Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა ხელისუფლებაში ჩაბუდებული ნაციონალების ამოშანთვა, ყველგან არიან...

ნანა კაკაბაძე: “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა ხელისუფლებაში ჩაბუდებული ნაციონალების ამოშანთვა, ყველგან არიან ფესვგადგმულები

“მაფიოზური ჯგუფები, რომლებიც შეკრულები არიან ნაცებთან და ძოვენ საქართველოს ქონებას, ატყავებენ ქვეყანას, უნდა ამოიძირკვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვება წარმოუდგენელია”

352

2024 საარჩევნო წელია. ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, წელიწადი კი სკანდალებით დაიწყო _ ჯერ ვინმე ნატა ფერაძემ სამების ტაძარში საღებავი შეასხა ხატს, შემდეგ მევახშეების მიერ გამოსახლებული ოჯახების ყურებამ აღაშფოთა საზოგადოება; პარალელურად, ასობით ექიმი ვიხილეთ სიცივეში ქუჩაში გამოსული რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გასაპროტესტებლადხელისუფლება რეპუტაციას არ უფრთხილდება წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებულია.

“* მიშიკო საავადმყოფოში დააწვინეს, უგულავა გამოუშვეს ისე სწრაფად, რომ სჯობდა, არ დაეჭირათ. სხვა რა გააკეთეს ამ სოროსისა და როტშილდების პოლიტიკურმა ნაბიჭვრებმა??

 * გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძისა და სხვა ბიჭების მკვლელები დაიჭირეთ?

* ქუჩაში დახვრეტილი 300 ბიჭის მკვლელები დაიჭირეთ?

* ციხეებში დახოცილი ბიჭების მკვლელები დაიჭირეთ?

* ციხეში გაუპატიურებული ათასობით ადამიანის გამო ჯალათები დაიჭირეთ?

* ზურაბ ჟვანიას მკვლელები დაიჭირეთ?

* ბადრი პატარკაციშვილის მკვლელები დაიჭირეთ?

* 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივნისისა და 26 მაისის ჯალათები დაიჭირეთ?

* გია წკრიალაშვილის მკვლელები დაიჭირეთ?

* ლაფანყურის ოპერაციის მკვლელები დაიჭირეთ?

* ზონდერი სპეცნაზელები დაიჭირეთ?

* ზონდერი პოლიციელები დაიჭირეთ?

* ზონდერი პროკურორები დაიჭირეთ?

* ზონდერი მოსამართლეები დაიჭირეთ?

* ზონდერი გუბერნატორები, გამგებლები და მერები დაიჭირეთ?

*კუდისა და სოდის ჯალათები დაიჭირეთ?

* ადეიშვილი დაიჭირეთ?

* კეზერაშვილი დაიჭირეთ?

* კუბლაშვილი დაიჭირეთ?

* ბოკერია დაიჭირეთ?

* სოფლის მეურნეობა ააღორძინეთ?

* 100 საწარმო ააშენეთ?

* რატომ იყოფთ წილებს ნაცებთან?

* რატომ არ აძლევთ ხალხს სამსახურს?

* რატომ გყავთ ნაცები თანამდებობებზე?” _ წერენ გაბრაზებული ამომრჩევლები სოციალურ ქსელში. და მართლაც, რატომ არ არის  დასჯილი ბევრი დამნაშავე, რატომ არ იცვლება კანონები ისე, რომ ხალხის კეთილდღეობაზე იყოს მორგებული? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ ნატა ფერაძე ვერ დაიჭირეს კი არა, არ დაიჭირეს. საკანონმდებლო ხარვეზი არაფერ შუაშია, კანონი ფერაძის დასაჭერად არსებობს, მან სისხლის სამართლის დანაშაული  ჩაიდინა, მისი დაპატიმრება შესაძლებელი იყო და აუცილებლად უნდა ეგო პასუხი. ფერაძეს ეკლესიაში არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ შევიდა სხვის სახლში და ხელყო ქონება. ნატა ფერაძე დასასჯელი იყო, მაგრამ არ დაისაჯა.

_ ნატა ფერაძის მიერ სამებაში ჩადენილ დანაშაულს მოჰყვა გამოსახლების სკანდალი……

_ გამოსახლებები დღეს არ დაწყებულა. ყველა ოჯახი, რომელიც დღეს გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას, მიშასდროინდელი ვალების გამო დგას. ახლა ბევრს საუბრობენ კანონში ხარვეზებისა და ხვრელების არსებობაზე. აქ პრობლემა მარტივი მოსაგვარებელია. შეუძლიათ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონით იხელმძღვანელონ, უბრალოდ, თარგმნონ სიტყვასიტყვით  და დააკანონონ. სახელმწიფოსგან მოსახლეობის დაცვა იქნება ის, რომ ოჯახს არ მისცეს უკანასკნელი საცხოვრისის ბანკში ჩადების უფლება. დღევანდელი კანონმდებლობა ამას უზრუნველყოფს, მაგრამ ბინები, რომლებზეც დღეს არის საუბარი, სააკაშვილის დროს არის ჩადებული ბანკში. როცა ფული გინდა ისესხო, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ეს სესხის  გადასახდელია.

_ საზოგადოება ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა. ხალხს აინტერესებს, რატომ არ დაისაჯა სათანადოდ მილიონების გამფლანგველი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, თუნდაც სააკაშვილი, რომელიც დღემდე საავადმყოფოს ლუქსპალატაში უწევთ, ნატა ფერაძე და .. ამ ფონზე რიგითი მოქალაქეები მცირე დანაშაულის გამო ისჯებიან

_ ეს ორმაგი სტანდარტებია. დაჭერებსა და გამოსახლებებს თავი რომ დავანებოთ, საშინელება ხდება რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო. ჩემი ძმა ქირურგია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ მუშაობს, მაგრამ ხელისუფლებაზე ბრაზობს, ნაციონალების მომხრე არ არის, არც იქნება, მაგრამ დღეს ძალიან გაბრაზებულია.

რესპუბლიკური საავადმყოფო დასანგრევი არ არის. იქ კვალიფიციური ექიმები მუშაობენ, ბრწყინვალე კოლექტივია. წლობით აწყობილი სისტემაა, მათი დაშლა-დაქსაქსვა არ შეიძლება. ხელისუფლება კი ეუბნება მათ, რომ კომპენსაციებს მისცემს, სხვაგან გადაიყვანს ან სულაც სახლში გაუშვებს. ასეთი ქმედებების გამო ნორმალური ექიმი აღარ იარსებებს ქვეყანაში, ისედაც თითქმის ყველა გასულია უცხოეთში.

რესპუბლიკური საავადმყოფო კომუნისტების პერიოდში აშენდა. მისი დანგრევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ისე, როგორც ვერ შეძლეს კოლმეურნეობის ბაზრის დანგრევა. საავადმყოფოს სამი სართული მიწის ქვეშაა. ამბობენ, ომის დროს თავშესაფრად გამოყენება შეიძლებაო. რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე მისი აშენება. რემონტი შეიძლება იყოს გასაკეთებელი, რადგან იქ დევნილები შეიჭრნენ. გაარემონტონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანგრიონ. ააშენონ სხვაგან ახალი საავადმყოფო და, თუ საჭიროა, ექიმები იქ გადაიყვანონ, მაგრამ არა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დაქსაქსონ. ვინმე ღუდუშაურს სურს ასე. ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს და რატომ? კორუფცირებულების ხელშია ჯანდაცვა. ჩვენი ბიუჯეტიდან დიდძალი  ფული გაედინება სხვა ქვეყნებში, რადგან ჯანდაცვა ვერ აეწყო ისე, რომ ჩვენმა ავადმყოფებმა საქართველოში იმკურნალონ.

_ გამოდის, მართალია .. ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლებაში  კორუფციაზე საუბრობს

_ არაპროფესიონალების, არაკვალიფიციური ხალხის ხელში აღმოჩნდა ძალიან ბევრი სფერო, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფეროები. ვინ ლობირებს ამ სიგიჟეებს არ ვიცი…

საარჩევნო წელიწადია. ჩემი ძმა მოვიყვანე მაგალითად, ის არ არის ნაცების ამომრჩეველი, მაგრამ გაბრაზებულია ხელისუფლებაზე. ბევრი ექიმია გაბრაზებული. ამხელა სფეროს წარმომადგენლების გაღიზიანება კარგი არ იქნება ხელისუფლებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა ხელისუფლებაში ჩაბუდებული ნაციონალების ამოშანთვა, ყველგან არიან ფესვგადგმულები. თორმეტი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს სტრუქტურების გაწმენდა. თავადვე საუბრობენ, რომ არიან ჩაბუდებულები, მაგრამ არაფერს აკეთებენ მათ წინააღმდეგ. მეტსაც გეტყვით, წინა ხელისუფლების პერიოდის ბიზნესმენები, მაფიოზები ისევ მუშაობენ, ისევ აქვთ ბიზნესები. ნაციონალური მოძრაობაჩვენი ქვეყნის ფაშიზმი იყო, მაგრამ მისი ამოშანთვა ვერ შევძელით. გერმანიაში ფაშისტებს წაართვეს ბიზნესები, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ეკონომიკას დაარტყამდა, ჩვენთან წინა ხელისუფლებისდროინდელ ბიზნესმენებს ერთი თეთრი არ დაუკარგავთ. ვიმედოვნებ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლის ამ სურათს. მაფიოზური ჯგუფები, რომლებიც შეკრულები არიან ნაცებთან და ძოვენ საქართველოს ქონებას, ატყავებენ ქვეყანას, უნდა ამოიძირკვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებში გამარჯვება წარმოუდგენელია. არჩევნებს ვერ გააყალბებენ. პატარა ქვეყანაში ყველა ხვდება, გაყალბებულია არჩევნები თუ არა. გაყალბებული არჩევნების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here