Home ახალი ამბები საქართველო ჩაიხადოს და… დავუჯერებთ!

ჩაიხადოს და… დავუჯერებთ!

ვემზადოთ სახელმწიფო გადატრიალებისთვის!

660
ჯოზეფ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

უხერხულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ მაინც დავტოვებ ისე, როგორც არის. უხერხულ  საუბარს, უხერხულ დამოკიდებულებებს და უხერხულ მოქმედებებს, დიდი ხანია, მიგვაჩვიეს. ვინც გადახედავს 2018 წლის 10 ნოემბრის ქართულ პრესას, ასეთ ინფორმაციას გადააწყდება: “ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში  „გირჩისწევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქციაპერფორმანსს  მართავენ. „გირჩის&ქუოტ; ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს და რუსებს შიშველი უკანალები მიუშვირეს“.

ასეთი ე.წ. პერფორმანსები აბსოლუტურად მიუღებელია ქართული კულტურისა და ფსიქიკისთვის, მაგრამ იგი სრულიად ორგანულია დასავლეთისთვის, ანუ “ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსთვის”, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ. ეს მათი აღმოჩენაა, მათი მიგნება, მათი ცხოვრების წესი და ბუნებრივი მდგომარეობაა. ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი ამგვარი ჟესტებით მათ ერთმანეთთან უკეთესად მიაქვთ სათქმელი, აზრი, ემოცია, დამოკიდებულება. დასავლეთიდან გადმოკოპირებული ეს საქციელი, მართალია, ვერც ჩვენს სათქმელს ავლენს და ვერც ჩვენს სულს, მაგრამ ევროპელებისა და ამერიკელების ხასიათსა და გუნება-განწყობას, მათ მენტალობას ზუსტად ერგება და გამოხატავს…

სტატიის ბოლოს მოგახსენებთ,  რისთვის დამჭირდა ეს შესავალი. ახლა კი გადავიდეთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, სტუმრობის ანალიზზე. დავიწყოთ ჯოზეფ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციით, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს მიერ ფორმალური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანას არ ჰყოლია პირველი პირი, რომელიც დასავლეთის არათუ მაღალი რანგის წარმომადგენელს, არამედ თუნდაც რიგით ჩინოსანს  სიტყვის შებრუნებას გაუბედავდა. ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც დასავლეთის წარმომადგენლები საქართველოში შეუვალ ავტორიტეტებად მიიჩნევიან, ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოსული ნებისმიერი ჭკუამხიარული მოხელე ბრძენთა ბრძენის რეპუტაციით სარგებლობს და შესაბამისი მანტიითაც იმოსება, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუმსახურებლად. ამჯერად კი სრულიად საწინააღმდეგო სურათი ვიხილეთ. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის დირექტორულ (თავხედურ) გამოხდომებს თბილისში პრემიერმინისტრის მტკიცე პოზიცია დახვდა, რომელიც ეროვნული ღირსებისა და ეროვნული სუვერენიტეტის განცდით იყო გაჟღენთილი

ჯოზეფ ბორელმა რიხიანად დაიწყო: “ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე, მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს თემა, ეს საგანი. ჩვენი შეფასება არის ობიექტური”.

დავანებოთ თავი იმ უზუსტობას, რომ პროფესორთან ბავშვები კი არ მიდიან, სტუდენტები მიდიან. აქ მთავარი ისაა, რომ ბატონმა კომისარმა მის ამ უხეირო შედარებაში ევროპა პროფესორად, საქართველო კი ბავშვად წარმოადგინა. თქვენ (ბავშვებმა) უნდა იმუშაოთ, იმეცადინოთ, დავალებები შეასრულოთ, გამოცდა უნდა ჩაგვაბაროთ, მაგრამ, თუ როგორ შეგაფასებთ და რა ნიშანს დაგიწერთ, ეს ჩვენი (პროფესორების) გადასაწყვეტიაო. ერთი სიტყვით, კომისარმა მეტისმეტად კომისრულად და უტაქტოდ დაიწყო პრესკონფერენცია, რის გამოც პრემიერმინისტრისგან საკმაოდ ხისტი პასუხი დაიმსახურა: მე ისე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე განმარტა. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით“.  შემდეგ  პრემიერმინისტრმა სტუმარს შეახსენა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსზე უარის თქმა დიდი უსამართლობა იყო: ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბოლო ათ წელიწადში განსაკუთრებით. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

ბორელმა თითქოს მობოდიშება სცადა, მაგრამ რაღაც იმისი მსგავსი გამოუვიდა, ქართულ ანდაზაში რომ არის ნათქვამი: ბოდიში შეცოდებაზე უარესიო. ბორელის ამ დიპლომატიურ ბორიალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ: ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი თორმეტი პრიორიტეტის სახით. თქვენ შეასრულეთ სამ მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია“.

პრემიერმინისტრის პასუხი ამ არცთუ დიპლომატიურ შემოტევაზე კიდევ უფრო მტკიცე და უკომპრომისო აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო: ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, სამართლიანი იყოს. ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება.

ეს არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ფილოსოფიური პასუხი იყო. ევროკავშირის დავალების პუნქტების შესრულებაზე ბორელის უთავბოლო საუბარს ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ხსენებით დაუსვა წერტილი. თქვენი უარყოფითი პასუხი რუსეთისთვის იქნება დადებითი გზავნილიო, უთრა მან დირექტორული მისიით ჩამოსულ ევროპელ  სტუმარს. სტატუსს თუკი არ მოგვცემთ, ისევ დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას თუკი გამოავლენთ, ასეთ შემთხვევაში იცოდეთ, რომ სხვა მიმართულებებიც არსებობს, ვისთანაც თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე ვიფიქრებთ, მათ შორის არის რუსეთიც.  აი, ეს იყო ნათქვამი ღარიბაშვილის პასუხში.

ვთქვი და კიდევ უნდა გავიმეორო: ფორმალური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს არც ერთ ლიდერს დასავლეთის წინაშე საკითხი ასეთი პირდაპირობით არ დაუყენებია. მთელი ამ პრესკონფერენციის განმავლობაში  პრემიერმინისტრის საუბარში თხოვნის ნაცვლად მოთხოვნის ინტონაციები ისმოდა: „ჩვენ სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ. გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია, ჩვენ არ მივიღეთ. თქვენ თუ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა  შემდეგი: საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს!”

ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში ე.წ. საოკუპაციო ხაზთან

პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა არამხოლოდ უსიამოვნო მისიით (ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ) ჩამოსულ სტუმარს, არამედ მთელ დასავლეთს გადაასხა ცივი წყალი, როდესაც ეს წინადადება წარმოთქვა: არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში“.

წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მთელი დასავლეთი ერთ ხმაში გაჰკივის: რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთო. ამ “დიადი” მიზნის მისაღწევად უკრაინულ ფაშიზმში ორას მილიარდ დოლარზე მეტი თანხა და კოლოსალური მასშტაბის შეიარაღება ჩაყარეს, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი კი მათ ეუბნება: „არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში“. ეს უბრალო ამბავი არ არის, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის შელახული ღირსებისა და დაკარგული სუვერენიტეტის აღდგენის გზას მტკიცედ დაადგა. დაკარგულ თავისუფლებას არავინ გიბოძებს, წართმეულ სუვერენიტეტს არავინ მოგანიჭებს, შელახულ ღირსებას არავინ აღგიდგენს, ეს ყველაფერი მხოლოდ შრომითა და ბრძოლით უნდა მოიპოვო. საქართველოს პრემიერმინისტრმა თუნდაც ამ პრესკონფერენციაზე უკვე მერამდენედ გვიჩვენა არამხოლოდ მამულიშვილური შემართების, არამედ გმირული თავგანწირვისთვის მზადყოფნის პირადი მაგალითები. საბოლოოდ დაბნეული და აბორიალებული ბორელი, რომ იტყვიან, ხავსს ჩაეჭიდა და ყურადღება საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე გაამახვილა. ეს, მისი აზრით, გაუმართლებელი გადაწყვეტილება იყო. აქაც ჩაიჭრა, რადგან პრემიერმინისტრის მტკიცე პოზიციას წააწყდა: საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს. ასე რომ, აქაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ“.

მორალური თვალსაზრისით ბოლომდე განადგურებულმა კომისარმა ყურადღების გადატანა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თემაზე სცადა: “ნება მიბოძეთ, დავამატო ერთი რამ. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის”.

საკითხების ამგვარი დილეტანტური წამოწევით ბორელი თანდათანობით იმ გამოსაცდელს დაემსგავსა, რომელმაც საგანი არ იცის და ყურმოკრული ინფორმაციით ცდილობს ფონს გასვლას. საქართველოს პრემიერმინისტრი კი იძულებული შეიქნა, პროფესორის სიმშვიდითა და თავშეკავებით აეხსნა მისთვის,  სად გადის ზღვარი, ერთი მხრივ, საგარეო და საშინაო, მეორე მხრივ კი, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს შორის: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, საზოგად, ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის. ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან“.

ზემოთ ვთქვი, რომ დასასრულს, ორიოდე სიტყვას იმ მისიის შესახებაც ვიტყოდი, რომლითაც, ჩემი აზრით, ჯოზეფ ბორელი ჩამოვიდა საქართველოში. ევროკავშირის ხელმძღვანელები საქართველოს მიმართ ერთობ მძიმე ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი უმთავრესი მიზანია, რომ საქართველოში, უკრაინის პარალელურად, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების სერიოზული პლაცდარმი შექმნან, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში ვერ ახერხებენ. დილემა, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ, ასე გამოიყურება: ან ღარიბაშვილი დაქართული ოცნებაჩაითრიონ რუსეთის წინაამდეგ ომში, ან სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთვის დამღუპველ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. ამაზე წამსვლელი ძალა კი მხოლოდ დასავლეთისმეხუთე კოლონაა“, რომელიც სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისირგვლივ არის შეკრებილი. ბორელის ვიზიტი საქართველოში, ჩემი ღრმა რწმენით, იმ მიზანს ისახავდა, რომ გაერკვია, არიან თუ არა ღარიბაშვილი და მისი მთავრობა რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე წამსვლელნი. მაღალი რანგის სტუმარმა ამგვარი მზადოფნა თუ აღმოაჩინა ან ამაზე ღია დასტური მიიღო, ასეთ შემთხვევაში საქართველოს წლის ბოლომდე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მისცემენ, სხვა შემთხვევაში, სავარაუდოდ, სტატუსის მოცემაზე უარს ეტყვიან, რათა ქვეყანაში მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს, ომელი მათ მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებას უნდა დაედოს საფუძვლად. იქიდან გამომდინარე, რაც ბორელისა და ღარიბაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ და, რის შესახებაც ამ სტატიაში ვსაუბრობ, ბატონი კომისარი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის პოზიციით კმაყოფილი ვერ დარჩებოდა. ასე რომ, წლის ბოლომდე საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას უნდა ველოდოთ!

ბოლოს კი იმ უცნაურ მოვლენას მივუბრუნდები, რომლითაც ეს სტატია დავიწყე – შარვალჩახდილი გირჩი და მისი სექტა რუსეთის სამხედრო ბაზების მისადგომებთან. ეს ძველი ამბავი საოკუპაციო ხაზთან მიბორიალებულმა ბორელმა გამახსენა. დასავლეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც ყალბი თანაგრძნობის ნიღბით დგებიან ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, თუკი სურთ, რომ მათ გულწრფელობაში ეჭვი არავის შეეპაროს, თავიანთი პოზიცია და სათქმელი იმ ენით უნდა მოიტანონ ჩვენამდე, რომელ ენასაც “ცივილიზებული” და “თავისუფალი სამყაროს” პოლიტიკურ ურთიერთობებში დამკვიდრებული წესები კარნახობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზთან დგომისას მათ ისევე უნდა ჩაიხადონ შარვლები, როგორც მათ მიერ გამოზრდილგამოწვრთნილმა სექტამ ჩაიხადა. სხვანაირად ვერ ვიჯერებთ მათ გულწრფელობას. ბატონმა ბორელმაც ჩაიხადოს დადავუჯერებთ!

დასავლეთის წარმომადგენლებმა არამხოლოდ პერფორმანსისთვის უნდა ჩაიხადონ, არამედ იმის გამოც, რომ, როგორც უკრაინის ტრაგედიაში, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვაში ლომის წილი აქვთ შეტანილი. დასავლეთს რუსეთის წინაშე ჩახდა, რასაც იგი ისტორიულად მიჩვეულია, ერთხელ კიდევ მოუწევს, აუცილებლად მოუწევს და რა მნიშვნელობა აქვს ამას დონბასში გააკეთებს, კიევში თუ აგერ, ჩვენთან – ატოცის ან ხურვალეთის გადასახვევში…

ვალერი კვარაცხელია                                                                                   

P.S. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რაც უფრო დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ღირსებასა და ინტერესებს, მით მეტად გაშიშვლდებიან ის ძალები, რომლებიც ცილისწამებით შეეცდებიან მისთვის ჩირქის მოცხებას. საბოლოო ჯამში, შეეცდებიან მართვის სადავეებიდან მის ჩამოცილებას. ამას მოწმობს მასზე მიტანილი კოლექტიური (პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები) იერიში, დასავლეთისმეხუთე კოლონისყველა  ფრთის ორგანიზებული და გააფთრებული შეტევა.  ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაუშვას. მან უნდა იცოდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წაქცევით  საქართველოს ის ბურჯი გამოეცლება, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების ყველაზე მტკიცე საყრდენია.

ვ.კ.                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here