Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: მსოფლიო მაფია ცდილობს, გაანადგუროს “ქართული ოცნება”, რადგან მას არ ემორჩილება

ნანა კაკაბაძე: მსოფლიო მაფია ცდილობს, გაანადგუროს “ქართული ოცნება”, რადგან მას არ ემორჩილება

“უცოდინარი თაობა სჭირდებოდათ და უცოდინარობის შედეგია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება... პროპაგანდამ და გაუნათლებლობამ მოსპო ჩვენი მომავალი თაობა და ამან შეიძლება ერი განადგურების პირას მიიყვანოს”

510

ამა წლის 15 აგვისტოსბლექ  სი არენისსაკონცერტო დარბაზში  ამერიკული როკჯგუფის, The Killersის კონცერტი გაიმართა, რაც, ალბათ, ახალგაზრდებისთვის კარგია, მაგრამ ის, რაც კონცერტზე მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დეგრადირებულია. ზემოაღნიშნულ როკჯგუფს ჰქონია ასეთი ტრადიცია: კონცერტის მსვლელობისას, შემთხვევით არჩევის პრინციპით, სცენაზე აჰყავთ მსმენელი, რომელიც მათთან ერთად დრამზე დაუკრავს _ ეს შოუს ნაწილია.

ასე მოხდაბლექ სი არენაზეც” _  სცენაზე წინა რიგში მდგომი აიყვანეს, როგორც გაირკვა, ეთნიკურად რუსიამას აუდიტორიის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. The Killersის სოლისტმა განაცხადა, რომხალხებს შორის ძმობის მომხრეადა ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა. ამის გამო სულ გადაირივნენ დარბაზში მსხდომნი და ხმაურითა და გინებით დატოვეს კონცერტი.

რაცბლექ სი არენაზემოხდა, რასიზმის ნათელი მაგალითია!” _ წერენ ადამიანები სოციალურ ქსელში და ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

არის თუ არა პასუხისმგებელი ხელისუფლება ქვეყანაში გამძაფრებულ რუსოფობიაზე, ვისი ბრალია საზოგადოების დეგრადაცია, რატომ არ მუშაობს ანტიდისკმინაციული კანონი ეთნიკური რუსების დასაცავად, რატომ არ ცდილობს საკითხში ჩარევას სახალხო დამცველი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ ქართველი ისტორიულად, ტრადიციულად, სტუმართმოყვარე და  ტოლერანტი ერია. ჩვენი კულტურა და ხელოვნება მეტყველებს, რომ ყველაზე ინტერნაციონალური ერი ვართ. ქართველები ვართ ხალხი, რომლებმაც ებრაელები შევიფარეთ, როდესაც მათ ყველა ქვეყანაში დევნიდნენ _ ეს დღეს მთელმა მსოფლიომ იცის. ქართველმა თავისი ცხოვრებით, პრაქტიკულად, ყველას აჩვენა, რომ ტოლერანტი და სტუმართმოყვარე ერი ვართ. ქართველს აქვს ღირებულებები, რომლებსაც არ და ვერ გადაუხვევს. ქართველი ფაშიზმის პერიოდში ვერ გატეხეს და ახლა, ლიბერალური ფაშიზმის დროს, გვანადგურებენ _ სიძულვილს თესავენ სხვა ადამიანების მიმართ… ფაშიზმით გაჟღენთილი ადამიანები ვერ განასხვავებენ, რა არის პოლიტიკა, რა არის ერი და რას წარმოადგენს ხალხი. არ შეიძლება გერმანელი ხალხი დაძრახო იმისთვის, რომ მათ გაიარეს ფაშიზმი, გერმანელ ერს ასე ვერ მოექცევი, მათ ასე ებრაელებიც არ ექცევიან, რადგან ერი არაფერ შუაშია, იქ ლიდერი იყო ცუდი, რომელმაც ჰოლოკოსტი და გაზის კამერები შექმნა…

რუსეთში, ალბათ, ყველას არ მოსწონს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა,  ალბათ, არ მოსწონთ, რომ საქართველო დანაწევრებულია, მაგრამ როგორ დაუპირისპირდება ამას რუსი ერი?! რუსი ხალხის მხრიდან ამის მოთხოვნა სიგიჟის ტოლფასი იქნება.

როდესაც ჩვენ გავეშებული ვებრძვით რუს ხალხს, უნდა გავაცნობიეროთ რამხელა ზარალი შეიძლება განიცადოს საქართველომ. ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად როგორ გამოყარეს რუსეთიდან ქართველები სატვირთო თვითმფინავით. დაზარალდება ქართველი და არა პუტინი. საზღვართან შარვლის ჩახდით საქართველოს იმიჯი ზარალდება, ზარალდება იმ .. პარტნიორების იმიჯიც, რომლებმაც წლების განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის. შარვლის ჩახდისა და რუსის გალანძღვის დაფინანსება საქართველოს უძლურებას ნიშნავს.

  საზოგადოება დეგრადირებულია და ეს შედეგია იმისა, რომ განათლება მოსპეს. განათლების ნაცვლად ინფორმაციას იღებენ ახალგაზრდები, ეს ღუპავს თაობებს. ყველა უბედურება განათლების მოსპობამ, კვლევითი ინსტიტუტების განადგურებამ მოიტანა და ეს სააკაშვილმა გააკეთა. უცოდინარი თაობა სჭირდებოდათ და უცოდინარობის შედეგია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება

_ ჩვენ კონსტიტუციაში გაქვს ჩადებული ადამიანის უფლებების დაცვა, ჩვენმა ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო

_ თავშივე აღვნიშნე, რომ ჩვენს ერს გენეტიკაში აქვს ჩადებული ნებისმიერი ადამიანისა თუ ერის პატივისცემა, ჩვენ ასეთი აღზრდა და შინაგანი კულტურა გვაქვს. პროპაგანდამ და გაუნათლებლობამ მოსპო ჩვენი მომავალი თაობა და ამან შეიძლება ერი განადგურების პირას მიიყვანოს.

ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე რუსეთშია. ყველა ქართველმა უნდა იფიქროს, რომ აქ რუსის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, შენი თანამემამულე იქ დაზარალდეს. გარდა ამისა, იცი ისიც, რომ შეიძლება ამის გამო თავს დაგესხას რუსეთი, ამას არ სჭირდება არც ტოლერანტობა და არც სხვა რამ, უბრალოდ, ქვეყანას უნდა გაუფრთხილდე. არ არის საჭირო, ქვეყნის დაცვის ინსცენირება და რუსოფობია.

ფაშიზმი მკვიდრდება საქართველოში… გერმანიაში ჰოლოკოსტი ერთ დღეში არ მომხდარა, წლების განმავლობაში მიდიოდა ქვეყანა ამისკენ, ებრაელები უნდა მოკვეთილიყვნენ გერმანელი ერის გადასარჩენად. სწორედ ასეთია ახლა რუსების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ფაშიზმი ასე იწყებოდა, ეს მიმდინარეობს საქართველოში და ამას გაბედული ბრძოლა სჭირდება.

_ დღეს საზოგადეობის მოთხოვნაა, რომ მასმედიით გავრცელებული ცილისწამებები აიკრძალოს, მაგრამქართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა, რომ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ელჩები არ მოიწონებენ

_ ძალა აღმართს ხნავს. თქვენ ნახეთ, რომ კრიმინალებიც კი გამოაშვებინეს ციხიდან, ნიკა გვარამია გარეთ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს, დასავლეთი მას ააყირავებს. თქვენ ნახეთ, რა მოხდა ლუსტრირების კანონზე, სულ ხუთი წუთი იყო დარჩენილი სახელმწიფოს ამოყირავებამდე… ყველაფერი დაფინანსებული იყო, დაფინანსებული ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენს მთავრობას უთხრეს _ ან დაუთმობთ ძალაუფლებას ლიბერალებს, ან დაგამხობთ… ხელისუფლება ცდილობს, ძალაუფლება არ დაუთმოს ლიბერალებს…

ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ მსოფლიოში კონსერვატიული ძალები არ გაიმარჯვებენ. ეს ხელისუფლება ფეხს უბამს ყველაფერს, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, ვგულისხმობ, ლიბერალიზმის დამარცხებასა და კონსერვატიზმის გამარჯვებას. რისი საშუალებაც ეძლევათ, იმას ლაპარაკობენ.

 ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ _ თეორიულად შეიძლება ხელისუფლებაში ნაციონალები დაბრუნდნენ, რადგან მთელი დასავლეთი მათ მხარესაა.

ხელისუფლებას არ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, რასაც აკეთებს. მის წინაშე დგას უდიდესი მონსტრი და ეს ხაბეიშვილი არ არის, ეს დასავლეთია, მსოფლიო მაფია, რომელიც ცდილობს, გაანადგუროს “ოცნება”, რადგან მას არ ემორჩილება.

თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ ითამაშებს, ხელისუფლების სათავეში მოვა ის ფაშიზმი, რომელიც ჩაბუდებულია, “ბრექ სი არენის” ხალხი მოვა ხელისუფლებაში, ეს უნდა ვიცოდეთ. მოვითხოვოთ იმდენი, რამდენის საშუალებაც გვაქვს. მე ვითხოვ, იმ დამნაშავეების ციხიდან გამოშვებას, რომლებსაც არ ეკუთვნით ციხეში ჯდომა, მაგრამ მე არ ვარ ხელისუფლებაში, ჩემი მოთხოვნა რომ შესრულდეს… დღეს სამართალი პურს ვერ ჭამს, რადგან საქართველოს უკან დგას ძალა, რომელიც ამბობს, რომ არ აინტერესებს შენი კონსტიტუცია, კანონები, აქვს თავისი ინტერესები და ამის ნათელი გამოხატულება იყო ე.წ. შარლ მიშელის პროექტი.

არც ერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, მაგრამ დღეს, როდესაც აკრიტიკებენ არსებულ მთავრობას, ვამბობ: მიდით, თუ შეგიძლიათ, შეცვალეთ რამე, მიდით ხელისუფლებაში და შეცვალეთ…

ხელისუფლებაში ვერ მიხვალ დასავლეთის გარეშე… მე ვდგავარ დღეს ხელისუფლების მხარეს, რადგან მათში ძალაუფლებას ვერ ვხედავ, ძალაუფლება ოპოზიციის მხარეს არის. ეს ყველა პატრიოტმა ქართველმა უნდა გაითვალისწინოს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here