Home ახალი ამბები საქართველო ანა ბუჩუკური – ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა...

ანა ბუჩუკური – ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის 

81

ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკური ამბობს, „ყველაფერი „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან მოდის“.

„ჩვენ ვნახეთ პრემიერის შეფასებაც, რომ დაიწყო ქალბატონი კელი დეგნანის ქება. ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა, ამ ადამიანების სიტყვის ფასი ნულია. ერთ დღეს გამოდიან, დილით ამბობენ ერთს ისე, რომ თავადაც არ იციან, საღამოს რა შეფასების გაკეთება მოუწევთ, რადგან ეს მათი შეფასება არ არის. ისინი ამ დავალებას იღებენ. ამიტომ დილით ერთს ამბობენ, შუადღეს მეორეს და საღამოს მესამეს. ამ ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ყველაფერი მოდის „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან. ისევე, როგორც, როგორიც იქნება ღარიბაშვილის შეფასება, ესეც „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან მოდის, ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ. ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ეს შოუ და ფარსი – ერთი ხელით ერთს აკეთებდე და მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს. ამას ჩემთვის ფასი არ აქვს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზეც და აღნიშნა: „პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან“.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here