Home ახალი ამბები საქართველო ღია წერილი რუსეთს

ღია წერილი რუსეთს

"Процесс пошел"

922

ზოგადად, რუსეთის მისამართით იმიტომ ვწერ ამ ღია წერილს, რომ უკვე აღარ ვიცი, კონკრეტულად ვის მივმართო.

ზუსტად ოცდათექვსმეტი წლის წინათ, 1987 წლის 28 მაისს (მესაზღვრის დღეს), მოსკოვში, წითელ მოედანზე დაეშვა მსუბუქძრავიანი პატარა თვითმფრინავი (”Cessna 172”), რომელსაც 18 წლის გერმანელი მოყვარული მფრინავი მატიას რუსტი მართავდა. მან  საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ 1000 კილომეტრზე მეტი იფრინა. ამ გაუგონარ და გაუგებარ ფაქტს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროში დიდი წმენდა მოჰყვა, მაგრამ ერთ წლისთავზე ციხიდან გათავისუფლებული გერმანელი ყმაწვილი გმირის მანტიით შემოსილი დაბრუნდა სამშობლოში. ამ თითქმის სათამაშო თვითმფრინავის დაშვებას მოსკოვის ცენტრში იზიკური და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია, წითელი მოედნის ფილაქანიც კი არ დაზიანებულა, მაგრამ მას ისეთი მორალური ზიანი მოჰყვა, რომოთხი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ნგრევა, ცხადია, წითელ მოედანზე მათიას რუსტის პატარა თვითმფრინავის დაჯდომას არ გამოუწვევია, მაგრამ ის კი უდავოა, რომ გერმანელი თავქარიანი ყმაწვილის ამ თავხედურმა ჟესტმა საბჭოთა კავშირის უძლეველობის იმიჯი, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა, ერთბაშად დაანგრია.

35 წლის გასვლის შემდეგ, 2023 წლის 3 მაისს, გამთენიისას რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა  კრემლის თავზე სწორედ მაშინ ააფეთქეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, როდესაც იგი რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას უნდა დასცემოდა. ეს ორი შემთხვევა, პირველ რიგში, იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ ორივეჯერ ჩადენილია წარმოუდგენელი თავხედობა. თავხედობის ასეთი მასშტაბი მყისიერი უმკაცრესი პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ავტომატურად იწვევს სახელმწიფოს ავტორიტეტის  განადგურებას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით. ამის შემდეგ ნაბიჯიღა რჩება ისეთ  კატასტროფამდე, როგორიც საბჭოთა კავშირს დაემართა. როგორც ის სულელი გერმანელი ყმაწვილი არ შემოფრენილა თავისით, შემთხვევით და ხიფათთან თამაშის ბავშვური ცნობისწადილით, არც ზელენსკის გამოუშვია თავისი გადაწყვეტილებით უპილოტო საფრენი აპარატები კრემლის მიმართულებით. ამ საგანგაშო ფაქტების უკან ორივე შემთხვევაში ამერიკელები იდგნენ. პირველი შემთხვევა იყო უმკაცრესი გამოცდა საბჭოთა ხელმძღვანელისთვის, რომელიც მან ვერ ჩააბარა; მეორე შემთხვევა არის არანაკლები მკაცრი გამოცდა რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, არ ვიცით, ჩააბარებს თუ არა ამ რთულ გამოცდას. სამაგიეროდ, ნამდვილად ვიცით ის, რომ ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თანდათანობით ილევა და ქრება.

 დააკვირდით, რა განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კრემლზე დრონებით განხორციელებული შეტევის მომენტში რუსეთის პრეზიდენტი იქ არ იმყოფებოდა. დღეს პრეზიდენტი ნოვოოგორევოში მუშაობს”. კარგია, რომ დასავლეთის მიერ მომზადებულ ამ ტერაქტს პრეზიდენტი გადაურჩა და არც კრემლს მიდგომია ზიანი, მაგრამ რა ვუყოთ მორალურ მხარეს, ჩამოშლილ ავტორიტეტს, შერყეულ რეპუტაციას?! პესკოვი აცხადებს: რუსეთი იტოვებს უფლებას, რომ უკრაინის ქმედებას პასუხი გასცეს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ”. მაინც როდის? კრემლზე შეტევა  ჰიტლერმაც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელთან შედარებით საბჭოთა კავშირის თავდაცვის სისტემები იმ დროს შეუდარებლად სუსტი იყო. სამაგიეროდ, კრემლს მკერდით იცავდა კაცი, რომლის სახელის ხსენებაზე მტერს კუნჩხვა ეწყებოდა. დღეს კი კრემლში ზის კაცი, რომელმაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს (2022  წლის 24 თებერვალს) გააკეთა ძალიან უხერხული და წამგებიანი განცხადება, რომ იგი არ გაიმეორებს სტალინის მიერ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ, სამწუხაროდ, წელიწადზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ბომბები, უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციის ნაცვლად, კრემლის გუმბათსა და სახურავზე ცვივა.

 საგანგაშო ვითარებაა!

ვხედავ, რუსეთის ტელეეკრანებზე როგორ წვალობენ რუსი ჟურნალისტები, ანალიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი პიროვნებები, რომლებიც სათქმელს ღეჭავენ, წელავენ, ხან ერთი მხრიდან უვლიან, ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ (ვერ გაუბედიათ) იმ საკითხის წამოწევა, რომელიც, დიდი ხანია, მომწიფებულია. საკითხი პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალ ვლადიმერ პუტინს ეხება. ხომ არ გაჩნდა მის მიმართ არამხოლოდ შეკითხვები, არამედ ეჭვებიც:

* იქნებ გადაიღალა?

* იქნებ ოცდასამი წელიწადი ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მან სახელმწიფოს მეთაურის უმძიმესი ტვირთი ზიდოს?

 * იქნებ მისი პოლიტიკური და ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ შეესაბამება იმ გზას, ელმაც რუსეთი უნდა იხსნას უმძიმესი განსაცდელისგან?

* იქნებ ის ზედმეტად ჰუმანურია იმ მძიმე მისიის განსახორციელებლად, ომელიც მტრისგან თითქმის ყოველმხრივ ალყაში მოქცეული სახელმწიფოს მდგომარეობიდან გამოყვანას სჭირდება?

* იქნებ მას არ სურს (არ შეუძლია) ისტორიის წინაშე სტალინის ხვედრის გაზიარება და მისი მეთოდების გამოყენება, ომლის გარეშეც რუსეთი ვერ გამოვა მდგომარეობიდან?

* იქნებ რაღაც ვერ გათვალა?

* იქნებ მტრის შესაძლებლობებში შეცდა? იქნებ საკუთარ შესაძლებლობებში შეცდა?

* იქნებ მოკავშირეები ვერ მოძებნა?

 * იქნებ შეშინდა?

 * იქნებ უკანდახევაზე ფიქრობს?

 * იქნებ არ არის ის ისტორიული პიროვნება, რომელიც გეგონათ?

 * იქნებ მისი პიროვნული შესაძლებლობები არ შეესაბამება იმას, რასაც ისტორიული ეპოქა და ვითარება მისგან მოითხოვს?

 იქნებ… იქნებ… იქნებ…

ეს შეკითხვები მე თქვენს გამომეტყველებაში, შეწუხებაში, მხრების აჩეჩვაში, ინტონაციებში, ირიბ ნათქვამებში, დაბნეულობაში, შიშში, გაურკვევლობაში, სასოწარკვეთაში ამოვიკითხე. გსურთ თუ არა, დღეს თუ ხვალ აქამდე მისვლა და ამ შეკითხვების დასმა თვითონ მოგიწევთ, რადგან დრო აღარ ითმენს. ხალხმა თუ დაგასწროთ და ხალხში თუ ამოხეთქა უკმაყოფილებამ, რომელიც ჯერ იმედგაცრუებაში, მერე სასოწარკვეთაში, მერე გაბრაზებასა და მრისხანებაში გადავა, ვითარება უმართავი გახდება. კრემლის თავზე ბომბი რომ გასკდა, ის დილა უკრაინის ბუნკერიდან დასავლეთის იმ ძაღლისშვილის ამოთრევით ან ჩაძაღლებით უნდა გათენებულიყო, რომელმა ეს გაბედა, მაგრამ, სამწუხაროდასე არ მოხდა. რა გარანტიაა, რომ ამ ფაქტით გულმოცემული სხვა ძაღლისშვილები დასავლეთისა არ წახალისდებიან და პოლონეთიდან, ბალტიისპირეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან არ წამოვა რაკეტები კრემლისკენ? ჰო, შეკითხვას ვსვამ: უკრაინელ ფაშისტებს თუ ვერ უბედავთ საკადრისი პასუხის გაცემას, როდესაც ისინი კრემლს ბომბავენ, ბირთვულ ბრიტანეთსა და საფრანგეთს გაუბედავთ დაბომბვას?!

რას ელოდებით? ყირიმის ხიდი აგიფეთქეს! ტერორისტული აქტები მოგიწყვეს! მაგისტრალები და ეშელონები დაგიბომბეს! რუსეთის ქალაქებს უტევენ! რუსეთის დიდების სიმბოლოზე (კრემლზე) ხელი აღმართეს. სულში გაფურთხებენ!

თქვენ კიევი დიდი ხნის წინათ უნდა დაგებომბათ და ახლა ვაშინგტონსა და ბრიუსელს უნდა ბომბავდეთ, მაგრამ,  ევროპისა და ამერიკის ქალაქები კი არა, მთელი წელიწადი ბახმუტი ვერ აგიღიათ, სადაც შარშან ბუქსაობდით, წელსაც იქ ბუქსაობთ.

ერთი ჰკითხეთ თქვენს პრეზიდენტს, – რამ ათქმევინა, სტალინის შეცდომას არ გავიმეორებო.  რომელ შეცდომას:

* მთელ ევროპას და ამერიკას კუდით ქვა რომ ასროლინა?

* მოსკოვამდე მოსულ დასავლურ ურდოს ბერლინამდე რომ სდია და საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით ნიურნბერგში ხეებზე რომ ჩამოაკონწიალა?!

* დასავლეთის დღევანდელი ბრიყვი ლიდერები კი არა, ისეთი გაქნილი არამზადები და გაიძვერები, როგორებიც იყვნენ ჩერჩილი და რუზველტი, თავის ფეხებთან რომ დააჩოქა, მერე მოკავშირეებად აქცია და გასანადგურებლად მოსულ დასავლეთთან სამკვდროსასიცოცხლო დაპირისპირებაში მის მიერ აშენებულ და ჩამოყალიბებულ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა?!

* დიდი სამამულო ომის უსაშინლესი ბატალიების შემდეგ ნანგრევებში ჩაძირული უზარმაზარი სახელმწიფო უმოკლეს დროში (ოთხ წელიწადში) ხელახლა რომ ააშენა და ბირთვულ და კოსმოსურ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა, ხალხს კი თანასწორი და სამართლიანი ცხოვრებისა და განვითარების პირობები შეუქმნა?!

* ერთი ისიც ჰკითხეთ, ბატონ პრეზიდენტს, 9 მაისს ისტორიული გამარჯვების ორგანიზატორისა და სულისჩამდგმელის –  სტალინის სახელს რომ არ ახსენებს, ეს რისი გამოვლენააშურის, მასზე მაღლა დგომის სურვილის თუ შიშის, რომ დასავლეთის დემოკრატილიდერები ამის გამო გაკიცხავენ?!

* ისიც ჰკითხეთ მაგ თქვენს პრეზიდენტს, საცხრამაისოდ ლენინის მავზოლუმის შეფუთვა და დამალვა რისი ნიშანია? მსოფლიომ არ იცის, წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმი რომ დგას თუ რა?! თუკი ასე სძულს ეს მავზოლეუმი, აიღოს და არ დასჭირდება იმ სიმაღლე ფანერების მოთრევა ყოველ 9 მაისს. ამით ხომ  იმ უსუსურობას უსვამს ხაზს, ასე საძულველი ეს მავზოლეუმი ძვალივით რომ აქვს ყელში გაჩხერილი, მაგრამ მისი აღების გამბედაობა არ ჰყოფნის?!

* ისიც ჰკითხეთ ბატონ პრეზიდენტს, მავზოლეუმები ასე თუ სძულს, რუსეთის დამქცევარ ელცინს რატომ უშენებს ჰექტრებზე გადაჭიმულ ცენტრს, ნუთუ მას სტალინი ანტიგმირად მიაჩნია და ელცინი გმირად?

რუსეთის ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა  ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „დღევანდელმა ტერაქტმა არ დატოვა არც ერთი ვარიანტი ზელენსკისა და მისი ხროვის ფიზიკური განადგურების გარდა. ზელენსკი უსიტყვო კაპიტულაციის აქტზე ხელისმოწერისთვისაც არ გვჭირდება. ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი უსიტყვო კაპიტულაციისთვის. ყოველთვის გამოჩნდება ადმირალ კარლ დენიცის მსგავსი შემცვლელი“.

ძალიან კარგია ოპტიმიზმი, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ მთლიანად მოწყდება რეალობას. ჯერ ზელენსკის ლიკვიდაციასა და კაპიტულაციაზე კი არა, კრემლის სახურავისა და ეზოს დასუფთავებაზე იზრუნეთ, მის მიერ გამოსროლილი უპილოტო აპარატის ნამსხვრევებისგან რომ გაქვთ გასაწმენდი. ისე არ მოგივიდეთ, თქვენი წინამორბედი გორბაჩოვი რომ გაიძახოდა: “процесс  пошел”, მაგრამ სახელმწიფო ხელში შემოეფშვნა, რადგან ღმერთმა უწყის, რა ხდება პუტინის რუსეთში და что за процесс пошел!

ვალერი კვარაცხელია                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here