Home რუბრიკები პოლიტიკა ლიკვიდაცია – იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე დემონსტრაციულად ააფეთქეს

ლიკვიდაცია – იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე დემონსტრაციულად ააფეთქეს

1813

2006 წლის 2 მაისს სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველთა მიერ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე ყვავილების მიტანის მომენტში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. იური ვაზაგაშვილი სოფელში მეზობლის დაკრძალვაზე იყო ჩასული. ყარაფილელები ამბობენ, რომ იური ვაზაგაშვილს სოფლის რომელიმე მკვიდრის გარდაცვალებისას, წესად ჰქონდა დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე შვილის საფლავზე გასვლა და განმარტოება. სოფლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მისი ამ ჩვეულების შესახებ წინასწარ იცოდნენ და ზურა ვაზაგაშვილის საფლავი ამიტომ დანაღმეს. ამ ვერსიას ადასტურებს ვაზაგაშვილების ერთ-ერთი ადვოკატიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება ლარნაკში ყვავილების ჩადებისთანავე მოხდა და, იური ვაზაგაშვილი მარტო რომ არ ყოფილიყო, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. იური ვაზაგაშვილის და _ მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და სავარაუდო მკვლელების გვარებსაც ასახელებს. “სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალვა იყო, იური დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებს, რომლებმაც მკვლელობა დაგეგმეს. ჩემს ძმას შვილის _ ზურას მკვლელები ჩაუსაფრდნენ და მომიკლეს. ესენი არიან: დალაქიშვილი, ფირცხალავა და ძმანი მისნი”, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილიც ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებს.

ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს _ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა”, _ ამბობს ციალა ვაზაგაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპიდან ჩამოსვილის შემდეგ, საღამოს რვა საათზე, მეორე არხის პროექტგამომძიებელი რეპორტიორისჟურნლისტებს უნდა შეხვედროდა და პირველი ინტერვიუ ჩაეწერათ მოწმესთან (ეს მოწმე ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რომელმაც იური ვაზაგაშვილს განუცხადა, რომ 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ჩვენება ძალდატანებით მიაცემინეს და ახლა ადრინდელი ჩვენების შეცვლაზე თანახმა იყო. მაგრამ იური ვაზაგაშვილს მოწმის ალაპარაკება არ დასცალდა.

აი, ასე დემონსტრაციულად ააფეთქეს სამართლიანობისთვის მებრძოლი შვილმოკლული მამა, სხვებმაც რომ აღარ გაბედონ მკვლელების დასჯის მოთხოვნა

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის 109- მუხლით დაიწყო, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში

2012 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამდებობები დაიკავეს, ალბათ, ბევრს ახსოვს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალური დაფის გახსნის დღეს: “დღეს აქ შევიკრიბეთ ვაზაგაშვილის დაფასთან, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ დიდი მოვლენის შედეგად იქცა მემორიალად. ეს მემორიალი არის იმ იუსტიციის სახლის ინიციატივა, რომელიც აქ დგას. ბატონ იურის სურვილი იყო, ეს მემორიალი ყოფილიყო მიძღვნილი ყველა იმ ადამიანის ხსოვნისადმი, რომელიც 2004-2012 წლებში შეეწირა წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს. მეამაყება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბატონი იურის იმედს ფრთა შეასხა და დადგა ეს ლამაზი მემორიალი”.

მემორიალურ დაფას ასეთი წარწერა აქვს: “ეს აღარასოდეს მოხდება, გადავარჩინოთ სიცოცხლე”.

თეა წულუკიანის ამ განცხადებიდან ძალიან მალე საქართველო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაუნდობლად მოკლული ახალგაზრდების კიდევ ერთი მშობლის (ირინა ენუქიძის შემდეგ) სიკვდილმა, უფრო ზუსტად, მკვლელობამ შეძრა.

საინტერესო იქნებოდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პასუხი შეკითხვაზე: რა იმედის ფრთა შეასხაიუსტიციის სამინისტრომ იური ვაზაგაშვილს

2015 წლის 15 იანვარს საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორის” პრესკლუბში იური ვაზაგაშვილმა უკანასკნელი პრესკონფერეცია ამ სიტყვებით დაიწყო: ზურა განზრახ მომიკლეს. ხელისუფლებას მივმართავ, კერძოდ, პრემიერს: _ ჭიკაიძე მფარველობს მკვლელებს! ყველა მკვლელი თანამდებობაზეა: მირზოევი, ჭანუყვაძე, ფირცხალავა, სამარღანიშვილი. ეს ადამიანები თვითონ ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც მუშაობდნენ, ისინი ჭიკაიძის დროს არ მოსულან. ვერ წარმომიდგენია, თუ მათ ვიღაც არ მფარველობს, რომ ამ ადამიანებს ვინმეს სიცოცხლე და დაცვა ანდო. …ყველა დაზარალებული ერთად მივადგეთ ამ ხელისუფლებას და პასუხი მოვთხოვოთ. ყველა დაზარალებულმა ვიცით, ვინ ვისი მფარველია და ვისი ფულით იკვებება”.

ეს პრესკონფერენცია იური ვაზაგაშვილმა მას შემდეგ გამართა, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნოკოლეიშვილმა მკვლელობის საქმის ახალი, სკანდალური დეტალები გაასაჯაროა და დასკვნა პროკურატურას გადასცა. საზოგადოება შედეგის მოლოდინში იყო…

იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატს _ ირმა ჭკადუას, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძესა და გენერალ ტრისტან წითელაშვილს დავუკავშირდით და მომხდარი ტრაგედიის კომენტირება ვთხოვეთ:

ირმა ჭკადუა:
იური თავს არ მოიკლავდა

_ სიმართლე გითხრათ, საუბარი ძალიან მიჭირს, ცუდად ვარ… ეს მხოლოდ ვაზაგაშვილების ტრაგედია არ არის, ეს სრულიად საქართველოს ტრაგედიაა… იური ვაზაგაშვილი იყო მამა, რომელმაც შვილის გამო თავი გაწირა.

წინა ხელისუფლების პერიოდში ბატონი იურის სიცოცხლეს საფრთხე სულ ემუქრებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ნათელი წერტილები გამოჩნდა მისი შვილის მკვლელობის საქმეში, ალბათ, ვიღაც ისეთის გვარი ამოტივტივდა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს.

_ ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო ეს?

_ იცით, ბატონი იური არასოდეს არაფერს მალავდა. თქვენ, ჟურნალისტებმაც, ყველაფერი იცით, მას ძალიან ბევრისთვის საშიში ინფორმაცია ჰქონდა. ძილშიც კი შვილის საქმეზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, ბოლოს ვისზე რა ინფორმაციას ფლობდა.

იური თავს არ მოიკლავდა, რადგან მისი შვილის საქმე და მისი ბრძოლა ისეთ ფაზაში იყო შესული, თავის მოკვლა არაფრით შეიძლებოდა. ბატონი იური თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიკლავდა, თუ შვილის მკვლელებს იმქვეყნად გაიყოლებდა. ზურას მკვლელებს, რომელთა ჯავრიც საფლავში ჩაიყოლა, ცოცხლებს არაფრით დატოვებდა.

_ ის ადამიანები სხვებისთვისაც საშიში არიან? ვაზაგაშვილების მსგავსად ხომ ბევრი ოჯახია გამწარებული

_ რასაკვირველია, საშიში არიან, ისინი პირველი დღიდან საშიში იყვნენ, მას შემდეგ, რაც მკვლელობების სერიები მოაწყვეს. საქმე ის არის, რომ თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მაგრამ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე არავინ დასჯილა, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ გარეულნი.

იური ვაზაგაშვილი, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ახალი ხელისუფლების მსხვერპლია, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ ამ ოჯახის ტრაგედიის მიზეზის გასარკვევად დრო ვერ გამონახა.

სანდრო ბრეგაძე:
ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედიანაციონალებისბრალია

_ იური ვაზაგაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და თანამებრძოლი იყო. ის შეუპოვარი და უასამართლობასთან შეურიგებელი ადამიანი გახლდათ. ირინა ენუქიძეცა და იური ვაზაგაშვილიც სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ეს მხოლოდ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია არ არის, ეს სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. იური მარტო თავისი შვილის მკვლელობის გამოძიებას არ ითხოვდა. ის ყველა იმ ადამიანისთვის იბრძოდა, რომლებიცნაციონალებმადახოცეს.

იმედს ვიტოვებ, რომ მკვლელობას გამოიძიებენ.

_ რატომ გგონიათ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ? მისი შვილის საქმე ხომ, ამდენი ხანია, გაუხსნელია? ბოლო პრესკონფერენციაზე იური ვაზაგაშვილმა შს მინისტრი ჭიკაიძე დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა.

_ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. გამოძიებას დაველოდოთ. იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე გამოძიებამ იმსჯელოს. რაც შეეხება ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედიას, ეს “ნაციონალების” ბრალია და მათ სახელს ეწერება; ეს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულია.

ტრისტან წითელაშვილი:
იური ვაზაგაშვილი სააკაშვილის დაკვეთით არის მოკლული

_ იური ვაზაგაშვილი რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით არის მოკლული,  ორი აზრი არ არსებობს და არც არავის შეაქვს ეჭვი. სწორედ სააკაშვილმა  ჩაიდინა თავის დროზე ის საზარელი დანაშაულიც, რომელსაც იურის ვაჟი ზურაბი შეეწირა.

იურიმ შვილის მკვლელობის საქმე, ფაქტობრივად, გახსნა _ რამდენიმე დღეში სიმართლე გაირკვეოდა.

_ ბატონო ტრისტან, ნაღმის დადება ყველას შეუძლია?

_ რას ამბობთ, ეს პროფესიონალის ხელით არის გაკეთებული, ნაღმის დადება ყველას როდი შეუძლია! ასეთ მკვლელობებსა და ოპერაციებს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში სპეციალური ჯგუფები ახორციელებდნენ. თუ ხელისუფლებამ დროულად ვერ მოახერხა ამ კრიმინალური ორგანიზაციების იზოლაცია და ლიკვიდაცია, კიდევ ბევრი მკვლელობის მომსწრენი გავხდებით. სააკაშვილი სასწრაფოდ არის დასაპატიმრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვლელობები არ შეწყდება.

გაინტერესებთ, რა პროცესია ნაღმის დადება? _ გეტყვით. ეს იგეგმება დიდი ხნით ადრე. ნაღმის დადებისას, პირველ რიგში, სწავლობენ, ტერიტორიას _ ნაღმის დადებისას მიწის რაოდენობასაც მნიშვნელობა აქვს. შემდეგ იჭერენ თადარიგს, მსხვერპლი შემთხვევით სხვა რომ არ აღმოჩნდეს. მერე ზუსტად იკვლევენ მსხვერპლის გადაადგილების გრაფიკს, რათა შეცდომა არ მოხდეს და ნაღმი დროზე ადრე არ აფეთქდეს. ასე რომ, ეს მარტივი პროცესი არ არის, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ჯერ ძიებას დასკვნა არ გამოუქვეყნებია, რა სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გამოყენებული. სამხედრო ექსპერტებს ძალიან მალე გვექნება ნაღმის ზუსტი მონაცემები. სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

დასასრულ, მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუთხრა _ ჩვენ საფრთხეში ვართ!

შვილმკვდარი მამის, იური ვაზაგაშვილის, მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეაშფოთა. მომხდარი თავზარდამცემი აღმოჩნდა ჟენევაში მყოფი გურამ შარაძის ქალიშვილის _ რუსუდან შარაძისთვისაც. მანსაქართველო და მსოფლიოსგამოუგზავნა ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ეს ჩაიდინეს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებმა, რომელთა უმრავლესობა დღესაც თანამდებობებზე თარეშობს, იმის მაგივრად, რომ ციხეში ლპებოდნენ. “ოცნებამ” კი არათუ დახვრეტილი ზურა ვაზაგაშვილი, მისი ცოცხალი მამა ვერ დაიცვა. ასე რომ, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია. ვინც ჩახედულია ჩვენს მოძრაობაში “გადაარჩინე სიცოცხლე” (რომელშიც დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრები ვართ გაერთიანებულები), იმან ძალიან კარგად იცის, რომ იური ვაზაგაშვილი იყო ჩვენი დედაბოძი სიტყვითაც, საქმითაც და ყველაფრით! თუმცა ეს გარედანაც კარგად ჩანდა. სწორედ ამიტომ მოკლეს ძია იური. გარდა იმისა, რომ მოახდინეს პირადი ანგარიშსწორება, ამ მკვლელობით ჩვენი მოძრაობის დასუსტება (თუ არა დაშლა) უნდათ, დაშინებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრებს, ყოფილ ოპოზიციას კი ვეტყოდი: უნამუსოებო!

ვაზაგაშვილიგირგვლიანირობაქიძისძახილით რომ მოეთრიეთ ხელისუფლებაში, არათუ დახოცილები, ცოცხალი კაცი ვერ დაიცავით. იცოდეთ, არ შეგარჩენთ იური ვაზაგაშვილს!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here