Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: ამ კანონზე უფრო მნიშვნელოვანი რატომ არ აღმოჩნდა, მაგალითად, შეექმნათ ისეთი...

გულბაათ რცხილაძე: ამ კანონზე უფრო მნიშვნელოვანი რატომ არ აღმოჩნდა, მაგალითად, შეექმნათ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ფასების მატებას დაარეგულირებს?!

“ხელისუფლებამ მორიგი სიმხდალე გამოიჩინა, ზუსტად ისეთი, როგორც “გავრილოვის ღამეს”

1539

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას”, _ განაცხადა გერმანიაში მყოფმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

ქართველი საზოგადოება, რამდენიმე დღეა, უყურებს რუსთაველის გამზირზე ნაცების დაგეგმილ აქციებს, რომლებიცხალხის ძალისმიერ ინიცირებული კანონპროექტისუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებგანხილვას და შემდეგ ერთი მოსმენით მიღებას მოჰყვა.

ღარიბაშვილის სიტყვებმა _ “ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას”  _ რიგითი ქართველების მოწონება დაიმსახურა, მაგრამ       9 მარტს მათ იმედი გაუცრუვდათ, რადგან კანონპროექტი უკან გაიწვიეს.

ვის სჭირდებოდა ამ კანონის დღეს და ამ ვითარებაში შექმნა, რა მნიშვნელობა ჰქონდა კანონსაგენტებისშესახებ და ვინ უბრძანა საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს კანონპროექტის გაწვევა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ აღნიშნული კანონპროექტი არის იდეა, რომელიც წამოვიდა “მაღლიდან”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი არის ძალიან სუსტი, უკბილო და არაფრის მაქნისი.

_ “მაღლიდანო”, ამბობთ, მაგრამ ვისგან?

_ ვისი იდეა იყო, ზუსტად არ ვიცით; ვის თავში მოიხარშა, გაცხადებული არ არის, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამის მომფიქრებელი არ იყო “ხალხის ძალა”. ვფიქრობ, “ოცნების” ბოსისგან, ივანიშვილისგან არის ეს იდეა წამოსული. ამ კანონის მიღება დავალებული ჰქონდათ და სწორედ ამიტომაც მიიღეს პირველი მოსმენით. რაც შეეხება იმას, ვისი მოგონილია, მაინცდამაინც ახლა, ამ მომენტში რატომ გვჭირდება, არ ვიცი.ამ კანონზე უფრო მნიშვნელოვანი რატომ არ აღმოჩნდა, მაგალითად, შეექმნათ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ფასების მატებას დაარეგულირებს?

რეაქცია, რომელიც მოჰყვა კანონის დამტკიცებას, არაპროპორციულია, არაჯანსაღია, მაგრამ ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც ხალხის ნაწილსაც კი არ წარმოადგენს, ფულით მოსყიდულია. აქციაზე დგანან ადამიანები, რომლებიც გაგიჟებულები, ნარკოტიკებით გაბრუებულები, ბილწსიტყვაობენ და საშინელებებს ჩადიან, თუ არა ფული, სხვა რას უნდა გამოეყვანა გარეთ ეს კონტიგენტი?!

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკის ადმინისტარციას ჯერ არ აქვს  ბოლომდე გადაწყვეტილი, რა მოიმოქმედოს საქართველოში, არ არის როლში შესული იმ დონემდე, რომ მოქმედება დაიწყოს.ამერიკის აგენტურა ხელისუფლებაშია ჩანერგილი. მაგალითად, ყოფილ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეგვიძლია აგენტი ვუწოდოთ, მაგრამ ის საფრთხე არ არის. საფრთხეა ხელისუფლებაში, ძალოვან სისტემაში ჩანერგილი აგენტი. მესმის, რომ ეს სპეცსამსახურების პრეროგატივაა, მაგრამ მეტად საყურადღებოა.

 ვისაუბროთ “გავლენის აგენტებზე”. ადამიანი მუშაობდა სოროსის ორგანიზაციებში და დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, ეს არ არის გავლენის აგენტობა?! რატომ ითმენენ ამას “ხალხის ძალის” წარმომადგენლები? იმიტომ, რომ ნაბრძანები აქვთ, ყურადღება გადაიტანონ პარლამენტს გარეთ არსებულ არასამთავრობოებზე.

 “ხალხის ძალა” დამოკიდებულია მითითებებზე, ისინი თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, თორემ ეს კანონი რა საჭირო იყო?! ქვეყანაში არსებობს კანონები, რომელთა გამოყენებითაც თავისუფლად შეიძლებოდა ნებისმიერი არასამთავრობოს განეიტრალება. ახლანდელ კანონთან ერთად ძალაში რჩება მეორე კანონიც _ “პატრიოტის აქტი”, რომელიც პადოშას (გია თირთლაძის) ინიციატივით მიიღეს 2009 წელს. როგორ შეესაბამება ეს ახალი კანონი და “პადოშას კანონი” ერთმანეთს, ვინმე ახსნის?! ის კანონი გაეუქმებინათ და ეს კანონი ისე დაეწერათ, რომ მოქმედების რეალური ბერკეტები ჰქონოდათ _ თუ საჭირო შეიქნებოდა, არასამთავრობოს გაუქმება, აკრძალვა და ა.შ. რას ნიშნავს რეესტრში ჩაწერე? _ ამას ან დაემორჩილებიან, ან არა… მოკლედ, ხელისუფლებას სურს, იყოს ნახევრად ორსული…

_ ქუჩაში გამოსული საპროტესტო აქციების მონაწილეთა ლოზუნგია  “შინ, ევროპაში!”, ხელისუფლება კი ამბობს: “ღირსებით ევროპისკენ!”.  რა თამაშის მომსწრენი ვართ?

_ ქოცების საქმე ასეა: თავიანთი დუქნით, დენდროლოგიური პარკით, სახინკლის სუნით სურთ  ევროპაში შესვლა, მაგრამ ასე არ გამოვა. იქ არის წესები, რომლებიც უნდა შეასრულო, შესრულების შემდეგ გეტყვიან, რომ მიგიღებენ მათ რიგებში, მაგრამ განუსაზღვრელი დროის შემდეგ. მოკლედ, მიგიღებენ თუ არა, უნდა დაემორჩილო მათ წესებს, რადგან ისინი, პარტნიორად კი არა, მორჩილ სუბიექტად მიგიჩნევენ. ეს ყოველთვის ასე იყო და ახლა გაიგეს ეს ყველაფერი?! ივანაშვილი თავის რეზიდენციაში რომ მასპინძლობდა ჯორჯ სოროსს და პრივატული საუბრები ჰქონდათ, მაშინ არ იცოდა, რაში იყო საქმე? იცოდა.

_ “მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მეორე დღეს კი კანონიაგენტებისშესახებ საპარლამენტო უმრავლესობამ გაიწვია

 _ თუ ქვეყანა სუვერენულია, ვენეციის კომისიაში რატომ გზავნიდნენ აღნიშნულ კანონს?! ეს იდიოტების ხელისუფლებაა, _ ვამბობ და არ გჯერათ. ერთი მხრივ, კელი დეგნანს, ბორელს “ეკაჩავებიან” და მერე კანონს ვენეციის კომისიაში გზავნიან დასამტკიცებლად. ცხადია, რომ ვენეციის კომისიაში მიკერძოებულები არიან და, დიდი ალბათობით, კანონს არ მოიწონებდნენ. ხელისუფლება თავის თავს ატყუებს.

პრეზიდენტი არანორმალური გვყავს, ეგეც აგენტია, შეკრულია. მოკლედ, გეუბნებით, რომ იდიოტების ხელისუფლება გვყავს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიწვიეს კანონი, თავშივე აღვნიშნე, რომ კანონი “აგენტების” შესახებ არაფრის მაქნისი, არაფრის მომტანი იყო. გარდა ამისა, უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ კანონის ავტორი იყო ივანაშვილი. ჩვენი ხელისუფლება არის  არაკომპეტენტური, მშიშარა, არაფრის მაქნისი. ივანაშვილმა გარშემო არაპროფესიონალები და მლიქვნელები შემოიკრიბა. ისინი მას ემლიქვნელებიან და ატყუებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავი ჭკვიანი ჰგონია. კანონი მისი განწყობა იყო, ვიღაცამ კი დაუდასტურა, შეუცურა უკვე გამზადებული კანონი.

ღარიბაშვილი იჭიმებოდა, სუვერენული ქვეყანა ვართო, მაგრამ ხომ შეაჩერეს, ხომ დაურეკეს, ხომ გააწვევინეს უკან კანონი.

 ხელისუფლებამ მორიგი სიმხდალე გამოიჩინა, ზუსტად ისეთი, როგორც “გავრილოვის ღამეს”… მაშინ თითქოს ვიღაცები დაიჭირეს, მაგრამ ვნახოთ, ახლა თუ დაიჭერენ ვინმეს. 5 ივლისს გეიაღლუმის ჩაშლისთვის დაიჭირეს ხალხი და დღემდე პატიმრები არიან. ვნახოთ, აბა, ახლა თუ გაბედავენ ვინმეს დაპატიმრებას. ეს არის ამათი აბსურდულობა, უსუსურობა, არაპროფესიონალიზმი და თაღლითობა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია, კახელი, და გულუბრყვილოდ სურს, ყველას უთხრას, რომ „დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას“. ამავე გულუბრყვილობით ეგონა მას და „ხალხის ძალას“, რომ „აგენტების კანონით“ გააჩუმებდნენ შეტევაზე გადმოსულ აგენტებს, მაგრამ სახ. დეპარტამენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უოშინგტონიდან, და კელი დეგნანმა, დიდი დიღმიდან, შეახსენეს მეოცნებე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს, რომ ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჯერ არ დასრულებულა საქართველოში, და აიძულეს ისინი, რომ უკან გაეწვიათ „კანონი“. რაც შეეხება ფასების მატებას, კაპიტალისტურ სისტემაში მას ბაზარი არეგულირებს. ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს რაღაც (მაგ., წამლებისა და პურის ფასები) დაარეგულიროს, რაც კარგია, მაგრამ ეს კაპიტალისტური სისტემიდან ამოხტომაა. ასეა თუ ისე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს და მართებული არ არის, რომ ოცნებისათვის აუგად მოვიხსენიოთ ადამიანები, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით ქვეყანას თავზე ბომბები არ აცვივა და ციხეებში პატიმრებს აღარ აწამებენ, რითაც ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა მართლა გააოცეს ევროპა, რადგან საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი ჰუმანური სასჯელაღსრულების სისტემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here