Home რუბრიკები პოლიტიკა ბეჩავო, ბეჩავო უკრაინავ!

ბეჩავო, ბეჩავო უკრაინავ!

628

ვაჰ, დრონი, დრონი! დრო იყო, უკრაინაში საქართველოს დავით გურამიშვილი წარმოადგენდა, დრო მოვიდა, როცა საქართველოს სახე “ნეზალეჟნაში” შეიძლება დავით საყვარელიძე გახდეს! გილოცავ, უკრაინავ, სამასტიინა-ნეზალეჟნავ! მიშას ეპოქის მთავარი პროკურორის ერთბაშად ორ ყოფილ პირველ მოადგილეს მაღალ თანამდებობებს ჰპირდებიან.


პარტია “უდარის” წევრ ვალერი პაცკანს უთქვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის საკითხების კომისიამ რეკომენდაცია მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე 2 პირს გაუწია – დავით საყვარელიძესა და გიზო უგლავას. “ესენი არიან სპეციალისტები, რომლებმაც გაატარეს რეალური რეფორმები საქართველოს პროკურატურაში,” _ აცხდებს პაცკანი.

პრინციპში, სანდრო კვიტაშვილის გამინისტრების შემდეგ აღარაფერია გასაკვირი _ რაც ამ სუბიექტმა ქართულ ჯანდაცვას და დედა-უნივერსიტეტს დამართა, იმავე სიკეთეს აწვნევინებს უკრაინულსაც, თანაც, კიდევ ერთი რეფორმატორის _ კახა ლომაიასი არ იყოს, პირველი, რაც მინისტრის პოსტზე თქვა კიევში, დაჭერები უნდა დავიწყოთო! განათლების მინისტრი ლომაიაც ასეთი შემართებით მოითხოვდა ხალხის დაჭერას და ახლა ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილიც ასევე აგრესიულად იმუქრება კიევში.

ბეჩავო უკრაინავ! შენ ვინ მოგცა კვიტაშვილის დასაჭერი შვილები? შენ ისიც გეყოფა, ქვეყნიდან გაძევებული იანუკოვიჩი რომ გყავსინტერპოლზეძებნისთვის გადაცემული, ხოლო ჩვენი მაოხრებელი გზირი _ სააკაშვილი მანდ გიზის დაქვეყნის ხსნისმისეულ გრანდიოზულ გეგმებს ჩაგჩურჩულებს ყურში! ისე, სადაა სამართალი? იანუკოვიჩს ეძებენ, ჩვენმა ხელისუფლებამ კი ისიც ვერ მოახერხა, რომ მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ ეძებოს ჰალსტუხიჭამია ლაჩარი, რომელმაც საქართველოს მეხუთედი ისე გაასხვისა, რომ დღეს მხოლოდ მისრეფორმატორობაზეალაპარაკი, მის მიერ დაჭერილდახვრეტილდატერორებული ადამიანები კი არავის გახსენებია! მთავრობავ, პარიზში სიარულს დაგამოშარლებასის გირჩევნია, ხალხს მოხედო და სამართალს პური აჭამო! კრუასანს ხომ არ ითხოვს, პურსა და წყალზეც თანახმაა!

კიდევ ერთი ქართველი მაღალჩინოსანი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ჯერჯერობით არავის იჭერს _ “ვარსკვლავურ” საათს ელის, როცა დაზაფრულ უკრაინას მწყაზარი სახით ამცნობს: “დონბასიდან დაძრული ტანკები კიევზე არ მოდიან, აგერ, ორჭოსანთან გადაუხვიესო”! საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის _ ეკატერინე ზღულაძის მეუღლემ და მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა ფინურ გაზეთ “ინკონსეს სეტლს” ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოში თავისი ცხოვრების თაობაზე ისაუბრა.

გლუკსმანის განცხადებით, საქართველოში ცხოვრება მისთვის მხოლოდ ერთი რამით იყო საინტერესო: დაკვირვებოდა ხალხს, შეძლებდა თუ არა ის განვითარების ევროპული გზით წასვლას. “ქართველები უცნაური ხალხია _ ჭამენ, სვამენ, მღერიან და არ ამჟღავნებენ მიდრეკილებას ცივილიზაციისკენ. მათი დიდი ნაწილი მორწმუნე ორთოდოქსია. მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ქართველი ხალხის სწორი გზით წაყვანას, მაგრამ მას დაბრკოლებები გამოუჩნდა. ახლა კი ქართველები, სამწუხაროდ, ბუნებრივიგანვითარებისგზას დაუბრუნდნენ”, _ აცხადებს გლუკსმანი. მისივე თქმით, მისი მეუღლე ეკატერინე ზღულაძე გამორჩეულია და სხვა ქართველებს არ ჰგავს, რის გამოც მას საკუთარ ხალხთან გაუცხოება დაემართა”.

ეჰ, რაფაელ, რაფაელ! საკუთარ ხალხთან გაუცხოება მარტო ეკას კი არა, მთელ მაგ ხროვას სჭირდა, “ხალხის სწორი გზით წამყვანისააკაშვილის თამადობით, მაგრამ ეს არც ჭამის, არც სმისა და არც სიმღერის ბრალი არ არის. ქართველები მართლაცარ ამჟღავნებენ მიდრეკილებას ცივილიზაციისკენ”, უფრო სწორად იმისკენ, რაც შენ და შენნაირებს გგონიათ ცივილიზაცია. აგერ გუშინწინ ლუვრის დერეფნებში ისაქმებდნენგალანტური საუკუნისკავალრები და ქალბატონები და დღეს უნიტაზის მოხმარება ცივილიზაციის მწვერვალად გეჩვენებათ! ჩვენ ხომ არ დაგცინით ამის გამო, რაფაელ, ნურც შენ დასცინებ შენი “გაუცხოებული” ცოლის მშობელ ხალხს! თუმცა “შარლი ებდოსთან” შედარებით შენი დაცინვა დედის ლოცვასავით არის და არც დაცინვას მოუკლავს ადამიანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქეობა უკვე მიიღო ზურაბ ადეიშვილმა და პოროშენკოს ხელისუფლებაში საკვანძო ფიგურა ხდება. ამბობენ, რომ ადეიშვილი უკვე მუშაობს კანონპროექტებზე პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ, რომელსაც განიხილავენ და შემდეგ უკრაინის რადა დაამტკიცებს. ადეიშვილი ასევე მუშაობს კანონზე ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ძებნილ ადეიშვილს უკრაინაში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად დანიშნავენ. ეკა ტყეშელაშვილი და გია გეწაძეც უკვე უკრაინის მოქალაქეები არიან და რა სიკეთეც ჩვენ გვაჩვენეს, იმას არც უკრაინას “დაამადლიან”.

ბეჩავო უკრაინავ! განა საკუთარი დეგენერატები (სოციალოგიური ტერმინის მნიშვნელობით) არ გყოფნიდა, რომ ჩვენი გამონაცვალიც შეიფარე? უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საქართველოდან “სექონდ ჰენდი” იგზავნება… ნახმარი პოლიტიკოსების სახით! მე რომ მკითხო, მოხვიოს ხელი სააკაშვილმა ყველა თავის ნამინისტრალ-ნაპოლიციებ-ნაგუბერნატორლებს და მოაშოროს აქედან – ჰაერიც გაიწმინდება და ბევრი გამწარებული ადამიანიც ცდუნებას აცდება, რომელიმეს ცხვირ-პირი რომ არ დაუნაყოს სადმე სადარბაზოში! მაგრამ…

რა დააშავა ბეჩავმა უკრაინამ? უკრაინელებიც ხომ ჩვენნაირი ადამიანები არიან: მათაც უნდათ სიცოცხლე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, მომავალი! მათ ჯერ არ იციან, რას უქადიან ეს “მსოფლიო მოქალაქეები”, თორემ, “რეფორმებით” ხიბლში ყოფნის ნაცვლად, დიდ ხანია, განგაშის ზარებს დაარისხებდნენ! ვიღაცამ იხუმრა, მაგათი მოშორება რომ მოგინდებათ და ვერ მოიშორებთ, მერე ცოტა ხნით ბიძინა ივანიშვილს გათხოვებთო!

დღეს უკრაინა იმაზე უფრო ნაკლებად სუვერენულია, ვიდრე საბჭოთა დროში _ მაშინ მას მოსკოვიდან მხოლოდ მეორე მდივანს უნიშნავდნენ, ვაშინგტონმა კი 45-მილიონიან ქვეყანას საქართველოდან ძლივს მოშორებული საკუთარიძაღლისშვილებიმოახვია თავს! არა, მხოლოდ საქართველოდან არა _ ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტში გამოწვრთნილ ნატალია იარესკოს, ხოლო ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტრო ლიტველ აივარას აბრომავიჩუსს ჩააბარეს. თუ ვის ინტერესებს მოემსახურება ეს აჯაფსანდალივით არაუკრაინული მთავრობა, ამის კითხვა აღარც ღირს.

ადგილობრივი წარმოშობის პრემიერმინისტრი არანაკლები უბედურებაა ბეჩავი უკრაინისთვის. არსენი იაცენიუკმა ახლახან გერმანულ ტელეარხ ARD-ს განუცხადა, რომ საბჭოთა კავშირი უკრაინასა და გერმანიას თავს დაესხა! გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel-მა გვარიანად იხალისა ამაზე: “1942 წელს საბჭოთა ჯარი უმოწყალოდ მიიწევდა აღმოსავლეთისკენ. ისინი უკრაინის ტერიტორიაზე უშიშრად ედგნენ კვალში დემოკრატიულად არჩეული კანცლერის _ ადოლფ ჰიტლერის ჯარს, რომელიც უკან იხევდა. უფრო გრძელი მარშრუტი, შავი ზღვის სამხრეთით, უკრაინის გვერდის ავლით მათთვის მოუხერხებელი იყო. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი შეიჭრა გერმანიაში მისი აღმოსავლეთ საზღვრიდან და გერმანიის ტერიტორია დაიკავა, როგორც ეს არსენი იაცენიუკთან ერთად ჩვენც გვახსოვს”.

რაფაელ, რაფაელ, დაცინვა სწორედ ასეთი უნდა და არა შენნაირი, მაგრამ ჩვენი არ იყოს, შენც ჭამა-სმას გადაჰყევი და სარკაზმი დაგიჩლუნგდა! სააკაშვილმა “დესანტი” კიევში ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გადასხა. დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს 10-12 კაციანი ჯგუფია, რომელიც უკრაინის რეფორმირებაზე იწყებს მუშაობას. კახა ბენდუქიძე გამოაკლდათ, მაგრამ სამაგიეროდ, IT-ტექნოლოგიების ექსპერტი დავით კიზირია და უძრავი ქონების ექსპერტი ჯაბა ებანოიძე შრომობენ.

გიორგი ვაშაძე ძირითადად ადმინისტრაციულ სერვისებსა და ელექტრონულ ტენდერებზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ჯაბა ებანოიძე ადმინისტრაციულ სერვისებზე აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა მენტალიტეტია: “ჩვენ საქართველოში ადამიანებისა და მოხელეების მენტალიტეტის შეცვლა მოვახერხეთ. 2007 წლამდე რეესტრიდან ამონაწერის მიღება დახურული იყო. ჩემს ქონებაზე ცნობის მიღება მხოლოდ მე შემეძლო. 2006 წლიდან პარლამენტში კანონპროექტი შევიტანეთ და ამონაწერი საჯარო გახდა. მე ვიცი ჩემი ქონება, სახელმწიფომ იცის და სამოქალაქო საზოგადოებამ არ იცის? ეს როგორ? მე მინდა, ვაკონტროლო ჩემი მინისტრი _ რა იყიდა, რა ქონება გაუჩნდა იმის შემდეგ, რაც მინისტრი გახდა. რას ყიდულობს მისი ცოლი, რა ეკუთვნის მის სიდედრს, მძღოლს. ჩვენ შევცვალეთ მენტალიტეტი, ყველაფერი საჯარო გახდა”.

ესექსპერტიმორცხვად დუმს იმაზე, რომ საქართველოში დღესაც ვერავის გაურკვევია, ვის ეკუთვნის ტელეკომპანიარუსთავი 2” (დოკუმენტურად, თორემ ისე სააკაშვილის მოსამსახურე რომაა, ამას ყველა კარგად ხედავს) და, საერთოდ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ვისი წილი ვის ოფშორშია, კაცმა ვერ გაიგო! ამექსპერტრეფორმატორმაისიც არ იცის, რომ საჯარო პირისა და მისი ოჯახის წევრების დეკლარაცია იმთავითვე საჯარო დოკუმენტი იყო და მისი ნახვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამლევიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო! ეს ისე, “რეფორმებისშინაარსის გამო, თორემ მთავარი აღიარება წინაა:

დავით კიზირია, კიდევ ერთი უცნობი რეფორმატორი: “ჩვენ, როგორც “დესანტი”, პრობლემის იდენტიფიცირებას ვახდენთ და ვაგვარებთ მას. ექსპერტები, რომლებიც საქართველოში რეფორმებით იყვნენ დაკავებულნი, სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ. ახლა მივიღეთ წინადადებები ალბანეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიც კი დაინტერესდა. ჩვენი ექსპერტები მონღოლეთში მუშაობენ. მოვდივართ, ვაკეთებთ საქმეს და მივდივართ”.

გიორგი ვაშაძე: “ჩვენი სტრატეგიაა ასეთი. მოვდივართ, სისტემას ავამუშავებთ, პლატფორმას დავძრავთ და სხვა ქვეყნებში მივდივართ”.

ესბრემენელი მუსიკოსებითუ ასე აპირებენ ხეტიალს მთელ დუნიაზე, ნურც დავუშლით და ნურც ნერვებს ავიშლით. უკრაინელებიც მეცოდება, ალბანელებიც და თურქებიც, მაგრამ ქართველები უფრო მეტად და ისემც უქნიათ, სულ ნუ მობრუნდებიან საქართველოში! ელექტრონულ ტენდერებს და კორუფციას რაც შეეხება, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის საქართველოში, ისევე, როგორც ქართულ პოლიტიკაში ცალცალი კალოშით მოსულიკონკიებისზღაპრული გამდიდრების ისტორიები და, ამას უკრაინელები რომ მიხვდებიან, გვიანი იქნება.

უკრაინას უკრაინელები არ მართავენ. ის ოკეანის გაღმიდან იმართება, თანაც _ ჯენ ფსაკის ინტელექტით. იმ ფსაკისა, რომელიც იმუქრებოდა: თუ რუსეთის ჯარი დონბასში შევა, მაშინ აშშის მეექვსე ფლოტი ბელარუსის ნაპირებთან გადმოსხდებაო! ბელარუსს ზღვაზე გასასვლელი რომ არ აქვს, აშშის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა არ იცის. არც მიშამ იცის გეოგრაფია და არც იაცენიუკმა _ ისტორია. რა მერე _ ვერ მოიყვანეს და ვერ დასვეს ამერიკელმა პატრონებმა?

ბრალი უბრალო ხალხისა, თორემ ესენი, უკრაინიდანაც რომ გაყრიან, კიდევ სადმე გაატარებენ “რეფორმებს” ვაშინგტონის ხელდასხმით და საკუთარ პატრონებს უშურველად მიართმევენ ამა თუ იმ ქვეყნის რესურსებს.

ბეჩავო, ბეჩავო უკრაინავ! შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა შარში გაყავი თავი. არც ის იცი, რა მძიმე იქნება მაგ შარიდან გამოძრომა. ისე კი, ჩვენი არ იყოს, ასე წარმოგედგინა დამოუკიდებლობა და თავისუფლება? სააკაშვილის ბრტყელბრტყელი განცხადებების უკან უკრაინასთან სოლიდარობის შესახებ, მისი საკუთარი ინტერესების გარდა, არაფერი დგას. ენდეთ უბრალო ქართველებს (სიტყვა უბრალო ქართულად უდანაშაულოს ნიშნავს, ანუ ბრალი რომ არ მიგიძღვის) _ ეგენი რომრეფორმებსეძახიან, სინამდვილეში კაცთმოძულე და ანგარიშსწორებაზე აგებული სისტემაა, რომელიც ადამიანებზე ძალადობს. თუ ახლა ვერ გამოფხიზლდით, 45 მილიონზე გადათვლით, სულ ცოტა, სამ მილიონამდე პატიმარი, ათჯერ მეტი პრობაციონერი და ქონებაწართმეული მოქალაქე გეყოლებათ. მერე ადიდეთრეფორმატორებიდა მათი დამსმელი ოკეანისგაღმელიძმები”!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. საზღვარგარეთვცხოვრობ,უკრაინელი ახლობელი გვყავს ,და მივუსამძიმრეთ იქ არსებული სიტუაცია,ვკითხეთ მისი სანათესაოდან თუ იბრძოდა ვინმე და
    ხომ ყველა კარგად იყო მის ოჯახში.გვპასუხა რომ განიცდის ,უკრაინის ბედს მაგრამ ყველამ მის საახლობლოში ძმებმა ,ბიძაშვილებმა თავიანთი ვაჟები ბელორუსიაში და სხვა ქვეYნებში გაუშვეს ,რომ ამ უაზრობას არ შეწირვოდნენ.
    ძალიან მეცოდება უკრაინელი ხალხი ,მაგრამ ასე საზარბაზნე ხორცივით ამ ქართველ ახალგაზრდებს ,ვინ მოუწოდებს რომ იქ წავიდნენ,და ,,,
    ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ რომ 40 მლნ უკრაინას შევეწიროთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here