმდიდრეების ერთმანეთში „ძმურად“ განაწილება, ხაზს ვუსვამ:  მართლმადიდებელი და მრავალსაუკუნოვანი იმპერიის, რადგან ეს პროცესი ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელობით, სულ ცოტა, 400 წლის წინათ, ანუ დაახლოებით ივანე მრისხანეს მეფობის პერიოდში დაიწყო. შემდეგ იყო ე.წ. ველიკაია სმუტა, ანუ უმეფობა და  განუკითხაობის ხანა, რომელმაც იქამდე მიიყვანა შინააშლილობის გამო სამთავროებად დაყოფილი რუსეთი, რომ მოსკოვის სამეფო ტახტზე პოლონეთის მეფე, კათოლიკე  ვლადისლავ  IV ვაზა იჯდა, რომელიც, ფაქტობრივად, ბრიტანეთის სამეფოს ვასალი იყო. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რა ძალა ჰქონდა იმ პერიოდში და როგორ შეიქმნა ანგლიკანური ეკლესია:

ინგლისის მეფე ჰენრი VI-ს რომის პაპმა კანონიერ დედოფალთან გაყრისა და მის ფავორიტ (საყვარელი) ანა ბოლეინზე დაქორწინების ნებართვა არ მისცა, ამიტომ ინგლისის მეფემ ვატიკანთან ურთიერთობა გაწყვიტა და  ინგლისის ისტორიაში ყველაზე სასტიკმა ხელმწიფემ ეკლესიის მმართველადაც გამოაცხადა თავი. მოგვიანებით,  დედოფალ ელისაბედის პერიოდში,  ინგლისმა ისეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ძლიერებას მიაღწია,  რომ, ისტორიკოსთა ხატოვანი გამონათქვამის მიხედვით, ამ  იმპერიის საზღვრებში მზე არასდროს ჩადიოდა. შეიძლება  ითქვას, რომ ანგლიკანური ეკლესია თითქმის მთელი ქრისტიანული  სამყაროს მმართველიც იყო. მის სრულ დომინანტობას ერთადერთი რუსეთი უშლიდა ხელს, რომელსაც ვერავინ და ვერაფერმა ათქმევინა უარი „ფორმულაზე“:  „რუსეთი მესამე რომია და მეოთხე არ იქნება“, ანუ, მართლმადიდებლობაზე.

დიმიტრი პოჟარსკისა და კუზმა მინინის  აჯანყებამ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა პოლონეთის ბატონობა რუსეთში, ხოლო ნოვგოროდის  „ზემსკი სობორმა“ რუსეთის მეფედ პირველი რომანოვი აირჩია. მას შემდეგ დაიწყო მშენებლობა რუსეთის მართლმადიდებელი იმპერიისა, რომელმაც ისეთ ტერიტორიულ მასშტაბებსა და სამხედრო ძლიერებას მიაღწია, რომ მისი შიშით დღემდე ძრწის მსოფლიო. რუსეთს, იმპერატორ ალექსანდრე III-ის  თქმით, საკუთარი არმიისა და ფლოტის გარდა,  მოკავშირე არავინ   ჰყოლია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საუკუნეების  განმავლობაში რუსეთთან წარმოებული მრავალრიცხოვანი ომების ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა)  მიზეზი მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა იყო. დღესაც ასეა, ოღონდ შინაური თუ გარეული ლიბერასტები ადამიანის უფლებათა დაცვის ნიღბით ებრძვიან მართლმადიდებლობასა და ზნეობრივ ღირებულებებს.

დასასრულ, ალბათ, გახსოვთ, 2015 წელს უკრაინაში ომის დროს ე.წ. დებალცევოს ქვაბში მომწყვდეული ათასობით ბანდერელი ფაშისტი, რომლებსაც  უეჭველი სიკვდილი ელოდათ. ისიც გემახსოვრებათ,  როგორი გულმოდგინებით ცდილობდა კოლექტიური დასავლეთი რუსეთის დაყოლიებას ალყის მოხსნაზე ე.წ. მინსკის შეთანხმებების შესრულების გარანტიებით… მოკლედ, როგორც ფრაუ მერკელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებას იმთავითვე   არავინ აპირებდა და მისი ერთადერთი მიზანი ბანდერელი ფაშისტი ვირთხების გადარჩენა ყოფილა. ამის საშუალება რუსებმა მისცეს დასავლეთს _ დებალცოვოში ალყაშემორტყმული ათასობით  უკრაინელი ნაციონალისტი დაინდეს რუსებმა. ახლა კი ვინმე დაითვლის, ამ  გულჩვილობის შედეგად  დღემდე რამდენ რუს მეომარს გამოასალმებდნენ სიცოცხლეს  ბანდერელი ფაშისტები?

ომი და გულჩვილობა?!! ეგრე სადაა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ?! 

დავით მხეიძე             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here